GCRT

არასამთავრობო ორგანიზაცია

GCRT თბილისი – ვერიკო ანჯაფარიძის 9, 0179, თბილისი, ტელ:  2 22 0689; 2 29 39 12; ელ. ფოსტა: gcrt@gol.ge

GCRT ქუთაისი – გაპონოვის 22, 4600, ქუთაისი, ტელ:  0431251991, ელ. ფოსტა:anachapidze@gmail.com

GCRT ბათუმი – მელიქიშვილის 6, 6010, ბათუმი, ტელ: 0422277857, ელ. ფოსტა:nanagorgiladze@yahoo.com

GCRT გორი –  სტალინის გამზირი 13, 1400, გორი, ტელ: 0370277945, ელ.ფოსტა:gcrtgori@gmail.com

ფავორიტებში დამატება

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

მისია

საქართველოს წამების მსხვეპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) წარმოადგენს არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პასუხობს საქართველოში არსებული ტრავმირებული საზოგადოების საჭიროებებს შესაბამისი, მოთხოვნაზე მორგებული პსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარებით. GCRT –ს სჯერა, რომ რეაბილიტაციითა და ადეკვატური მოპყრობით შესაძლებელია ადამიანთა ღირსების აღდგენა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია.

2000 წლიდან მოყოლებული GCRT აქტიურად არის ჩაბმული საქართველოში წამების საწინააღმდეგო კამპანიაში და წამების მსხვერპლთა წარმატებულ რეაბილიტაციაში. 2000 წლიდან დღემდე GCRT–მ დახმარება გაუწია 6000–მდე კლიენტს, რაც საშუალოდ წელიწადში 600 ადამიანს შეადგენს.

GCRT მხარში უდგას წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის   წინააღმდეგ მიმართულ ყველა საერთაშორისო და ეროვნულ კამპანიას, რითაც თავისი წვლილი შეაქვს საქართელოში ჯანსაღი, არაძალადობრივი და ჰუმანური საზოგადოების მშენებლობაში.

სამიზნე ჯგუფები

GCRT დახმარებას სთავაზობს ადამიანებს, რომლებზეც გარკვეული გავლენა  იქონია ომმა თუ ძალადობამ, და რომლებიც ძლიერ არიან ტრავმირებულნი მიღებული გამოცდილების გამო. კერძოდ, GCRT დახმარებას უწევს შემდეგ სამიზნე ჯგუფებს:

  • იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში
  • ლტოლვილები ჩეჩნეთიდან
  • საომარი მოქმედებებით დაზარალებული ადამიანები
  • სახელმწიფო სამსახურების მხრიდან წამების მსხვერპლნი
  • არასათანადო მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მოზრდილები
  • არასრულწლოვანი პატიმრები წინასწარი დაკავების იზოლატორსა და პენიტენციურ დაწესებულებებში
  • ზრდასრული პატიმრები
  • ყოფილი პატიმრები (მათ შორის პრობაციონერები) 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.gcrt.ge

 

სტატიები

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია