სტატიები   ›  ფსიქოლოგია, განვითარება   ›   ხშირად გავახაროთ ბავშვები

ხშირად გავახაროთ ბავშვები

ფავორიტებში დამატება
თამარ ისაკაძე
თამარ ისაკაძე
ბავშვთა ფსიქოლოგი
გამოქვეყნების თარიღი: 13 თებერვალი, 2016

დედა და შვილიყავის დასალევად შევიკრიბეთ მეგობრები. ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე და მათ შორის ბავშვებზე, შვილებზე, როგორები არიან ისინი, ცელქები, ჭკვიანები, ჯიუტები, თუ დამჯერები

- ჩემი შვილი ისეთი ცელქია, ზოგჯერ მგონია, რომ სპეციალურად ჯიუტდება, რომ წყობიდან გამომიყვანოს.

- როცა ტელეფონზე ვლაპარაკობ, ზუსტად მაშინ ვეღარ ყოფენ სათამაშოებს და არის ერთი ამბავი...

- იმდენი ლექსი იცის, მაგრამ კლასის თანდასწრებით, ხმას არ იღებს.

- ღამე ძლივს ვაძინებ, სწორედ ძილის წინ იწყებს ხტუნვას და ოთახებში სირბილს, ზოგჯერ ტირის ან ყვირის, ითხოვს კომპიუტერის თამაშ ან ჭამას.

ზოგჯერ, ჩვენ ბევრს ვნერვიულობთ იმაზე, რომ ყველაფერი სტანდარტებში არ ჯდება, უდაო ჭეშმარიტებას თუ არ მიუახლოვდა ბავშვის ქცევა, ვიწყებთ განსჯას, გამოსავლის ძიებას. საკითხის მოგვარების მიზნით რა ხერხს არ მივმართავთ, ძალიან გვინდა იდეალს დავამსგავსოთ. იდეალური ქცევის ჩამოყალიბების გზაზე, ზოგჯერ ჩვენ თავად ვატყუებთ ბავშვებს, მაგალითად ოღონდ ეს წვნიანი, ჭამოს ბოლომდე და რას არ ეუბნება მშობელი : „არ შეჭამ და როცა გაიზრდები ლამაზი არ იქნები“,  „ჭამე თორემ, პატრული წაგიყვანს“, „ჭამე და ისეთი სათამაშო უნდა გიყიდო, არნახული“... ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ფიზიოლოგიურ განვითარებაზე არანაკლები ემოციური განვითარებაა. რა არის ემოციური განვითარება? ემოციების გამოხატვა ადამიანის თანდაყოლილი უნარია, თუმცა გარემოსა და გარშემომყოფ ადამიანებზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ სტიმულს გაუშვებენ ბავშვისკენ და საპასუხოდ რომელ ემოციას გამოიწვევენ მისგან. შესაბამისად ჩვენ სიხშირის გრაფიკიც შეგვიძლია ავაგოთ დაკვირვების საფუძველზე, რომელ ემოციებს გამოხატავს ბავშვი ყველაზე ხშირად?

მაინც რომელი ემოციების გამოვლენას ვუწყობთ ხელს მთელი დღის მანძილზე, როგორი სტიმულების მიდის ჩვენგან? დღეს ბავშვმა გამოხატა შიში, სიხარული, სევდა, თუ ბრაზი - რა იყო ამის წინაპირობა ჩვენგან, რა გავაკეთეთ ისეთი, რომ მასში სიხარული გამოვიწვიეთ, რამდენჯერ გავახარეთ დღეს ბავშვი, გავაღიმეთ, გავაცინეთ, ბედნიერება განვაცდევინეთ.

  1. პრობლემა: ბავშვები ზოგჯერ იქცევიან „ცუდად“ უფროსის ყურადღების მიქცევის მიზნით. შეიძლება ჩვენ გამოგვრჩა მისი შექება იმ დროს, როცა ისედაც კარგად იქცეოდა - მშვიდად აწყობდა ფაზლს, ხატავდა ან თოჯინებს აცმევდა.
    რეკომენდაცია: შეაქეთ ბავშვი, თუ კმაყოფილი ხართ მისი ქცევით, ნუ ჩათვლით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მისთვის ყურადღების მიქცევა დადებით ქცევასთან დააკავშირეთ, ეს თავიდან აგარიდებთ უარყოფითი ქცევისა და ყურადღების მიქცევის თანხვედრას მის გამოცდილებაში.

  2. პრობლემა: ბავშვი სევდიანი გეჩვენებათ, ან აქვს შიშები, სიმორცხვე? ჩაკეტილია? ან პირიქით, ძალიან მოძრავია და დაუმორჩილებელი?
    რეკომენდაცია: ხშირად შეუქმენით ისეთი სიტუაციები, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, გაიღიმოს, გააცინეთ და გამოიწვიეთ მასში ბედნიერების შეგრძნება.

  3. პრობლემა: მთელი დღე ისე გავიდა, რომ ვერ მოიცალეთ დადებითი ემოციების გამოხატვისთვის და გაზიარებისთვის?
    რეკომენდაცია: არც ახლაა გვიან, უმღერეთ ძილის წინ, მოუყევით ზღაპარი, ჩაეხუტეთ, აკოცეთ და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ.

ადეკვატური და არგუმენტირებული შექება პიროვნული ფაქტორების განვითარებას უწყობს ხელს, ბავშვებში ვითარდება თვითრწმენა, რაც თვითგამოხატვაში ეხმარებათ. ხშირი დადებითი ემოციების განცდა მათ ბედნიერს ხდის, ასევე უყალიბებს პოზიტიურ დამოკიდებულებას სხვადასხვა საქმიანობის მიმართ. 

სტატიები ამავე თემიდან

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

ADHD - როგორ ამოვიცნოთ ჰიპერაქტიური ბავშვი

თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს - შესაძლოა მას ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

მორცხვობის პრობლემა სკოლაში და მისი გადაჭრის გზები

უნდა ვინერვიულოთ თუ არა ბავშვის მორცხვობაზე? როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? რჩევები, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ბავშვი, რომ დასძლიოს სიმორცხვე სკოლაში.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი ბავშვს?

მხედველობის განვითარება ბავშვობაში

როგორ მიმდინარეობს მხედველობის განვითარება ბავშვებში,როგორ ხედაენ და რა ფორმებსა და ფერებს ანიჭებენ უპირატესობა ახალშობილები.

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის სწორად განვითარდეს

ვიდეო თამაშები და ბავშვები

გასართობი საშუალებები უნდა იყოს სახალისო, ამყოლი და ხელი შეუწყონ შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარებას. გასართობი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს ისეთ განზოგადებულ ინფორმაციას, რომელიც ბავშვს ისეთ შეკითხვებს გაუჩენს, რომელზეც პასუხის გაცემა მისი ასაკისთვის და ემოციური მომწიფების დონისთვის არ არის რეკომენდირებული.

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

სტატიაში აღწერილ, ბავშვთან ერთად გატარებული ერთი დღის მაგალითზე, თქვენ გაეცნობით საინტერესო აქტივობებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური რუტინა ვაქციოთ ბავშვისთვის სხვადასხვა უნარების განმავითარებელ და სახალისო პროცესად.

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე.შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. სტატიაში გთავაზობთ რამოდენიმე რამოდენიმე შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები.

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება, ე.ი. მას სამსახურში საქმეები ცუდად მისდის, ხოლო როცა ასეთივე უბრალო მიზეზით თანამშრომლებთან ჩხუბობს - მაშინ ოჯახში აქვს პრობლემა.

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

მუსიკა და ტვინის განვითარება

რა გავლენას ახდენს მუსიკის სწავლა ტვინის სტრუქტურის განვითარებაზე, ნერვული კავშირების ჩამოყალიბებაზე და ტვინის ზომაზე.

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან მიგვიღია საყვედური საბავშვო ბაღის აღმზრდელისაგან, რომ ჩვენი შვილი არტყამს თანატოლს, აყენებს რაიმე ფიზიკურ ზიანს.რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა? ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან პირველი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს მკაცრად მოქცევის სურვილი.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა. რა როლს ასრულებს ფანტაზია ფავშვის განვითარებაში.

როგორ ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც დედმამიშვილები კამათობენ? ბავშვთა ფქისოლოგის რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიყუაციებში.

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? რომელია ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში.

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?

წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ თქვენი საყვარელი კუბიკებით, ამ დროს კი თქვენი თანატოლი გართმევთ მათ. როგორ ფიქრობთ, რა უნარები დაგჭირდებათ ამ პრობლემის გადასაჭრელად?თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთი მათგანისათვის ამ ამოცანასთან გამკლავება სერიოზული გამოწვევაა. ბავშვის წარმატებას მის სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია