სტატიები   ›  ფსიქოლოგია, ბავშვის უფლებები   ›   ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

ფავორიტებში დამატება
GCRT
GCRT
არასამთავრობო ორგანიზაცია
გამოქვეყნების თარიღი: 27 მაისი, 2014

ძალადობა ბავშზეოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებში იწვევს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პრობლემებს და შესაძლოა აისახოს მოსწავლის სკოლაში ფუნქციონირებაზე, მის დასწავლის უნარზე და თანაკლასელებთან ურთიერთობებზე.

პრობლემის ადრეული იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვს დროულად გაეწიოს დახმარება და თავიდან იქნას აცილებული ოჯახში ძალადობის შედეგად განვითარებული ემოციური და ქცევითი დარღვევები.

მასწავლებლებს აქვთ ყველაზე მეტი საშუალება, რომ დროულად ამოიცნონ ოჯახში ძალადობის ნიშნები და პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ მოსწავლის პრობლემურ ცხოვრებაში.

ოჯახში ძალადობის ფენომენის გააზრება დაგვეხმარება უკეთ დავეხმაროთ ძალადობრივ გარემოში მცხოვრებ ბავშვს და მოზარდს:

  • ოჯახში ძალადობა ყველგან გვხვდება - ასაკის, რასის, განათლების, პროფესიის, რელიგიის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის განურჩევლად;
  • ოჯახში ძალადობა შეიძლება გულისხმობდეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ეკონომიკურ ძალადობას;
  • ძალადობრივი ქცევის მიზანი არის მსხვერპლზე ძალაუფლების და კონტროლის მოპოვება;
  • ძალადობრივი ქცევა ხშირ შემთხევაში დასწავლილია (მოძალადე ბავშვობაში თვითონ იზრდებოდა ძალადობრივ ოჯახში ან ძალადობრივი ქცევით ახერხებდა თვით-დამკვიდრებას)
  • ძალადობის მიზეზი ყოველთვის მოძალადეა და არა მსხვერპლი;
  • ძალადობა იწვევს მსხვერპლის თავდაცვით ქცევას (მსხვერპლი უარყოფს ძალადობას ან მინიმალურ მნიშვნელობას ანიჭებს მას, საკუთარ თავზე იღებს ძალადობაზე პასუხისმგებლობას, მოძალადეს იცავს და ა.შ.)

 

ოჯახში ძალადობის შედეგი ბავშვებსა და მოზარდებში

  • ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, რომელიც წესით ოჯახმა უნდა უზრუნველყოს;
  • იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს.
  • ტრავმული სტრესის რეაქციებს (ღამის კოშმარები, მუდმივი წუხილი შესაძლო საფრთხის გამო, გაშეშება).
  • ბავშვი ან მოზარდი შეიძლება თვითონ გახდეს ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი;
  • მოძალადემ შეიძლება გამოიყენოს ბავშვი ან მოზარდი, როგორც ერთ-ერთი გზა მსხვერპლის გასაკონტროლებლად, რამაც შეიძლება ბავშვში დანაშაულის გრძნობა გამოიწვიოს;
  • ბავშვებს ან მოზარდებს შეიძლება ამბივალენტური გრძნობა განუვითარდეთ მოძალადე მშობლის მიმართ: თან უყვართ, თან სძულთ;
  • ბავშვებმა შეიძლება დაისწავლონ ძალადობრივი დამოკიდებულება და ქცევა;
  • ოჯახში ძალადობის შედეგად ძალადობრივი ქცევა ბავშვისთვის შეიძლება ქცევის ნორმა გახდეს;

 

ოჯახში ძალადობის ნიშნები

მოსწავლეებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ეს ნიშნები, როდესაც ძალადობრივ ოჯახში იზრდებიან, თუმცა შესაძლოა ეს სიმპტომები სხვა მრავალი მიზეზის გამოც არსებობდეს.

  • ფიზიკური ჩივილები (თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი)
  • მუდმივი დაღლილობა
  • მუდმივი შფოთვა შესაძლო საფრთხის გამო
  • მოწყენილობა, სხვებისგან გარიყულობა, პასიურობა
  • დაბალი თვითშეფასება, დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ახალი ამოცანების შიში
  • ყურადღების პრობლემები, დავალებაზე კონცენტრაციის და ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულეები
  • აგრესია, მიმართული მასწავლებლის, თანატოლების ან საკუთარი თავის მიმართ
  • სტერეოტიპული რწმენები მამაკაცის, როგორც მოძალადის და ქალის, როგორც მსხვერპლის შესახებ.

 

ამასთან ერთად მოზარდებისთვის დამახასიათებელია

  • სუიციდური ფიქრები და ქცევები
  • მაღალი რისკის შემცველი ქცევები, მათ შორის კრიმინალური, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება
  • სკოლის არასაპატიო გაცდენები და სახლიდან გაქცევა
  • ძალადობრივი ურთიერთობა შეყვარებულთან

ზოგიერთი მოსწავლე ოჯახში არსებულ პრობლემებს სკოლის საშულაებით შეიძლება გაუმკლავდეს, სწავლაზე, სპორტსა და ურთიერთობებზე ფოკუსირებით.

 

როგორ დავეხმარო ბავშვს ან მოზარდს?

ოჯახში ძალადობა ბავშვებს დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას უნგრევს, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა შეძლონ და სკოლა, მოსწავლისათვის დაცულ და უსაფრთხო ადგილად აქციონ.

  • მიეცით მოსწავლეებს საშუალება საკუთარი თავი გამოხატონ საუბრის, თამაშის თუ წერითი დავალებების საშუალებით;
  • შექმენით უსაფრთხო და ნაკლებად სტრესული გარემო, სადაც ერთმანეთის პატივისცემაზეა აქცენტი;
  • დააწესეთ ნორმები და წესები ძალადობის წინააღმდეგ;
  • განამტკიცეთ ძალადობის მიუღებლობა;
  • ასწავლეთ და დააჯილდოვეთ არაძალადობრივი კონფლიქტის მოგვარება და თანამშრომლობა;
  • აჩვენეთ მათ მზრუნველი და პატივისცემიანი ქცევა;
  • ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს შორის თანამშროლობას, კონკურენციის ნაცვლად;
  • ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს, რომ თვითშეფასება გაეზარდოთ, თავდაჯერებულები გახდნენ;
  • ყოველთვის