NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი 0177, მ.ასათიანის ქ.9,

Tel. :(995 32) 239 89 46
Fax : (995 32) 231 14 85

ვებგვერდი: www.NCDC.ge
ბლოგი: ncdcgeorgia.wordpress.com
e-mail: ncdc@ncdc.ge

ფავორიტებში დამატება

ცენტრის მისია

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნის და დროული რეაგირების გზით.

 

სტრატეგიული მიზნები და ამოცანები

  • გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირება;
  • არაგადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირება;
  • გარემოს საზიანო ზემოქმედებისა და ქცევითი რისკ- ფაქტორების შეფასება და კორექცია მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესების მიზნით;
  • გამოყენებითი და ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევები.

 

დკსჯეც-ის საქმიანობის ძირითადი სფერო:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები: იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, ტუბერკულოზი, აივ/შიდს-ი, ონკოდაავადებების სკრინინგი, ეპიდზედამხედველობა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, პროფესიული დაავადებები;
  • ინფექციური დაავადებების ეპიდზედამხედველობა იმუნიზაციით მართვადი, გრიპი, ჰაერით, – წყლით და საკვებით გადაცემადი, ნოზოკომიური, ტრანსმისიული, პარაზიტული, ზოონოზები, განსაკუთრებით საშიში პათოგენები, ვირუსული ჰეპატიტები, სგგი/აივ/ტუბერკულოზი;
  • არაგადამდები დაავადებების ზედამხედველობა: კარდიოვასკულური, კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, რისკ-ფაქტორები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ქცევითი ჯანმრთელობა;
  • გარემოს ჯანმრთელობა;
  • სამედიცინო სტატისტიკა;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიები და მათი დაფარვის ქსელი;

 

ცენტრის განვითარების ისტორია:

  • 1937 წელი საქართველოში დაარსდა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური;
  • 1992 წელი განსაკუთრებით საშიში პათოგენების კვლევითი ცენტრი;
  • 1996 წელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი;
  • 2003–2007 წელი ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია–სამედიცინო სტატისტიკის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის შემოერთება;
  • 2013 წელი რ.ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ინტეგრაცია

 

სტატიები

რამოდენიმე მითი ძუძუთი კვების შესახებ

გაიგეთ სიმართლე საზოგადოებაში გავრცელებულ ზოგიერთი მითის შესახებ, ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით.

მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში

გაიგეთ რა ზიანი მოაქვს ჭარბი მარილის მოხმარებას პატარებში. გაიგეთ რა არის ბავშვთა ასაკში მარილის რეკომენდირებული დოზები.

ძუძუთი კვება და ბავშვის გონებრივი განვითარება

ძუძუთი კვება ეხმარება ბავშვს უკეთ განვითარებაში, მისი გონება უფრო კარგად ვითარდება, ის უფრო ჭკვიანია, სწრაფად და უკეთესად კითხულობს და წერს, ერთი სიტყვით, ადვილად ითვისებს სასკოლო პროგრამას, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი.

ძუძუთი კვება და დამატებითი კვების საჭიროება

რა მნიშვენელობა აქვს ძუძუთი კვებას და როდის არის საჭირო დამატებითი კვების დაწყება. როგორ უნდა მოხდეს დამატებითი საკვების მიწოდება.

ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე

გაიგეთ რა საფრთხეებს შეიცავს ორსულობის დროს მოწევა. რა არის ორსულისთვის მოწევისთვის თავის დანებების დადებითი მხარეები?

როდის უნდა დაიწყოს დამატებითი კვება

დამატებითი კვებისთვის გამოიყენება საკვები პროდუქტები, რომლებიც განსხვავდებიან რძისგან და ავსებენ ბავშვის კვების რაციონს სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.

10 ფაქტი ბავშვთა ტრავმატიზმზე

ბავშვთა ტრავმატიზმის შედეგად გამოწვეული სიკვდილობის ძირითადი მიზეზებია: საგზაო-სატრანსპორტო ავარიები, დახრჩობა, დამწვრობა, სიმაღლიდან ვარდნისა და და მოწამვლის შემთხვევები.

იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა

იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და სიღარიბის შემცირების პროგრამების სტრატეგიულ კომპონენტს წარმოადგენს.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება.

ძუძუთი კვების უკუჩვენებები

სამედიცინო პრობლემები, რომლის დროსაც ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია, საკმაოდ მცირეა.

10 ფაქტი ძუძუთი კვების უპირატესობის შესახებ

გაიგეთ მეტი ძუძუთი კვების უპირატესობების შესახებ. გაიგეთ თუ რა სარგებელი მოაქვს მას როგორც პატარისთვის, ასევე დედისთვის.

ზოგადი ინფორმაცია ძუძუთი კვების შესახებ

ძუძუთი კვების ნაკლებობა, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილს იწვევს.

რა შეგვიძლია ვთქვათ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე?

მაღალხარისხოვანი ეპიდემიოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში ოთხჯერ უფრო მეტია ამოცნობადი ფსიქიკური პრობლემების ალბათობა, მათივე ასაკობრივი ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით.

მოძრაობა წესების დარღვევის გარეშე!

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილებისათვის.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია