სტატიები   ›  ფსიქოლოგია   ›   მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

ფავორიტებში დამატება
ანა კუხაშვილი
ანა კუხაშვილი
ფსიქოლოგი, პედაგოგი
გამოქვეყნების თარიღი: 16 მარტი, 2015

შიშირთული დასაჯერებელია, რომ დედამიწაზე არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია. შიშზე  ადამიანები  მძაფრად რეაგირებენ, განსაკუთრებით მგრძნობიარენი კი ბავშვები არიან.

შიში არასასიამოვნო და შემაწუხებელი შეგრძნებაა. მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს კონკრეტული საფრთხე, ან აბსტრაქტული შიში, რომელსაც არ აქვს რეალური საფუძველი. რაც შეეხება შიშის გრადაციებს, ის შეიძლება იყოს როგორც სრულიად უმნიშვნელო (მსუბუქი შფოთვა), ასევე ყოვლისმომცველი და იმდენად გამოუვალი, რომ ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

სპეციალისტები ბავშვთა შიშებს ორ ნაწილად ყოფენ - ასაკობრივი შიში და ნევროტული შიში. ასაკობრივია შიში, რომელიც გარკვეულ ასაკამდე ბუნებრივად ითვლება. ამ ტიპის შიში, როგორც წესი, ასაკთან ერთად ქრება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ხდება მათი გადალახვა. პირიქით,  შიში მძაფრდება, შედეგად კი ნევროტული შიში ყალიბდება. ნევროტული შიშის გამომწვევია ასევე ტრავმის გადატანა (ძაღლის კბენა, ბნელ ოთახში მარტო დარჩენა) და  მშობლის მიერ ბავშვის დაშინებაც (გუდიანი კაცი, დევი, ცუდი ბიძია, ბავშვთა სახლში დატოვება).

ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული შიშებია -  უცნაური ხმებისა და ზოგადად ხმაურის შიში, უცნობი ადამიანები, სიბნელე, ჩრდილები, მარტოობა, ექიმები, მწერები, ქვეწარმავლები, ასევე შესაძლოა შიშის გამომწვევი მიზეზი იყოს ერთი შეხედვით უწყინარი ობიექტი: კლოუნი, ჩიტები, სათამაშოები,  სხვადასხვა გმირის ფორმაში გადაცმული ადამიანები და ა.შ.

 

შიში და ასაკი

შეშინებული პატარა ბავშვიცხოვრების პირველი წლისათვის დამახასიათებელია დედასთან განშორების, უცხო ხალხისა და უცხო გარემოცვის შიში. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში აუცილებელია ბავშვმა მაქსიმალურად იგრძნოს დედის სიახლოვე. თუ დედამ, ამ ასაკში, ბავშვის ტირილზე შესაბამისი რეაქცია არ გამოავლინა (ბავშვის ხელში აყვანა, მოფერება, კოცნა) ბავშვს უარყოფის, უნდობლობისა და დაუცველობის შეგრძნება იპყრობს.

1-3 წლის ასაკში დამახასიათებელია სიბნელის, მარტო დარჩენის შიში, ზღაპრული, მითიური არსებების (გნომები, ელფები, ჯინი) შიში, ასევე ექიმების, ნემსის გაკეთების შიში.

3-5 წლის ასაკში ვხვდებით მარტოობის, სიბნელის, დახურული სივრცის შიშს. არის შემთხვევები, როდესაც ამ ასაკში უფრო ღრმავდება ზღაპრული, მითიური არსებების შიში.

5-7 წლის ასაკში ჩნდება სიკვდილის შიში, დასჯის შიში, ცხოველების შიში, და ასევე ხშირად გვხვდება სტიქიური უბედურებების შიში (ხანძრის, წყალდიდობის, მიწისძვრის შიში.)

უმცროს სასკოლო ასაკში (7-11 წელი) შიშის ძირითადი გამომწვევი მიზეზია სკოლა. ამ პერიოდში ბავშვებში მთავარი დაძაბულობის გამომწვევია დაბალი ქულების, შეცდომების დაშვების  შიში.

 

შიშის მიზეზები

ფსიქოლოგებმა გამოყვეს შიშის გამომწვევი რამოდენიმე მიზეზი:

  • წაბაძვა - როდესაც ბავშვის შიშის მიზეზი უფროსის შიშია. საკმარისია, ბავშვმა შეამჩნიოს, რომ დედა აფორიაქებულია, მასაც მომენტალურად შიშის განცდა ეუფლება.
  • დაშინება (ნევროტული შიში)- როდესაც გარშემომყოფები ბავშვებისგან  სასურველი ქცევის მიღებას გუდიანების, ცუდ ბიძიების, დევების, პოლიციელების „დახმარებით“ ცდილობენ. მსგავსი მიდგომა ბავშვისათვის სერიოზული შფოთვის საბაბი შეიძლება გახდეს.
  • ჰიპერმზრუნველობა - როდესაც ზედმეტად ფრთხილი მშობელი უამრავ აკრძალვას უწესებს შვილს, საპასუხოდ, ბავშვი ზედმეტად ფრთხილი და უუნარო ხდება. საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ ბავშვს მარტივ ცხოვრებისეულ სირთულესთანაც კი უჭირს გამკლავება.
  • რეალური ტრავმა, მძაფრი ფსიქიკური განცდა (ნევროტული შიში)- ეს მდგომარეობა, საფრთხის გავლის, მწვავე სიტუაციის გადატანის შემდეგაც იჩენს თავს. შედეგად კი სახეზე გვაქვს წყლის შიში, სიბნელის შიში, დახურული სივრცის შიში, ქვეწარმავლის შიში და ა.შ.
  • ოჯახში არსებული აღზრდის სტილი და ურთიერთობები - ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დიდწილად განსაზღვრულია ოჯახური ურთიერთობებით, თუ აქტუალურია აღზრდის ე.წ. ტირანული, დესპოტური სახე, ეს ბავშვის სიღრმისეულ, ბაზისურ გრძნობებზე აისახება და შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიადაც ჩამოყალიბდეს.
  • სიკვდილის ან ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიში - როდესაც ბავშვი შეიტყობს სიცოცხლის გარდაუვალი დასრულების შესახებ, მას თითქმის ყოველთვის უჩნდება ამ ამოუცნობი და იდუმალი აქტის მიმართ შიშის შეგრძნება.

 

შიშის დაძლევა არ არის მარტივი პროცესი.  თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევები, რომელიც ბავშვების მდგომარეობას და მის განწყობებს შესამჩნევად აუმჯობესებს.  ეცადეთ, ოჯახში იყოს მშვიდი და სტაბილური სიტუაცია, ხმაურისა და დაძაბულობების გარეშე. საჭიროა, რომ ბავშვები მშობლების მხრიდან ყოველთვის გრძნობდენენ სითბოსა და მხარდაჭერას. მოერიდეთ, ბავშვებთან მუქარისა და დაშინების ტონით საუბარს, ეცადეთ მკაფიოდ აუხსნათ რას და რატომ ითხოვთ, გაეცით მის კითხვებს პასუხები და სასურველ ქცევას ბევრად მარტივად მიიღებთ.

საბოლოოდ კი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შიში თავდაცვითი რეაქციის გამომწვევი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გარეშეც უსაფრთხოების დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა. 

 

სტატიები ამავე თემიდან

ქცევის კონტროლის მექანიზმები

როგორ გამოიყენება ქცევის კონტროლის მექანიზმები? რა არის დასჯა და წახალისება და რა შედეგებს გვაძლევს ბავშვთან ურთიერთობაში.

მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება, ე.ი. მას სამსახურში საქმეები ცუდად მისდის, ხოლო როცა ასეთივე უბრალო მიზეზით თანამშრომლებთან ჩხუბობს - მაშინ ოჯახში აქვს პრობლემა.

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

ჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშით სწავლა ამ ასაკის ბავშვებისთვის წამყვანია.

აგრესია - ბავშვის აგრესიის მიზეზები და მისი დაძლევის გზები

აგრესია - რა არის აგრესია? რა არის ბავშვის აგრესიის მიზეზები და როგორია მისი დაძლევის გზები.

ხშირად გავახაროთ ბავშვები

რამდენად ხშირად იღიმიან და უხარიათ ბავშვებს? როგორია მშობლების წვლილი ბავშვის დადებითი ემოციების განვითარებაზე და რა გავლენას ახდენს სიხარულისა და ბედნიერების განცდა ბავშვებზე?

დაუნის სინდრომი

რა არის დაუნის სინდრომი? რა იწვევს დაუნის სინდრომს და როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს?

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს

ნებისმიერ კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც ხშირად ჩუმად არის და არ იჩენს ინიციატივას. როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვებს სოციალური უნარების განვითარებაში? როგორ შევუქმნათ უსაფრთხო და სანდო გარემო სკოლაში?

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

სტატიაში აღწერილ, ბავშვთან ერთად გატარებული ერთი დღის მაგალითზე, თქვენ გაეცნობით საინტერესო აქტივობებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური რუტინა ვაქციოთ ბავშვისთვის სხვადასხვა უნარების განმავითარებელ და სახალისო პროცესად.

ADHD - როგორ ამოვიცნოთ ჰიპერაქტიური ბავშვი

თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს - შესაძლოა მას ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზოგჯერ უარს ამბობენ ჭამაზე, პრეტენზიულები არიან საკვების არჩევისას.ეს კი ხშირად ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის მიზეზი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები, რა უნდა გააკეთონ, რომ ჭამის პროცესი მათთვისაც და ბავშვისთვისაც სასიმოვნო გახდეს?

ვიდეო თამაშები და ბავშვები

გასართობი საშუალებები უნდა იყოს სახალისო, ამყოლი და ხელი შეუწყონ შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარებას. გასართობი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს ისეთ განზოგადებულ ინფორმაციას, რომელიც ბავშვს ისეთ შეკითხვებს გაუჩენს, რომელზეც პასუხის გაცემა მისი ასაკისთვის და ემოციური მომწიფების დონისთვის არ არის რეკომენდირებული.

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს სწორად

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს ისე, რომ გახდეს თავდაჯერებული, კრეატიული და წარმატებული?

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია