სტატიები   ›  ფსიქოლოგია   ›   ADHD - როგორ ამოვიცნოთ ჰიპერაქტიური ბავშვი

ADHD - როგორ ამოვიცნოთ ჰიპერაქტიური ბავშვი

ფავორიტებში დამატება
სალომე მაჩიტიძე
სალომე მაჩიტიძე
ფსიქოლოგი
გამოქვეყნების თარიღი: 06 დეკემბერი, 2014

ჰიპერაქტიური ბავშვი ყვირისADHD - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს: 

 

 

  • ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა);
  • იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე);
  • ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე), რასაც ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.

თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს - შესაძლოა, მას ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

ADHD-ს სინდრომში ერთიანდება 2 ჯგუფი:

  • ყურადღების დეფიციტით ჰიპერაქტივობის გარეშე (აპათიური, მეოცნებე, ინერტული, მოდუნებული, ზანტი, მორცხვი ბავშვები სწავლის პრობლემებით)
  • ყურადღების დეფიციტით,ჰიპერაქტივობით და იმპულსურობით (იმპულსურები, ზედმეტად აქტიურები, მოუსვენრები აგრესიული ქცევით)

ADHD-ის სიმპტომები ადრეული ბავშვობიდან ვლინდება. ჩვილობიდანვე ისინი ძალიან ჭირვეულები არიან და ხასიათდებიან ადვილად გაღიზიანებადობით, დაძაბულობით, უკმაყოფილებით, მომთხოვნელობით და მოუსვენარი ძილით. ასეთი ბავშვი 3 წლიდან უკვე რთული სამართავია, მაგრამ ADHD როგორც წესი მთელი სიმძაფრით სკოლის პერიოდში (7 წლის ასაკში) ვლინდება.

 

ADHD-ის ძირითადი მახასიათებლები:

  • ჰიპერაქტიური ბავშვი ხტუნავს ლოგინზეარ ამთავრებს დაწყებულს, ერთი დაუმთავრებელი ამოცანიდან მეორეზე ხტება;
  • ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვებს არ უსმენს;
  • ადვილად ეფანტება ყურადღება;
  • უჭირს კონცენტრაცია ისეთ დავალებებზე, რომლებიც მის ინტერესს არ იწვევს, მაგ. საშინაო დავალება; მაშინ როდესაც, შეუძლია საათობით უყუროს ტელევიზორს, ან ითამაშოს კომპიუტერზე;
  • ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას;
  • ხშირად იცვლის საქმიანობას;
  • უჭირს მითითების შესრულება;
  • საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას;
  • ხშირად კარგავს ნივთებს;
  • არ შეუძლია ლოდინი;
  • ვერ ემორჩილება განრიგს;
  • უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა;
  • ხელებსა და ფეხებს მოუსვენრად ამოძრავებს, ცქმუტავს სკამზე;
  • ბევრს დარბის, მოუსვენრობს;
  • უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება;
  • ყოველთვის მზადაა გასაქცევად;
  • ხშირად უმიზეზოდ ტოვებს მერხს, საკლასო ოთახს;
  • მოქმედებს დაუფიქრებლად;
  • ერევა ლაპარაკში და იჭრება სხვა ბავშვების თამაშის პროცესში;
  • ხშირად გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს;
  • ერთვება ფიზიკურად საშიშ ქმედებებში და არ ფიქრობს შედეგებზე;
  • ზოგ შემთხვევაში აგრესიულია და შემტევი.

 

ADHD-ის სიმპტომებს ახასიათებს სიტუაციურობა, რის გამოც მისი დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია.

ჰიპერაქტივობა ვლინდება შემდეგში:

  • ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში;
  • პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;
  • დაბალი თვითშეფასება და უპატივცემულობა საკუთარი თავის მიმართ;
  • ქცევის პრობლემები;
  • ნეგატიური დამოკიდებულება მშობლებთან;
  • ნეგატიური დამოკიდებულება მასწავლებლებთან;
  • აგრესიულობა.

 

ყურადღების დეფიციტი ვლინდება:

  • თანატოლებთან შედარებით ყურადღების კონცენტრაციის უნარის ხანგრძლივობის სიმცირეში;
  • ყურადღების შერჩევითობისა და ფოკუსირების დარღვევაში;
  • სელექციური ყურადღების სიმწირეში, სტიმულების აღქმისა და გაგების შეზღუდულ უნარში;
  • ხელისშემშლელი სტიმულისადმი ზედმეტად მგრძნობიარობაში;
  • ყურადღების მიზანმიმართული გადატანის უნარის დაქვეითებაში.

 

იმპულსურობა ვლინდება:

  • დავალებაზე პასუხის გაცემისას, შეჩერების და დაფიქრების უუნარობაში;
  • საკუთარი ჯერის დალოდების უუნარობაში;
  • თანმიმდევრული მოქმედების დაგეგმვისა და კონტროლის პრობლემებში;
  • დაუფიქრებელ მოქმედებაში.

 

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ADHD-იან ბავშვს

პირველ რიგში უნდა მოხდეს ბავშვის შეფასება და მშობლის ინფორმირება, რათა მის მიმართ ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულება. სპეციალისტები ჰიპერაქტიულ ბავშვებს ასწავლიან სოციალური უნარების ფლობას, საკუთარი თავის კონტროლს და მობილიზებას.

ADHD-ის მქონე ბავშვების უმრავლესობა მიისწრაფვის სხვებისთვის მოსაწონი ქცევისაკენ, დავალების წარმატებით დასრულებისაკენ, ამიტომ წინასწარ შეთანხმებული არავერბალური სიგნალი, შეიძლება, ძალიან სასარგებლო გამოდგეს დავალებასთან დასაბრუნებლად. დავალების დამთავრებისა და მითითების შესრულების შემთხვევაში, წახალისება სასარგებლოა ამ მიღწევების განმტკიცებაში. დადებითი განმტკიცება დროული და ხშირი უნდა იყოს. ADHD-ის მქონე ბავშვები არ რეაგირებენ გადავადებულ წახალისებასაზე.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის წახალისება ყოველ 5-10 წუთშია საჭირო. დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დღეში რამდენჯერმე, მოზრდილებისთვის – დღეში ერთხელ.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მათ დასახმარებლად არსებობს სხვა ხერხებიც:

  • ბავშვისთვის მხოლოდ ერთ ან ორ-ნაბიჯიანი დავალების მიცემა.
  • საშინაო დავალების მცირე დავალებებად დაყოფა (თითოეული პატარა დავალება მოწმდება ახალ დავალებაზე გადასვლამდე).
  • ბავშვისათვის ჩვენება, თუ რა რაოდენობის დავალებების დასრულება შეუძლია წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში.
  • ბავშვისათვის დღიურის წარმოებაში დახმარების აღმოჩენა.
  • საშინაო დავალების რვეულში დღის განრიგის გეგმის სახით ჩამოწერა და მისი შემოწმების სწავლება.

 

სასწავლო გარემოს ფიზიკური მოწყობა ADHD-იანი ბავშვისთვის

  • სასურველია დახურული ტიპის საკლასო ოთახები, სადაც ნაკლებად აღწევს ხმაური და სხვა გამღიზიანებელი სტიმული.
  • სასურველია ბავშვი იჯდეს პირველ მერხზე, მასწავლებელთან ახლოს, კარებისა და ფანჯრებისგან მოშორებით.
  • მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ გარე ხმაური და მხედველობითი გამღიზიანებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხდება ახალი მასალის მიწოდება.

სტატიები ამავე თემიდან

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესში ჩაბმა, რატომ უჭირს ახალი მასალის დამახსოვრება? რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას? რა ხერხები დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლოგია, მათი დამახასიათებელი თვისებები. ასევე, მოცემულია რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ინტროვერტებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები

რა არის ძალადობის მიზეზი და რა შედეგები მოყვება მას. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით.

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

ჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშით სწავლა ამ ასაკის ბავშვებისთვის წამყვანია.

ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

რა შედეგი მოყვება ოჯახში ძალადობას ბავშვებსა და მოზარდებში. როგორია ოჯახში ძალადობის ნიშნები. როგორ დავეხმარო ბავშვს ან მოზარდს. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის.

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზოგჯერ უარს ამბობენ ჭამაზე, პრეტენზიულები არიან საკვების არჩევისას.ეს კი ხშირად ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის მიზეზი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები, რა უნდა გააკეთონ, რომ ჭამის პროცესი მათთვისაც და ბავშვისთვისაც სასიმოვნო გახდეს?

ქცევის კონტროლის მექანიზმები

როგორ გამოიყენება ქცევის კონტროლის მექანიზმები? რა არის დასჯა და წახალისება და რა შედეგებს გვაძლევს ბავშვთან ურთიერთობაში.

აგრესია - ბავშვის აგრესიის მიზეზები და მისი დაძლევის გზები

აგრესია - რა არის აგრესია? რა არის ბავშვის აგრესიის მიზეზები და როგორია მისი დაძლევის გზები.

მხედველობის განვითარება ბავშვობაში

როგორ მიმდინარეობს მხედველობის განვითარება ბავშვებში,როგორ ხედაენ და რა ფორმებსა და ფერებს ანიჭებენ უპირატესობა ახალშობილები.

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

როგორ ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც დედმამიშვილები კამათობენ? ბავშვთა ფქისოლოგის რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიყუაციებში.

Kids.ge-ს სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა
ვაკანსიები Kids.ge-ში
საბავშვო ტორტების შეკვეთა - ადგილზე მიტანით

უახლესი სტატიები

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?თათია გურგენიძე: რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება?
წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ თქვენი საყვარელი კუბიკებით, ამ დროს კი თქვენი თანატოლი გართმევთ მათ. როგორ ფიქრობთ, რა უნარები დაგჭირდებათ ამ პრობლემის გადასაჭრელად?თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთი მათგანისათვის ამ ამოცანასთან გამკლავება სერიოზული გამოწვევაა. ბავშვის წარმატებას მის სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარება.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია