სტატიები   ›  ფსიქოლოგია   ›   სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვობაში

სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვობაში

ფავორიტებში დამატება
სალომე მაჩიტიძე
სალომე მაჩიტიძე
ფსიქოლოგი

შობლებისთვის ადვილია იმის გაგება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური ზრდა და განვითარება. ჩვენ აშკარად შეგვიძლია იმის შემჩნევა, თუ როგორ იზრდებიან ჩვენი შვილები სიმაღლეში და როგორ სწავლობენ სიარულს, მაგრამ მაშინ როდესაც ისინი იწყებენ ჩვენთვის რაიმეს გაზიარებას ან იძენენ ახალ მეგობრებს, მსგავსი მოვლენები ჩვენგან უგულვებელყოფილი რჩება. სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობა ამას მაშინ აღმოაჩენს,როდესაც უკვე მათ ზრდასრულ შვილებს სოციალურ-ემოციური პრობლემები ექმნებათ და ყველაფრის გამოსწორება გაცილებით რთული ხდება.

ემოციური განვითარება გულისხმობს ბავშვის უნარს გაიგოს და აკონტროლოს შინაგანი ემოციები და ამავდროულად დააბალანსოს სოციალური ურთიერთობების ოჯახის წევრებთან და დანარჩენ ხალხთან.

ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვს საშუალებას აძლევს, რომ განავითაროს ურთიერთობები, ჰქონდეს ინიციატივის, აღმოჩენის, თამაშის და სწავლის უნარი. იყოს შეუპოვარი და ამავდროულად ყურადღებიანი, ჰქონდეს საკუთარი ქცევის რეგულირების და კონტროლის უნარი და განივითაროს ემოციური დიაპაზონი.

ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება უმნიშვნელოვანესია მისი ადეკვატურობის განვითარებისთვის, ცხოვრების გაგებისთვის და ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლისთვის. სოციალურ-ემოციური განვითარება ემოციურ საკითხებზე სათანადო რეაგირებით ეხმარება ბავშვს იმის განსაზღვრაში, თუ ვინ გახდება ის მომავალში.

სოციალური უნარები არის ბავშვის შესაძლებლობები, რომლითაც ის ურთიერთობას ამყარებს და თამაშობს სხვებთან, ყურადღებას აქცევს უფროსებს და მასწავლებლებს და გონივრულად გადადის ერთი საქმიანობიდან მეორეზე.

ერიკ ერიკსონმა ჩამოაყალიბა სოციალურ-ემოციური განვითარების 8 სტადია, საიდანაც ჩვენ განვიხილავთ ბავშვობაში მიმდინარე პირველ 4 სტადიას.

პირველი სტადია: იმედი (0 - 2წ.) ნდობა უნდობლობის წინააღმდეგ

თუ ბავშვზე ზრუნავენ და უყვართ, მას გამოუმუშავდება ნდობისა და უსაფრთხოების განცდა სამყაროს მიმართ, ხოლო ცუდად მოპყრობის შემთხვევაში ეს განცდები იცვლება უნდობლობით და უიმედობით.

მეორე სტადია: სურვილი (18თვე - 4წ) ავტონომია სირცხვილის წინააღმდეგ

კარგად განვითარებული ბავშვი ამ ეტაპზე აღმოაჩენს კონტროლის ახალ მექანიზმებს და ამით ამაყია, ნაცვლად იმისა რომ დარცხვენილი იყოს. ამ ფსიქოლოგიური კრიზისის ადრეული ნიშნებია სიჯიუტე, ნეგატივიზმი და უარყოფა, თუმცა ეს სოციალურ-ემოციური განვითარების ნიშნებია. ბავშვი ცდილობს საკუთარი სხეულის და ქცევის კონტროლის მექანიზმების გამოყენებას და მშობლებმა ამაში ხელი უნდა შეუწყონ, რომ არ განვითარდეს სირცხვილის გრძნობა.

მესამე სტადია: მიზანი (3 - 6წ) ინიციატივა დანაშაულის წინააღმდეგ

ეს ფსიქოლოგიური კრიზისი ხდება ბავშვის „თამაშის ასაკში“, როცა ის სწავლობს წარმოიდგინოს და გააფართოვოს თავისი უნარები და ფანტაზიები სხადასხვა სახის თამაშებში. როცა სწავლობს სხვებთან თანამშრომლობას, წაუძღვეს სხვებს და ამავდროულად შეეძლოს, რომ დაემორჩილოს კიდეც მათ.

ბავშვის ინიციატივებს უფროსები უფრო მიმღებლობით უნდა შეხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჩნდება დანაშაულის განცდა,რომელიც გამოიწვევს იმას, რომ ბავშვი იქნება მუდმივად უფროსებზე და სხვებზე დამოკიდებული. მისი ინიციატივები  აღარ განხორციელდება,რაც ხელს შეუშლის თამაშის უნარებისა და ფანტაზიის განვითარებას.

მეოთხე ეტაპი: კომპეტენცია (6 - 12წ) შრომისმოყვარეობა არასრულფასოვნების გრძნობის წინააღმდეგ.

ეს არის ბავშვის განვითარებაში „სკოლის ასაკი“, როდესაც ის სწავლობს სხვებთან ურთიერთობას წესების მიხედვით. თავისუფალი თამაშის წესიდან ის გადადის სტრუქტურირებულ, წესებიან თამაშებზე,რომელიც მოითხოვს ფორმალურ,გუნდურ მუშაობას.

სხვადასხვა სასკოლო საგნების სწავლასთან ერთად ბავშვი სწავლობს თვით-დისციპლინის ჩამოყალიბებას.

კარგად განვითარებული ბავშვი სამყაროს მიმართ ნდობითაა განწყობილი, დამოუკიდებელია და სავსეა ინიციატივით. ასეთი ბავშვი უფრო ადვილად გახდება შრომისმოყვარე. რაც განაპირობებს იმას, რომ იგი სხვებს აღარ ჩამორჩება წერაში, კითხვაში და შესაბამისად არ გაუჩნდება არასრულფასოვნების გრძნობა. მაშინ, როცა სირცხვილით და დანაშაულის გრძნობით სავსე ბავშვი განიცდის დამარცხებისა და არასრულფასოვნების გრძნობას, რომელიც მის შემდგომ ცხოვრებაშიც უარყოფითად აისახება.

სტატიები ამავე თემიდან

დაუნის სინდრომი

რა არის დაუნის სინდრომი? რა იწვევს დაუნის სინდრომს და როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს?

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და რა შედეგები მოყვება არასწორი აღზრდის ფორმას

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს სწორად

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს ისე, რომ გახდეს თავდაჯერებული, კრეატიული და წარმატებული?

მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

გაიგეთ რომელია ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული შიშები, როგორი ტიპის შიშები არსებობს. რა არის შიშის გამომწვევი მიზეზები

ვიდეო თამაშები და ბავშვები

გასართობი საშუალებები უნდა იყოს სახალისო, ამყოლი და ხელი შეუწყონ შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარებას. გასართობი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს ისეთ განზოგადებულ ინფორმაციას, რომელიც ბავშვს ისეთ შეკითხვებს გაუჩენს, რომელზეც პასუხის გაცემა მისი ასაკისთვის და ემოციური მომწიფების დონისთვის არ არის რეკომენდირებული.

ბავშვების დაბადების რიგი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

დაბადების რიგი წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრების სტილზე, რომელიც თავისთავად გავლენას ახდენს ამ ინდივიდის ცხოვრებაში მეგობრობაზე, სიყვარულზე და სამსახურზე.

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

რა შედეგი მოყვება ოჯახში ძალადობას ბავშვებსა და მოზარდებში. როგორია ოჯახში ძალადობის ნიშნები. როგორ დავეხმარო ბავშვს ან მოზარდს. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის.

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან მიგვიღია საყვედური საბავშვო ბაღის აღმზრდელისაგან, რომ ჩვენი შვილი არტყამს თანატოლს, აყენებს რაიმე ფიზიკურ ზიანს.რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა? ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან პირველი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს მკაცრად მოქცევის სურვილი.

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლოგია, მათი დამახასიათებელი თვისებები. ასევე, მოცემულია რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ინტროვერტებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის სწორად განვითარდეს

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია