სტატიები   ›  ლოგოპედია   ›   ემოცია, მისი გამოხატვის და მართვის სწავლების აუცილებლობა

ემოცია, მისი გამოხატვის და მართვის სწავლების აუცილებლობა

ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი
გამოქვეყნების თარიღი: 11 მაისი, 2015

როდესაც ადამინი სხვადასხვა ხასიათზეა მისი ემოცია სხვადასხვანაირია. თუ პატარას შეუძლია როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების ემოციის აღქმა,ეს მას ეხმარება სიტუაციის ადეკვატურად გააზრებაში, კონტაქტის დამყარებაში გარშემომყოფებთან. ყველა დედას სურს საკუთარ პატარას შეუქმნას უზრუნველი ცხოვრება - მაგრამ, სამწუხაროდ, ყველანაირი სირთულის თავიდან აცილება, უბრალოდ შეუძლებელია. შიში, ცნობისმოყვარეობა, გაოცება, წყენა, გაბრაზება და ა.შ. ემოციები, რომლებსაც ადამინები განიცდიან, სამყაროს შეცნობის შემდეგ შეიძლება ეხმარებოდეს მათ ან ხელს უშლიდეს.

„არა უშავს” „არაფერია”- ეს დამამშვიდებელი სიტყვები ძლაიან კარგია, და პატარას თანადგომის იმედს უღვივებს, მაგრამ მას ემოციური პრობლემების გადაჭრის მხოლოდ ასეთ გზას თუ შევთავაზებთ, ეს შემდგომში ახალ პრობლემებს შეუქმნის.

იმისთვის, რომ ადამიანი ემოციებში გაერკვეს, აუცილებელია ჯერ მათი გამოცნობა-გააზრება ისწავლოს... მაგ: წყენა, როდესაც ადამინს რამე არ გამოსდის ამ შეგრძნების დაუფლება ბუნებრივია - ამ ემოციის გაცნობიერება კი დაეხმარება დაფიქრდეს და დაამუშაოს შეცდომები, შეაფსოს საკუთარი შესაძლებლობები - ბოლოს და ბოლოს კი გაარკვიოს რამდენად ღირებულია მისთვის ამ საკითხის მოგვარება, თუ სჯობს რაიმე ახალი ,მისთვის უფრო მისაღები, მოძებნოს.

ამ ემოციის (წყენის- საქმის გამოუსვლელობის გამო) მართვის მეორე შემთხვევაც არსებობს- დათრგუნოს არსებული ემოცია ”არაფერიც არ მომხდარა” და ღრმად გულში გრძნობდეს საკუთარ უნიათობას.:) - მე ხომ ასე მეუბნებიან ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება, თუ არ მოგვარდა- მეტი რა ვქნა - ე.ი. მე მაინც არაფერი შემეძლო გამეკეთებინა. :)

პატარის აღზრდის დროს მშობლები აცნობენ მას საზოგადოებაში მოქცევის წესებს,ასწავლიან რა კარგია და რა ცუდი, რა საისამოვნო და რა უსიამოვნო. აი ბავშის გრძნობები და ემოციები , სამწუხაროდ, იშვიათად ახსენდებათ. „ჩხუბი ცუდია“; „თუ სათამაშოებს არ დაალაგებ სასეირნოდ არ წახვალ“ - ნეტავ რატომ არ უნდა პატარა საოცრებას მეგობრულად, შენიშვნების გარეშე ცხოვრება? რატომ ჩხუბობს? რატომ არ ალაგებს სათამაშოებს?? - მათ ასეთ ქმედებას ყოველთვის აქვს მიზეზი - ჩხუბი ცუდია , მაგრამ როგორი გასაბრაზებელია, როდესაც შენი საყვარელი სათამაშო წაგართვეს - გამოგიწვის უხეშობაზე ან იმდენად ბედნიერებაა სასეირნოდ წასვლა, რომ მისი დაგვიანება რაღაც სათამაშოების ჩასაყრელად, რომელებიც სულ მალე ისევ უნდა ამოვყარო გაუგებარია... მშობლებმა კი უნდა შესძლონ ასწავლონ ბავშვს შეამჩნიოს და შეიცნოს საკუთარი თავი, უყვარდეს და აფასებდეს მას, იყოს ლაღი და მიიღოს სიხარული ცხოვრებისაგან. მოახერხონ ახსნან საკუთარი ემოცია, იმიტომ ვიჩხუბე, „იმიტომ ვიტირე“ „იმიტომ არ დავალაგე“...


რატომაა საშიში „დაგუბებული“ ემოციები?

- ემოციების დათრგუნვას ადამინი მიყავს დეპრესიამდე და ჩვევამდე იგნორირება გაუკეთოს პრობლემებს. საკუთარ თავში ჩაკეტილი, მორიდებული ბავშვი თავს უცხოდ გრძნობს კარგად ნაცნობ კოლექტივშიც კი, სადაც მიასდმი კარგად არიან განწყობილნი. მიდრეკილება საკუთარი თავის მოტყუებისაკენ, შეუმჩნევლობის სურვილი ჩაკეტილობისაკენ გზაა. საკუთარი ემოციებისა და გრძნობების გაუთვითცნობიერება არღვევს კონტაქტს საკუთარ „მე“ სთან.რთულდება მეგობრების, პროფესიის, თანამგზავრის არჩევა.

ემოციების გაცნობიერებისა და გამომჟღავნების შეზღუდვა იწვევს შიშს ცხოვრების წინაშე, დამოუკიდებლობის არ ქონას.ბავში იყენებს მოქმედებების მხოლოდ ერთ მოდელს: გამაბრაზეს- ვიჩხუბებ! არ გამომდის? - არ გავაკეთებ! ვერ გამიგეს? - მეწყინა და შევეშვი.
ემოციის მართვის გონივრულ მიდგომას მივყავართ საჭირო შედეგამდე - ადამიანი ცხოვრების მანძილზე ეჩვევა არ უსმინოს საკუთარ ემოციებს, არ აძლევს მათ მნიშვნელობას,ვეჩვევით თვითდისციპლინას და იგივეს ვაჩვევთ ბავშვებსაც. თვითდისციპლინა, თვით კონტროლი რა თქმა უ ნდა აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ გარკვეულ დონემდე, რადგან იგი არ გულისხმობს საკუთარი ემოციების სრულ იგნორს და რობოტულ მორჩილებას წესებისადმი. ჩვენი ემოციები ჩვენი ორგანიზმის სასიგნალო სისტემაა და მათი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ რა ხდება ჩვენში. უაზრობაა მოსთხოვო ბავშვს საკუთარი ემოციების იგნორირება- არ იტირო! არ შეგეშინდეს! არ გაბრაზდე! არ გეწყინოს!”- მაგრამ არის მეთოდები მათ ვასწავლოთ ემოციებში გარკვევა და მათი მართვა...

ემოციების კომენტირებამდე და შენიშვნის მიცემამდე დააკვრდით პატარას და გაარკვიეთ რა წინაპირობა მართავდა ამ ემოციას? მულტ.ფილმების ყურების დროს- გაარჩიეთ გმირების ქცევა - დაინტერესდით რას ფიქრობს თქვენი პატარა ამა თუ იმ გმირის ქცევაზე და ემოციაზე.

ხშირად ესაუბრეთ საკუთარ ემოციებზე...მაგ: თუ სახლში განერვიულებული დაბრუნდით აუხსენით მას ამის მიზეზი- იცი პატარა, დედიკოს სამსახურში საქმე არ გამოუვიდა და საყვედური მიიღო...ამით ის მიხვდება , რომ თქვენი მოწყენისა თუ უხასაითობის მიზეზი სხვაა და არა ის, რომ მან რაღაც ისეთი ჩაიდინა, რითაც თქვენი უხასაითობა გამოიწვია. პატარები ” იმუხტებიან” უფროსების ემოციით, ამიტომ ეცადეთ თქვენი სამსახურის და გარე ემოციები მისგან შორს ამყოფოთ, მაგრამ თუ წყენა იმდენად დიდია,რომ ამას ვერ ახერხებთ აუხსენით მიზეზი- ასე ის უკეთესად გაგიგებთ თქვენ და მოიცილებს საკუთარი დანაშაულის შეგრძნებას თქვენი უხასიათობის გამო.

მუდამ გახსოვდეთ, პატარები სწავლობენ უფროსების მიბაძვით!!! 

https://www.facebook.com/logopediaa/photos/pb.221040651359411.-2207520000.1431191437./270760506387425/?type=3&theater

თუ თქვენ ვერ ახერხებთ გააკონტროლოთ თქვენი ქცევა და ემოციები პატარების თანდასწრებით, თუ არ შეგიძლიათ მოიხადოთ ბოდიში საკუთარი უხეშობის გამო, თუ არ შეგიძლიათ აუხსნათ მას რას გრძნობთ მისი არასწორი საქციელის გამო-რამ შეგაშინათ ან რამ გაგაბრაზათ... მაშინ ის ვერასოდეს მიხვდება, რომ საკუთარ ემოციებზე საუბარი საჭიროა.

აუხსენით პატარას, რომ მისი ნებისმიერი შეგრძნება, თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენთვის სულ ერთი არ არის კარგ ხასაითზეა ის თუ ცუდზე. ეს მისცემს მას შეგრძნებას იმისას, რომ გულახდილობა ცუდი არ არის, რომ საკუთარი ემოციების შეგრძნება და გამჟღავნება სირცხვილი არაა. ბავშვებს უფროსებისაგან განსხვავებით, შეუძლიათ ემოციის გამოხატვა ნახატით, ან ”საშიში” ისტორიის მოყოლით, რომელშიც გადმოსცემენ საკუთარ შიშსა თუ გაბრაზებას უმნიშვნელოვანესია - ემოციების გამომხატველი ლექსიკონის გამოყენება იმისათვის, რომ სწორად აღიქვას როგორც საკუთარი, ისე სხვისი გრძნობები. მაგრამ მათი გამოყენებისათვის ჯერ უნდა ქონდეს ამ გრძნობების გამოხატვისათვის საჭირო ლექსიკური მარაგი, ე. წ. გრძნობების ლექსიკა. ბევრი ბავშვი ერთდროულად „ბედნიერიც“ არის და „გაბრაზებულიც“ რადგან ვერ ახერხებს გრძნობების დიფერენცირებას, რადგან არ შეუძლიათ ემოციების აღქმა და არ იციან შესაბამისი სიტყვებიც მათ გამოსახატავად. უფრო ფართო და კომპლექსური გრძნობების გამომხატველი ლექსიკონი საშუალებას აძლევს ბავშვებს, უფრო ეფექტურად გამიჯნონ გრძნობები, უკეთესი კომუნიკაცია დაამყარონ სხვებთან საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გამოხატვით, საუბარში სიტყვებით გადმოსცენ საკუთარი პიროვნული გამოცდილება. 

ემოციების გამომხატველი ლექსიკონის გამდიდრება, მოახდინეთ ასაკისათვის შესაბამისი თამაშებით. ითამაშეთ სარკის წინ, მაგალიტად გადმოვარდა ლარნაკი, როგორი ემოცია გექნება? სახეზე როგორ გამოხატავ? გაჩუქეს ნაყინი, როგორი სახე გექნება?ემოცია როგრი? 
სახლში იმღერეთ ხშირად... 

  • თუ ბედნიერი ხარ და იცი ეს, ჩაეხუტე მეგობარს;
  • თუ მოწყენილი ხარ და იცი ეს, იტირე;
  • თუ გაბრაზებული ხარ და იცი ეს, თქვი: ,,გაბრაზებული ვარ მე“;
  • თუ შეშინებული ხარ და იცი ეს, ითხოვე დახმარება: ,,დამეხმარეთ მე“.
  • თუ გინდა გაახარო სხვა და იცი ეს დაუხატე მას ან უთხარი ლექსი 

სიმღერა შეგიძლია გააგრძელოთ საკუთარი სურვილისამებრ ...

გისურვებთ წარმატებებს !!!                        

სტატიები ამავე თემიდან

ენის ბორძიკი (ლოგონევროზი)

ეს არის სამეტყველო ტემპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა. ენა ბორძიკის მქონეს დარღვეული აქვს მწყობრი და რიტმული თანმიმდევრობა.ხდება წარმოთქმის უნებლიე შეჩერება–შეფერხება.მეტყველების ამგვარ გართულებას იწვევს სამეტყველო აპარატის კუნთში წარმოქმნილი კრუნჩხვები.

სიგმატიზმი

სიგმატიზმი ანუ სისინა (ს,ზ,ც,ძ,წ) და შიშინა (შ,ჯ,ჩ,ჟ,ჭ) გერების წარმოთქმის ნაკლოვანება ნაკლოვანებათა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. მათი სწორი წარმოთქმა მოითხოვს ზუსტ დიფერენცირებულ მოძრაობას, სწორი არტიკულაციური მოწყობიდან მცირედი გადახრაც კი იწვევს ამ ბგერების არასწორ, უსუფთაო წარმოთქმას!

მზად არის პატარა გახდეს სკოლის მოსწავლე?

პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში სკოლისთვის მზაობას განმარტავენ, როგორც ბავშვის პიროვნების მრავალგვარ განვითარებას, ანუ ბავშვის მზაობა სასკოლო სწავლისთვის გულისხმობს მისი სოციალურ-ემოციური მომწიფების, სწავლისადმი მოტივაციის, მეტყველებისა და საკომუნიკაციო უნარების, ზოგადი ცოდნისა და შემეცნებითი განვითარების ასპექტებს.

მეტყველების განვითარების ეტაპები

მეტყველების განვითარება დაბადებიდან იწყება და საბოლოო ჩამოყალიბებამდე საკმაოდ რთულ ეტაპებს გადის. ბავშვები, რომლებიც ჩამორჩებიან განვითარებაში,ერთი ასაკობრივი პერიოდით მაინც,გარკვეულ რისკის ჯგუფს მიეკუთნებიან და აუცილებელია ფსიქოლოგისა და ლოგოპედის კონსულტაცია. ამიტომ სასურველია მშობლებს თავადაც ჰქონდეთ გარკვეული წარმოდგენა მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ, რომლებიც მათი შვილის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

წერითი მეტყველება

წერითი მეტყველების ცნებაში შედის წერაც და კითხვაც, წერა და კითხვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც თავისი განვთარებით, ასევე მუდმივი გამოყენებით.მათი დარღვევა იწვევს ბავშვის ჩამორჩენილობას,მნიშვნელოვან შეფერხებას სწავლის პროცესში.

სამეტყველო სუნთქვის განვითარება

კარგად ჩამოყალიბებული სამეტყველო სუთქვა სწორი და ლამაზი თანმიმდევრული მეტყველების განვითარების წინაპირობა.

ვსწავლობ აზროვნებას - ვსწავლობ მეტყველებას!

აზროვნება და მეტყველება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და მათი ურთიერთკავშირი ურთიერთგანვითარების აუცილებელი პირობაა.

სამეტყველო წრე

მეტყველება წარმოადგენს შეკრულ წრეს ინფრომაციის გადაცემისას ტვინში არსებულ 3 ცენტრს შორის.გამართული და თანმიმდევრული მეტყველებისათვის აუცილებელია წესრიგში მოყვანილი „სამეტყველო წრე“.

მეტყველების დარღვევის სახეები: დისლალია.

დისლალია მეტყველების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მისი რაობა და გამომწვევი მიზეზები.

განვითარების სფერო-მეტყველება

მეტყველება ბავშვის განვითარების რთული და მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც გულისხმობს, ადამინის უნარს-ერთის მხრივ გამოთქვას საკუთარი შეხედულებები, მეორეს მხრივ მოისმინოს და აღიქვას გარშემომყოფების ნათქვამი.

სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირება

სამეტყველო ორგანოები და მათი სწორი ფუნქციონირების მნიშვნელობა სწორად და ლამაზად მეტყველებისათვის.

ალალია

ალალია- ( ტერმინიდან а-უარყოფა; lalio-მეტყველება) უმეტყველობა ან მეტყველობის განუვითარებლობა ნორმალური სმენისა და პირველადი ინტელექტის შემთხვევაში. ასეთ ბავშვებს უპირველეს ყოვლისა უმოწმებენ სმენას, რადგან შთაბეჭდილებას ტოვებენ , რომ ყურში არ ესმით ან არასრულფასოვნად ესმით. თუმცა შემოწმების შედეგად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ სრულფასოვანი ფიზიკური სმენა აქვთ და საწყის ეტაპზე კარგი ინტელექტიც, რაც დროებითია, რადგან რაც მეტად გვიანდება რეაბილიტაცია მეტყველების შეფერხება მით მეტად იწვევს ინტელექტის ჩამორჩენილობას.....

Kids.ge აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

გამოგვიგზავნეთ CV-ები ელ.ფოსტაზე info@kids.ge ან ატვირთეთ სააპლიკაციო ფორმა ჩვენი ვაკანსიების გვერდიდან.

საბავშვო ტორტების შეკვეთა - ადგილზე მიტანით
ვაკანსიები Kids.ge-ში

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია