რეკლამის განთავსება

ფავორიტებში დამატება
kids.ge
kids.ge
საიტის ადმინისტრაცია

რეკლამის განთავსების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@kids.ge

 

რატომ  ჩვენი საიტი?

ჩვენი საიტის ძირითადი მომხმარებელი ბავშვები, მშობლები და პედაგოგები არიან. საიტს ყოველდღიურად საშუალოდ 4,500 - 6,000 ასეთ უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს. მათ მიერ, ყოველდღიურად დაახლოებით 42,000 - 62,000 გვერდის ნახვა ხდება. შესაბამისად სწორედ ამდენჯერ ხდება თითოეული თქვენი სარეკლამო ბანერის ჩვენება ყოველდღიურად, რაც თვეში საშუალოდ 1,000,000 - 1,500,000 ჩვენებაა.

 

სარეკლამო ბანერების ფასები:

საიტზე ნებისმიერ პოზიციაზე, ბანერის განთავსება უფასოა თუ თქვენი რეკლამის მიზანია:

  • ბავშვზე ან ოჯახზე ორიენტირებული საქველმოქმედო ან შემეცნებითი, ან ნებისმიერი სხვა არაკომერციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • ახალი საბავშვო წიგნების, ჟურნალების და სხვა გამოცემების პრეზენტაცია, მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • საბავშვო ავტორის შემოქმედების შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათი გამოცემების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, წარდგენა;
  • საბავშვო ლიტერატურის ნებისმიერი ფორმით ხელშეწყობა;
  • საბავშვო თეატრალური სპექტაკლების ანონსი;
  • საბავშვო მუსიკალური ღონისძიებების შესახებ ინფორამციის გავრცელება და მათი ანონსები;
  • მშობლებისთვის ან პედაგოგებისთვის არაკომერციული ტრენინგების ანონსი;
  • ნებისმიერი არაკომერციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს საბავშვო თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის უკეთ წარმართვას;
  • ნებისმიერი სხვა, არაკომერციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების, ბავშვების უფლებების დაცვას, მათ კეთილდღეობას გაუმჯობესება;

 

უფასო რეკლამის შეზღუდვები

ჩვენს საიტზე, უფასოდ ვერ განთავსდება:

  • სხვა ვებ-გვერდის რეკლამა;
  • ორგანიზაციის რეკლამა;
  • პროდუქტის რელამირება;
  • Facebook გვერდების და ჯგუფების რეკლამები;
  • Youtube არხი ან მომხმარებლის რეკლამა;
  • გასართობი ცენტრების რეკლამა;

ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, რეკლამის განთავსების საფასური ბანერების მიხედვით მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:

კოდი სახელი ზომები (px) ადგილმდებარეობა ჩვენებები საფასური
H1 Home 1 707 × 300 მხოლოდ საწყის გვერდზე 50% 25 ლარი / დღე
T1 Top 1 700 × 100 ყველა საერთო გვერდი 50% 200 ლარი / თვე
R1 Right 1 250 × 250 ყველა საერთო გვერდი 50% 150 ლარი / თვე
R2 Right 2 250 × 250 ყველა საერთო გვერდი 50% 150 ლარი / თვე
R3 Right 3 250 × 150 ყველა საერთო გვერდი 50% 100 ლარი / თვე
R4 Right 4 250 × 150 ყველა საერთო გვერდი 50% 100 ლარი / თვე
R5 Right 5 250 × 150 ყველა საერთო გვერდი 50% 100 ლარი / თვე

კომერციული ბანერების ჩვენებები არის 50%, რაც გულისხმობ, რომ თუ ბანერის ერთ პოზიციაზე 4 ბანერია და ამათგან 1 კომერციული, მაშინ კომერციულ ბანერს დაეთმობა დღიური ჩვენებების 50%, ხოლო დანარჩენ სამ, არაკომერციულ ბანერს ჩვენებების დანარჩენი 50%.

სარეკლამო ბანერების პოზიციები

ბანერის ფორმატი:

  • HTML5 ფორმატის ბანერები;
  • სტატიური ბანერები (სურათი *.jpg, *.png ფორმატში);
  • Flash ბანერების განთავსება გაუქმებულია.

  

ზოგადი შეზღუდვები:

დაუშვებელია საიტზე ისეთი პროდუქციის, სერვისის რეკლამირება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით ზიანი მიაყენოც პატარების ჯანმრთელობა, უსაფრთხოებას და მათ სრულფასოვან და სრულყოფილ განვითარებას. 

  • საიტზე არ განთავსდება სათამაშო პორტალების და ვებგვერდების რეკლმები.
  • არ დაიშვება ისეთი ორგანიზაციების ან სერვისების რეკლამირება, რა ტიპის სერვისებსაც სთავაზობს ჩვენი ორგანიზაცია.
  • იკრძალება ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამების განთავსება.
  • იკრძალება სიგარეტის რეკლამების განთავსება.
  • იკრძალება სათამაშო ბიზნესის რეკლამების განთავსება.
  • იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სიუჟეტის შემცველი საიტებისა და თემების რეკლამირება. 

 

პასუხისმგებლობა:

kids.ge პასუხს არ აგებს, იმ ინფორმაციაზე და ინფორმაციის სისწორეზე, რომელიც განთავსებულია რეკლამის მომწოდებლის საიტზე.

 

ანგარიშსწორება:

სარეკლამო ბანერის განთავსებისათვის ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით. გადახდა უნდა განხორციელდეს წინასწარ, სარეკლამო ბანერის განთავსებამდე. სხვა შესაძლო გადახდის გრაფიკი შეიძლება დარეგულირდეს წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია