სტატიები   ›  ავტორები   ›  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

არასამთავრობო ორგანიზაცია

მისამართი: 0160, თბილისი, ვაჟა ფშაველას 7/7

ტელეფონი: 218-36-36, 237-97-00, 297-94-13, 790-88-99-00

ფავორიტებში დამატება

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (სგი) ოცნებობს ჭეშმარიტად დემოკრატიულ საქართველოზე, რომლის მართვაში თავისუფალი ნებით და რაციონალური მოტივაციით იქნება ჩართული ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მთელი მოსახლეობა.

სგი აღიარებს ინფორმირებული, სამართლიანი არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და ცდილობს, ხელი შეუწყოს საზოგადოების პასუხისმგებლობის ამაღლებას ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე.

სგი ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმგვარი საქართველოს აშენებაში, რომელსაც აღარ ეყოლება უალტერნატივო პოლიტიკური ლიდერები და არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებული სახელისუფლო პარტიები, რომლებიც პირველი მარცხისთანავე ქრებიან პოლიტიკური არენიდან. ამ რეალობის შესაცვლელად ჩვენი ორგანიზაცია ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რისთვისაც განსაკუთრებულ ძალისხმევას ეწევა:

  • ახალგაზრდებს შორის პოლიტიკური და ყოფითი კულტურის დასანერგად;
  • ლიბერალური ღირებულებების დასამკვიდრებლად;
  • ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად;
  • უფლებაშელახული ადამიანების დასაცავად;
  • ჟურნალისტების პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სგი-ს მისიაა საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, კულტურის ეკოლოგიის დანერგვა, განათლების როლის ზრდა, გარემოს გარდაქმნა, ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობაში თითოეული მოქალაქის მოტივირებული მონაწილეობის ხელშეწყობა.

სგი-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ახალგაზრდების არაფორმალური სამოქალაქო განათლება;
  • გარემოს მოწესრიგებაზე ზრუნვა;
  • თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა;
  • ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა.

სგი მუშაობს მთელ საქართველოში და მისი სამიზნე ჯგუფებია:

  • საქართველოს სკოლების უფროსკლასელები;
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები;
  • ჟურნალისტები;
  • უფლებაშელახული ქალები და ბავშვები;
  • საქართველოს ელექტორატი.

სტატიები

ბავშვის უფლებათა კონვენცია (ადაპტირებული)

ბავშვის უფლებათა კონვენცია, ინტერპრეტირებული და ილუსტრირებული მე-5 მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია