სტატიები   ›  ფსიქოლოგია   ›   აგრესია - ბავშვის აგრესიის მიზეზები და მისი დაძლევის გზები

აგრესია - ბავშვის აგრესიის მიზეზები და მისი დაძლევის გზები

ფავორიტებში დამატება
ანა კუხაშვილი
ანა კუხაშვილი
ფსიქოლოგი, პედაგოგი
გამოქვეყნების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2015

რა არის აგრესია?

აგრესია

სიტყვა აგრესია ლათინური სიტყვიდან agressio წარმოიშვა, რომელიც თავდასხმას ნიშნავს. დღევანდელ რეალობაში აგრესია განიხილება, როგორც ქცევის ფორმა (რისხვა, ბრაზი), რომელიც  აზიანებს ადამიანს, ცხოველსა თუ ნივთს. აგრესია ემოციის გამოხატვაა, ემოცია კი ჩვენგან დამოუკიდებლად ჩნდება. არ შეიძლება ემოციის ჩახშობა, აკრძალვა, თუნდაც ეს რისხვის გამოხატვა იყოს.

ყველაზე ხშირად, ბავშვი აგრესიული იმ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ხდება, რომელსაც ვერ უმკლავდება. მიზეზი  ბევრი რამ შეიძლება იყოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის ყოველი ნეგატიური ქმედება (კაპრიზი, ცრემლები, ჩხუბი და ა.შ.) სიგნალია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არაა.

 


აგრესიის მიზეზები

გაბრაზებული ბავშვი

აგრესიის გამოვლენის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მშობლის არასაკმარისი ყურადღებაა. აგრესიული ქმედებით ბავშვები სწორედ ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. მიზეზი შესაძლოა ზედმეტად მკაცრი მშობლებიც გახდნენ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ბავშვს საკუთარი ძალაუფლება მოახვიონ თავს, ჩაახშონ მისი მცდელობები იყოს დამოუკიდებელი. აგრესიას იწვევს მშობლების გადაჭარბებული ყურადღებაც, ბავშვის ზედმეტად განებივრება. ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი ყოველ აკრძალვას ან მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას აგრესიით უპასუხებს. აგრესიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საკუთარი თავით უკმაყოფილებაა. ბავშვისთვის (და არამარტო ბავშვისთვის) მნიშვნელოვანია, რომ ის უპირობოდ უყვარდეთ, ამით იგი საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობს. თუ ბავშვს არ ეყვარება საკუთარი თავი, ის ვერ შეძლებს სხვის სიყვარულსაც, ამ შემთხვევაში კი აგრესიული გამოხტომები სავსებით ლოგიკური იქნება. მნიშვნელოვანია ოჯახური  ურთიერთობების მოდელი:  თუ ოჯახის წევრები ერთმენეთს აგრესიულად ეპყრობიან გასაკვირი აღარ იქნება ბავშვის აგრესიული ქცევაც.

უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები აგრესიას იმ დღეებში ავლენენ,  როდესაც ვერ გამოიძინეს, ეწყინათ რაიმე, ან გაბრაზდნენ, ასევე ბავშვებზე მოქმედებს ხმაური, ვიბრაცია, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, სივიწროვე.. 

 

როგორ დავძლიოთ აგრესია

მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვის აგრესიული იმპულსების კონტროლში. რა თქმა უნდა, ეს რჩევები არ არის „რეცეპტი“. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და საფუძვლიან დაკვირვებას საჭიროებს. მაშ ასე, დავიწყოთ:

პირველ რიგში, აუცილებელია მშობლების უპირობო სიყვარული ნებისმიერ სიტუაციაში. არ გამოვიყენოთ შემდეგი ფრაზა: „თუ კარგად არ მოიქცევი, მაშინ დედას და მამას აღარ ეყვარები“. არ უნდა შეურაცხვყოთ ბავშვი. თუ მისი დასჯა გადავწყვიტეთ, კონკრეტული ქმედებით (მაგ., იგნორირება რამოდენიმე წუთი) უნდა დავსაჯოთ და არა შეურაცხმყოფელი სიტყვებით ან მუქარით.

თუ მშობლებს სურთ ებრძოლონ ბავშვის აგრესიას, თავდაპირველად, თავადვე უნდა ისწავლონ აგრესიული იმპულსების კონტროლი.

არ ჩაახშოთ ბავშვის აგრესიული გამოვლინებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. ასწავლეთ მას ნეგატიური ემოციების სოციალურად სასარგებლო აქტივობებში გამოყენება, მაგ., ხატვა, ემოციების გადატანა ნახატზე, ავარჯიშეთ მეტყველებაში, რათა სიტყვებით შეძლოს საკუთარი ემოციების გამოხატვა, ეს ბავშვისთვის იქნება მესიჯი, რომ შესაძლებელია ნეგატიურ ემოციებზე საუბარი და აგრესია ერთადერთი გამოსავალი არაა.

ბავშვი და დედათუ ბავშვი აღგზნებულია, ყვირის, მუშტებს გირტყამთ, ჩაეხუტეთ მას, შესაძლოა პირველი წუთები მძიმე იყოს, თუმცა შედეგს აუცილებლად მიიღებთ, ნელ-ნელა კი შეამჩნევთ როგორ დამშვიდდება. დროთა განმავლობაში სულ უფრო ნაკლები დრო დასჭირდება მის დაწყნარებას. მას შემდეგ, რაც დამშვიდდება, ესაუბრეთ გრძნობებზე, არ განსაჯოთ იგი, უბრალოდ მოუსმინეთ, აგრძნობინეთ რომ მისი გესმით და თანაუგრძნობთ.

ბავშვი აგრესიული რომ არ გაიზარდოს პატარა ასაკიდანვე დააფასეთ მისი პიროვნება, გაითვალისწინეთ მისი აზრები, სერიოზულად მიუდექით მის ყოველ იდეას. მიეცით  თავისუფლება, დამოუკიდებლობა არჩევანში, ამით მას პასუხისმგებლობის გრძნობას განუვითარებთ. ხშირად გაუმეორეთ, რომ როდესაც დასჭირდებით, აუცილებლად მის გვერდით იქნებით.

აუხსენით ბავშვს აგრესიის საბოლოო ნაკლებეფექტური შედეგი, თუ ის მიაღწევს თავისას კონკრეტულ მომენტში (ბავშვს წაართვა სათამაშო) მშვიდი ტონით განუმარტეთ, რომ შემდგომში არავინ აღარ მოინდომებს მასთან თამაშს და მარტო დარჩება, რაც ძალიან არამიმზიდველი იქნება ბავშვისთვის.

უნდა განვიხილოთ ნეგატიური ემოციების გადატანის სხვადასხვა მეთოდი, მაგ., სპორტზე სიარული, სხვადასხვა თამაშებში მონაწილეობის მიღება. სტრესის მოხსნის ეფექტური მეთოდია „გაბრაზების ბალიში“, როდესაც ბავშვი გაბრაზებულია დართეთ ნება რომ ბალიშს ურტყას.

რა არის „გაბრაზების ბალიში“ ? 
გაბრაზების ბალიში ეს არ არის ჩვეულებრივი ბალიში. მას ეფექტურად იყენებენ აგრესიის დათრგუნვის პროცესში. ბალიშს მშობელი და ბავშვი ერთობლივად ირჩევს, ინსტრუქცია კი შემდეგია. როდესაც ბავშვს შეატყობთ აგრესიული იმპულსების შემოტევას, შეახსენეთ გაბრაზების ბალიშის არსებობა. მიეცით ნებართვა თამამად ურტყას მას. ამით ის, ნაწილობრივ მოახერხებს განიტვირთვას უარყოფითი ემოციებისიგან.

ძალიან მნიშვნელოვანია, საზღვრების დაწესება. აუცილებელია ეს საზღვრები, აკრძალვები, წესები იყოს კონკრეტული და სტაბილური. არაეფექტურია ერთსა და იმავე საქციელზე სხვადასხვანაირი რეაგირება.

და ბოლოს, ბავშვები თავისი ქცევით, თითქმის ყოველთვის, ირიბ მინიშნებებს გვაძლევენ როდის და როგორი დახმარება ესაჭიროებათ. ასე რომ, დააკვირდით და მოუსმინეთ მათ! 

სტატიები ამავე თემიდან

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

ბავშვის მიერ მედიამოხმარების პოზიტიური და ნეგატიური გამოვლინებები

რა უარყოფით თუ დადებით შედეგს აძლევს მოზარდს ისეთი კომპეტენციების ადრეულ ასაკში დაუფლება, როგორებიცაა: მობილური, კომპიუტერი და ტელევიზორი?

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზოგჯერ უარს ამბობენ ჭამაზე, პრეტენზიულები არიან საკვების არჩევისას.ეს კი ხშირად ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის მიზეზი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები, რა უნდა გააკეთონ, რომ ჭამის პროცესი მათთვისაც და ბავშვისთვისაც სასიმოვნო გახდეს?

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?

წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ თქვენი საყვარელი კუბიკებით, ამ დროს კი თქვენი თანატოლი გართმევთ მათ. როგორ ფიქრობთ, რა უნარები დაგჭირდებათ ამ პრობლემის გადასაჭრელად?თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთი მათგანისათვის ამ ამოცანასთან გამკლავება სერიოზული გამოწვევაა. ბავშვის წარმატებას მის სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება.

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესში ჩაბმა, რატომ უჭირს ახალი მასალის დამახსოვრება? რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას? რა ხერხები დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის სწორად განვითარდეს

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

სტატიაში აღწერილ, ბავშვთან ერთად გატარებული ერთი დღის მაგალითზე, თქვენ გაეცნობით საინტერესო აქტივობებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური რუტინა ვაქციოთ ბავშვისთვის სხვადასხვა უნარების განმავითარებელ და სახალისო პროცესად.

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

დაუნის სინდრომი

რა არის დაუნის სინდრომი? რა იწვევს დაუნის სინდრომს და როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს?

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან მიგვიღია საყვედური საბავშვო ბაღის აღმზრდელისაგან, რომ ჩვენი შვილი არტყამს თანატოლს, აყენებს რაიმე ფიზიკურ ზიანს.რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა? ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან პირველი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს მკაცრად მოქცევის სურვილი.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია