სტატიები   ›  ფსიქოლოგია, განვითარება   ›   როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს

ფავორიტებში დამატება
თათია გურგენიძე
თათია გურგენიძე
ბავშვთა ფსიქოლოგი. kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი

სიმორცხვენებისმიერ კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც არ ერთვება გაკვეთილის პროცესში, არ იჩენს ინიციატივას, ხშირად ჩუმად არის და თავისუფალ დროს არ ან მცირედ ეკონტაქტება თანატოლებს. მასწავლებელებს სასკოლო გარემო სერიოზულ გამოწვევებს უყენებს, ამიტომ ზოგჯერ მათ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეთ მორცხვი ბავშვი, ის  არ ცელქობს და ხელს არ უშლის სასწავლო პროცესს, არ აღიქმება პრობლემურად. რეალურად კი მხარდაჭერა და დახმარება  სჭირდება.

მორცხვობა ერთ-ერთი ბუნებრივად არსებული ემოციაა. ის პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ბავშვი მუდმივად გრძნობს შიშს, დაძაბულობასა და უხერხულობას. არ არის თავდაჯერებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება მასზეა მიმართული. გაკვეთილის მოყოლისას ან თანატოლთან საუბრისას ხმადაბლა ლაპარაკობს, ზოგჯერ ხმა უკანკალებს, აქვს დაბალი აკადემიური მოსწრება, ვერ ახერხებს თანატოლებთან ურთიერთობას.  

სიმორცხვე ინტელექტს არ  უკავშირდება. კლასში არიან ბავშვები, რომლებმაც ყოველთვის იციან კითხვაზე პასუხი, მაგრამ არ იწევენ ხელს პასუხის გასაცემად. ისინი მაღალ ქულებს იღებენ წერით ტესტებში, თუმცა, იშვიათად ერთვებიან საკლასო დისკუსიებში.

ურთიერთობის დამყარების სირთულის გამო მორცხვი ბავშვი თანატოლებისთვის შეიძლება არამეგობრული და ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს. ეს ბავშვს თავს გარიყულად აგრძნობინებს, ზოგჯერ კი დეპრესიასაც იწვევს.

სკოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აქვს. სწორედ მას შეუძლია კლასში შექმნას ბავშვისათვის უსაფრთხო და სანდო გარემო და დაეხმაროს მას სოციალური უნარების განვითარებაში.

გთავაზობთ რამოდენიმე ხერხს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გაკვეთილის უფრო ეფექტურად დაგეგმვისათვის:

  • შეეცადეთ, მოსწავლე არ აღმოჩნდეს „ჩუმი და მორცხვი ბავშვის“ როლში:
    • მისი თანდასწრებით სხვა მასწავლებლებთან ან მშობლებთან ისაუბრეთ მხოლოდ ბავშვის მიღწევებზე და არ განიხილოთ სიმორცხვე.
    • არ მისცეთ შენიშვნა, რადგან ჩუმად ზის და არ აქტიურობს.
    • არ შეადაროთ სხვას, მაგალითად, ბავშვის თანდასწრებით ნუ აღნიშნავთ რომ მისი და, ძმა ან რომელიმე თანაკლასელი უფრო აქტიური და ყოჩაღია, ეს კი ხმასაც არ იღებს.
  • წაახალისეთ ბავშვი, ჰკითხეთ რჩევა კლასთან დაკავშირებულ საკითხზე. შესაძლოა დაავალოთ ასაკის შესაბამისი რაიმე საქმე, რითაც თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებთ. მაგალითად, დაფის გაწმენდა და ა.შ.ინტერესის გამოვლენა
  • გაკვეთილის დაწყების წინ გააცანით ბავშვებს დღის გეგმა, გაკვეთილის შემადგენელი აქტივობები (წერა, ზეპირი გამოკითხვა, გუნდური მუშაობა და ა.შ.). ეს დაეხმარება მათ თვითკონტროლის უნარის გაზრდასა და შფოთვის შემცირებაში.
  • კლასისათვის კითხვის დასმის შემდეგ შეყოვნდით  5-10 წამის განმავლობაში. ამით საშუალებას მისცემთ ბავშვებს მოიფიქრონ პასუხი და მოიკრიბონ გამბედაობა, შემდეგ კი მიეცით პასუხის გაცემის ნება.
  • შესაძლებელია სთხოვოთ ბავშვებს პასუხი დაწერონ ფურცელზე. შემდეგ შესთავაზეთ თითოეულმა თავისი ვარიანტი  გაუზიაროს გვერდით მჯდომს. საბოლოოდ კი  პასუხი გასცენ კლასის წინაშე. ამით ბავშვებს დაეხმარებით თავდაჯერებულობის მოპოვებაში, საშუალებას მისცემთ ჯერ მხოლოდ ერთ თანატოლთან გადაამოწმონ თავიანთი მოსაზრება, დარწმუნდენენ საკუთარ შესაძლებლობებში და შემდეგ მთელი კლასის წინაშე სცადონ პასუხის გაცემა.
  • ესაუბრეთ კლასს ადამიანების უნიკალურობაზე. გამოიყენეთ ასაკის შესაბამისი და ბავშვებისათვის გასაგები ტერმინები. დაეხმარეთ, გაიაზრონ, რომ თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისაგან, ზოგი უფრო აქტიურია, ადვილად ახერხებს დამეგობრებას, ზოგი უფრო მეტს ფიქრობს, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და ა.შ.  ამ გზით შეძლებთ სიმორცხვე წარმოაჩინოთ, როგორც ჩვეულებრივი, ბუნებრივი მახასიათებელი.
  • ყოველთვის შეაქეთ ბავშვი. დააკონკრეტეთ რისთვის აქებთ მას. მაგალითად: “ანა, შენი პასუხი ევროპის ქვეყნების შესახებ ჭკვიანური იყო, მშვენივრად შეაჯამე კლასის დისკუსია.“ შეაქეთ ბავშვი, როდესაც აქტიური იქნება, პასუხს გაგცემთ, ან სხვა ბავშვთან დაინახავთ, როცა ხელს აწევს კითხვაზე პასუხის გასაცემად. შეაქეთ სხვა ბავშვების თანდასწრებით.
  • დაეხმარეთ ბავშვებს გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ინტერესები. თითოეულს სთხოვეთ, თქვას რა უყვარს, აღნიშნეთ და გამოყავით ის, რაც საერთო აქვთ. ამით დაეხმარებით, ადვილად შეძლონ დამეგობრება.
  • ხშირად გამოიყენეთ ჯგუფური დავალებები. მორცხვი ბავშვი დააწყვილეთ შედარებით აქტიურ, მეგობრულ ბავშვთან. ერთად შესრულებული დავალებები დაეხმარება კომუნიკაციური უნარების განვითარებაში. პერიოდულად შეცვალეთ წყვილები, ისე რომ ბავშვს სხვადასხვა კლასელთან მოუწიოს მუშაობა.ჯგუფური დავალებები
  • მეტი გაიგეთ ბავშვის ინტერესების შესახებ. შესაძლოა, ეს საუბრისა და ურთიერთობის დამყარების კარგი გზა აღმოჩნდეს. გამოავლინეთ მისდამი განსაკუთრებული კეთილგანწყობა. აგრძნობინეთ, რომ მისი გესმით. დაანახეთ, რომ სიმორცხვე და უხერხულობის გრძნობა ბუნებრივია. შესაძლოა, საკუთარი მაგალითიც მოუყვეთ.
  • ითანამშრომლეთ ბავშვის მშობლებთან და სთხოვეთ დახმარება. თავად აღრიცხეთ და გაუზიარეთ ნებისმიერი, თუნდაც მცირე პროგრესი. თუ ჩათვლით, რომ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო ბავშვთან, მიმართეთ ფსიქოლოგს.

 

 

სტატიები ამავე თემიდან

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?

წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ თქვენი საყვარელი კუბიკებით, ამ დროს კი თქვენი თანატოლი გართმევთ მათ. როგორ ფიქრობთ, რა უნარები დაგჭირდებათ ამ პრობლემის გადასაჭრელად?თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთი მათგანისათვის ამ ამოცანასთან გამკლავება სერიოზული გამოწვევაა. ბავშვის წარმატებას მის სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება.

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

ჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშით სწავლა ამ ასაკის ბავშვებისთვის წამყვანია.

მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

გაიგეთ რომელია ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული შიშები, როგორი ტიპის შიშები არსებობს. რა არის შიშის გამომწვევი მიზეზები

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი ბავშვს?

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზოგჯერ უარს ამბობენ ჭამაზე, პრეტენზიულები არიან საკვების არჩევისას.ეს კი ხშირად ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის მიზეზი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები, რა უნდა გააკეთონ, რომ ჭამის პროცესი მათთვისაც და ბავშვისთვისაც სასიმოვნო გახდეს?

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე.შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. სტატიაში გთავაზობთ რამოდენიმე რამოდენიმე შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები.

ხშირად გავახაროთ ბავშვები

რამდენად ხშირად იღიმიან და უხარიათ ბავშვებს? როგორია მშობლების წვლილი ბავშვის დადებითი ემოციების განვითარებაზე და რა გავლენას ახდენს სიხარულისა და ბედნიერების განცდა ბავშვებზე?

როგორ ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც დედმამიშვილები კამათობენ? ბავშვთა ფქისოლოგის რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიყუაციებში.

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და რა შედეგები მოყვება არასწორი აღზრდის ფორმას

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

მხედველობის განვითარება ბავშვობაში

როგორ მიმდინარეობს მხედველობის განვითარება ბავშვებში,როგორ ხედაენ და რა ფორმებსა და ფერებს ანიჭებენ უპირატესობა ახალშობილები.

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? რომელია ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში.

კომპიუტერული თამაშების ნეგატიური და პოზიტიური გავლენა ბავშვებზე

რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვებზე კომპიუტერულმა თამაშებმა. გაიგეთ თუ რომელი თამაში როგორ გავლენას მოახდენს ბავშვებზე.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა. რა როლს ასრულებს ფანტაზია ფავშვის განვითარებაში.

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან მიგვიღია საყვედური საბავშვო ბაღის აღმზრდელისაგან, რომ ჩვენი შვილი არტყამს თანატოლს, აყენებს რაიმე ფიზიკურ ზიანს.რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა? ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან პირველი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს მკაცრად მოქცევის სურვილი.

ბავშვები და კომპიუტერი

ბავშვობა ალბათ ის პერიოდია, რომელსაც მოზრდილ ადამიანთა უმრავლესობა მუდამ შენატრის და ხშირად დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებობს.

მუსიკა და ტვინის განვითარება

რა გავლენას ახდენს მუსიკის სწავლა ტვინის სტრუქტურის განვითარებაზე, ნერვული კავშირების ჩამოყალიბებაზე და ტვინის ზომაზე.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია