სტატიები   ›  ფსიქოლოგია, განვითარება, სწავლა, წიგნი   ›   როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

ფავორიტებში დამატება
ანა კუხაშვილი
ანა კუხაშვილი
ფსიქოლოგი, პედაგოგი

„ყოველი ახალი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს.“

 ჯორდანო ბრუნო


წიგნი ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად პიროვნების განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. სამწუხაროდ, წიგნების სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისება არაა. საჭიროა მისი განვითარება პატარა ასაკიდან, რათა ბავშვმა მომავალში წიგნთან მეგობრობა შეძლოს.  

წიგნის კითხვა ბავშვს ემპათიურს ხდის. იგი განიცდის პერსონაჟების მდგომარეობას, ფიქრობს მათზე, კითხვის პროცესში ვითარდება ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, იზრდება სიტყვათა მარაგი. შესაბამისად, ბავშვის მეტყველება ბევრად უფრო მდიდარი და გამართული ხდება.

ახლა კი მინდა რამდენიმე პრაქტიკული რჩევა შემოგთავაზოთ, თუ როგორ შეაყვაროთ თქვენს პატარას წიგნის ჯადოსნური სამყარო.

ბავშვისთვის წიგნი არ უნდა ასოცირდებოდეს ცუდ ემოციასთან. როდესაც თქვენი პატარა უყურებს ტელევიზორს, ან  დაკავებულია საინტერესო საქმიანობით, ამ დროს მოთხოვნა - დაუყონებლივ დაანებოს ამ საქიანობას თავი და წიგნი წაიკითხოს - არაეფექტურია. ასეთი მიდგომის შედეგად ბავშვისთვის წიგნი ხდება ობიექტი, რომელმაც საყვარელ საქმიანობას ჩამოაშორა. ამის სანაცვლოდ, მიეცით ბავშვს მკაფიოდ განსაზღვრული ინსტრუქცია, მაგ., „ამ მულტფილიმის დამთავრებისთანავე, შენ დაისვენებ, შემდეგ კი ვიწყებთ კითხვას“, მიიყვანეთ საათთან და განუმარტეთ: „როდესაც საათის ისარი ექვსთან მივა, ჩვენ ვწყვეტთ ტელევიზორის ყურებას და ერთად ვიწყებთ კითხვას“. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის დაელოდეთ მისგან თანხმობას. 

საინტერესო მიდგომაა სახლში კითხვისა და წიგნის კუთხის მოწყობა. მაშ ასე, ბავშვთან ერთად ირჩევთ სახლში ერთ პატარა მყუდრო ადგილს, იწყებთ მის მოწყობას, ალაგებთ ბევრ წიგნს, ფერად  ბალიშებს, ქმნით მყუდრო გარემოს. ეცადეთ, ამ კუთხის მოწყობაში ბავშვი მაქსიმალურად  ჩართოთ: დაინტერესდით რომელი ფერის ბალიში ურჩევნია, შეათანხმეთ წიგნების თანმიმდევრობა  და ა.შ.. წიგნების კუთხის მოწყობის შემდეგ ბავშვთან ერთად აარჩიეთ დღის პატარა მონაკვეთი, 10-15 წუთიც საკმარისი იქნება და ყოველდღე წიგნის კითხვა რიტუალად აქციეთ.  კარგი იქნება, თუ ამ  რიტუალში, პერიოდულად, მონაწილეობას მთელი ოჯახი მიიღებს. ეს კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. 

დაამზადეთ ხელნაკეთი წიგნები - თქვენს პატარასთან ერთად  გაიხსენეთ ის მნიშვნელოვანი დღეები, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეცადეთ, ეს ისტორია პატარა ფურცლებზე გადაიტანოთ, გააკეთეთ ჩანახატები, ბოლოს კი, წიგნად აკინძეთ. გამოყავით პატარა თარო და ერთად შეინახეთ თქვენი ხელნაკეთი წიგნები. ასე მხიარულად, თქვენ დიდი ისტორიის მატარებელ ბიბლიოთეკას შექმნით.

ბავშვებს უყვართ როლური თამაშები - გამოყავით ერთი დღე სპექტაკლისთვის. აარჩიეთ ერთი წიგნი: გადაინაწილეთ როლები, გაწერეთ ტექსტი და მოაწყვეთ წიგნისა და თეატრის დღე. დაამზადეთ კოსტიუმები, იმღერეთ, იცეკვეთ, გამოიჩინეთ მაქსიმალური იმპროვიზაციის უნარი, რათა ბავშვის ცხოვრებაში ეს ერთი დღე გამორჩეული გახადოთ. ამ აქტივობით წიგნის პერსონაჟებს ადვილად აღქმადს გახდით თქვენი პატარასთვის.

წიგნის შესაყვარებლად თქვენმა პატარამ კითხვის პროცესით სიამოვნების მიღება უნდა ისწავლოს. ამისთვის გამოიყენეთ მომენტები ყოველდღიური ცხოვრებიდან - სეირნობის დროს, მასთან ერთად წაიკითხეთ ბანერებზე, რეკლამებზე დატანილი წარწერები, ჰკითხეთ რას ფიქრობს ამ წარწერების შინაარსზე, ეთანხმება თუ არა მათ. ყოველი მისი მცდელობა წაახალისეთ, შეაქეთ. ამით მის მოტივაციას და თვითშეფასებას შესამჩნევად აამაღლებთ. 

და ბოლოს, წარმატებებს გისურვებთ თქვენი არაჩვეულებრივი პატარებისა და წიგნის ჯადოსნური სამყაროს დამეგობრების გრძელ და საინტერესო გზაზე.

 

სტატიები ამავე თემიდან

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს სწორად

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს ისე, რომ გახდეს თავდაჯერებული, კრეატიული და წარმატებული?

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და რა შედეგები მოყვება არასწორი აღზრდის ფორმას

ბავშვების დაბადების რიგი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

დაბადების რიგი წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრების სტილზე, რომელიც თავისთავად გავლენას ახდენს ამ ინდივიდის ცხოვრებაში მეგობრობაზე, სიყვარულზე და სამსახურზე.

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს

ნებისმიერ კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც ხშირად ჩუმად არის და არ იჩენს ინიციატივას. როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვებს სოციალური უნარების განვითარებაში? როგორ შევუქმნათ უსაფრთხო და სანდო გარემო სკოლაში?

როგორ ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც დედმამიშვილები კამათობენ? ბავშვთა ფქისოლოგის რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიყუაციებში.

ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

რა შედეგი მოყვება ოჯახში ძალადობას ბავშვებსა და მოზარდებში. როგორია ოჯახში ძალადობის ნიშნები. როგორ დავეხმარო ბავშვს ან მოზარდს. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის.

ADHD - როგორ ამოვიცნოთ ჰიპერაქტიური ბავშვი

თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს - შესაძლოა მას ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვობაში

ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება უმნიშვნელოვანესია მისი ადეკვატურობის განვითარებისთვის, ცხოვრების გაგებისთვის და ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლისთვის.

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესში ჩაბმა, რატომ უჭირს ახალი მასალის დამახსოვრება? რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას? რა ხერხები დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში

მორცხვობის პრობლემა სკოლაში და მისი გადაჭრის გზები

უნდა ვინერვიულოთ თუ არა ბავშვის მორცხვობაზე? როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? რჩევები, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ბავშვი, რომ დასძლიოს სიმორცხვე სკოლაში.

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე.შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. სტატიაში გთავაზობთ რამოდენიმე რამოდენიმე შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები.

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

ბავშვები და კომპიუტერი

ბავშვობა ალბათ ის პერიოდია, რომელსაც მოზრდილ ადამიანთა უმრავლესობა მუდამ შენატრის და ხშირად დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებობს.

მხედველობის განვითარება ბავშვობაში

როგორ მიმდინარეობს მხედველობის განვითარება ბავშვებში,როგორ ხედაენ და რა ფორმებსა და ფერებს ანიჭებენ უპირატესობა ახალშობილები.

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? რომელია ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში.

ხშირად გავახაროთ ბავშვები

რამდენად ხშირად იღიმიან და უხარიათ ბავშვებს? როგორია მშობლების წვლილი ბავშვის დადებითი ემოციების განვითარებაზე და რა გავლენას ახდენს სიხარულისა და ბედნიერების განცდა ბავშვებზე?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი ბავშვს?

კომპიუტერული თამაშების ნეგატიური და პოზიტიური გავლენა ბავშვებზე

რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვებზე კომპიუტერულმა თამაშებმა. გაიგეთ თუ რომელი თამაში როგორ გავლენას მოახდენს ბავშვებზე.

მუსიკა და ტვინის განვითარება

რა გავლენას ახდენს მუსიკის სწავლა ტვინის სტრუქტურის განვითარებაზე, ნერვული კავშირების ჩამოყალიბებაზე და ტვინის ზომაზე.

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან მიგვიღია საყვედური საბავშვო ბაღის აღმზრდელისაგან, რომ ჩვენი შვილი არტყამს თანატოლს, აყენებს რაიმე ფიზიკურ ზიანს.რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა? ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან პირველი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს მკაცრად მოქცევის სურვილი.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა. რა როლს ასრულებს ფანტაზია ფავშვის განვითარებაში.

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

ჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშით სწავლა ამ ასაკის ბავშვებისთვის წამყვანია.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია