სტატიები   ›  უსაფრთხოება   ›   როგორ ავირჩიოთ ბავშვისთვის პირველი სამგზავრო სავარძელი?

როგორ ავირჩიოთ ბავშვისთვის პირველი სამგზავრო სავარძელი?

ფავორიტებში დამატება
Your car seat
Your car seat
https://your-car-seat.online/

სანამ თქვენს პატარას შეხვდებით, მის დაბადებამდე, ბევრი რამ უნდა გადაწყვიტოთ, სად იმშობიაროთ, რომელი ექიმი აიყვანოთ, რა დაარქვათ და ასე შემდეგ, ეს სია მით უფრო ვრცელია, თუ თქვენთვის პირველი შვილია, წინასწარ ბევრი რამ არ იცით და გადაწყვეტილების მიღებაც გიჭირთ.

შვილზე ზრუნვას მუცლადყოფნიდანვე იწყებთ, მისი დაბადების შემდეგ ჩნდება კითხვა, როგორ მიიყვანოთ პატარა სახლამდე უსაფრთხოდ და როგორ იმგზავროთ უსაფრთხოდ მასთან ერთად. ამ საკითხზე ბევრი არ უნდა იმსჯელოთ, აუცილებლად უნდა შეიძინოთ სამგზავრო სავარძელი, რომელიც 90%-ით დაიცავს მას დაშავებისა და უბედური შემთხვევისგან.

სავარძლის შერჩევისას თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ტრანსფორმირებად სამგზავრო სავარძელს, უნივერსალურ სავარძელსა და მრავალფუნქციურ სავარძელს  შორის.

უნივერსალური სამგზავრო სავარძელი შეგიძლიათ, მარტივად მოხსნათ და დაამაგროთ ნებისმიერ ავტომობილში ან ეტლის კონსტრუქციაზე. მსგავსი სავარძელი 1-2 წლამდე შეიძლება, გამოიყენოთ. ეს გაგიმარტივებთ მოგზაურობას ან ბავშვის სასეირნოდ გაყვანას, რადგან შეგიძლიათ, თან ატაროთ ეტლის კონსტრუქცია და მასზე მარტივად დაამაგროთ უნივერსალური სამგზავრო სავარძელი.

ტრანსფორმირებად სამგზავრო სავარძელს ვერ გამოიყენებთ ეტლზე დასამაგრებლად, თუმცა უფრო დიდი ხნით შეძლებთ მის გამოყენებას, დაახლოებით, 5-6 წლამდე.

მრავალფუნქციური სავარძელი შეგიძლიათ, გამოიყენოთ დაბადებიდან 12 წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი სავარძლის შეძენა და 12 წელი მისი გამოყენების იდეა ბევრად უფრო მომხიბვლელი ჩანს, ჩვენი რეკომენდაციაა, შეარჩიოთ ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის შესაბამისი სავარძელი სწორად და არა ისეთი სავარძელი, რომელიც ყველა კატეგორიას აკმაყოფილებს. ალბათ, გაინტერესებთ რატომ? პასუხი მარტივია, სწორი კატეგორიის სავარძელი უფრო მეტად იცავს ბავშვს, ის მორგებულია ახალშობილის სხეულზე, მის განვითარებაზე და მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ამასთან, წლებთან ერთად იცვითება სხვადასხვა ნაწილი, რაც შესაძლოა, თვალით ადვილად ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ ძლიერი დარტყმის შედეგად სავარძელმა საფრთხე შეუქმნას ბავშვს. ამასთან, ავტომობილი ხან ყინვაში დგას გარეთ, ხანაც მზის სხივებს ეფიცხება, რის გამოც მასში ტემპერატურის ცვალებადობაა სეზონების მიხედვით, რაც ასევე მოქმედებს სამგზავრო სავარძელზე, ამიტომ Your car seat გირჩევთ, ყოველი კატეგორიის სავარძელი ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის შესაბამისად შეარჩიოთ.

რა უნდა გაიგოთ,  სანამ სავარძელს იყიდით:

შემიძლია დავამონტაჟო სამგზავრო სავარძელი?

ყველაზე უსაფრთხოა სამგზავრო სავარძელი, რომელსაც ყოველთვის დაამონტაჟებთ სწორად. უნდა მიხვიდეთ მაღაზიაში და ცადოთ სხვადასხვა მოდელის დამონტაჟება სწორად, ცადეთ რამდენჯერმე, რათა დარწმუნდეთ, რომ  ყოველთვის სწორად დაამაგრებთ, ასევე იფიქრეთ იმაზე, ამ მოდელის დამონტაჟება ასეთივე ადვილი იქნება თუ არა სხვა პირებისთვის (მეორე მშობელი, ძიძა, ბებია-ბაბუა..) ვინც ზრუნავს ბავშვზე, როცა თქვენ მუშაობთ ან დრო არ გაქვთ თან გაჰყვეთ ბავშვს ავტომობილით მგზავრობისას.

ადვილი იქნება ამ სამგზავრო სავარძლის ყოველდღიური გამოყენება?

დარწმუნდით, რომ ადვილია მისი ტარება ყოველდღიურად.

როგორ გავწმენდ?

აირჩიეთ ისეთი სამგზავრო სავარძელი, რომელიც ადვილად არ ისვრება, ასევე გაარკვიეთ, ადვილად შეგიძლიათ თუ არა მოხსნათ ზედაპირი? თუ ჭიქის ჩასადები აქვს სავარძელს, შეამოწმეთ თუ ეხსნება და ირეცხება სპეციალური სითხით (რამდენად უსაფრთხოა მისი გარეცხვა).

კომფორტული იქნება ჩემი ბავშვისთვის?

მაქსიმალურად ეცადეთ, შეამოწმოთ ყველა დეტალი, მაგალითად ნახოთ, აქვს თუ არა მზისგან დამცავი, რათა მზის სხივებმა არ შეაწუხოს ბავშვი, ხომ არ გაოფლიანდება ბავშვი სამგზავრო სავარძლის ნაჭრის გამო და ასე შემდეგ.

ხომ არ არის სავარძელი ძალიან დიდი თქვენი ავტომობილისთვის?

ზოგი სავარძელი ბევრად დიდია, ვიდრე თქვენი ავტომობილის სალონში არსებული ფართი, გაზომეთ უკანა სავარძელი, სანამ იყიდით სამგზავრო სავარძელს, რათა შემდეგ კომფორტულად მოათავსოთ სამგზავრო სავარძელი მასზე და სხვა მგზავრის წაყვანაც შეძლოთ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენ შეიძენთ სამგზავრო სავარძელს, ამის შემდეგ კი უნდა გაეცნოთ ინფორმაციას ბავშვების უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით. ბევრი რომ არ იკითხოთ, დაზოგოთ დრო და თქვენს თვალებსაც გაუფრთხილდეთ, მოგვწერეთ ჩვენ, გვკითხეთ ნებისმიერი რამ სამგზავრო სავარძლებთან დაკავშირებით, ჩვენ კი მოგაწოდებთ ინფორმაციას მის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორ დაამაგროთ, როდის დაგჭირდებათ კატეგორიის ცვლილება, როგორ შეამოწმოთ ვადები და ასე შემდეგ.

რა უნდა გაითვალისწინოთ სამგზავრო სავარძლის შეძენის შემდეგ:

  • სწორად დაამონტაჟეთ თუ არა იგი;
  • სწორად ჩასვით თუ არა ბავშვი სამგზავრო სავარძელში;
  • არასოდეს დაამაგროთ სამგზავრო სავარძელი უსაფრთხოების ბალიშის (აირბაგის) წინ, რადგან დარტყმის დროს იხსნება უსაფრთხოების ბალიში, ამან კი შესაძლოა, ბავშვი გაგუდოს, ან ძლიერი დაზიანება მიაყენოს.

დაბოლოს, სამგზავრო სავარძელი პირველივე დღეებიდან მნიშვნელოვანია, რათა დაიცვათ თქვენი შვილი მოსალოდნელი საფრთხისგან. არ დაზოგოთ თანხა, რადგან თითოეული თეთრი სწორედ თქვენივე შვილის უსაფრთხოებისთვის იხარჯება.  სწორად შეარჩიეთ სამგზავრო სავარძელი და სწორად გამოიყენეთ იგი. დაგვიკავშირდით ჩვენ, Your car seat ყველა ეტაპზე იქნება თქვენ გვერდით, შეგირჩევთ სამგზავრო სავარძელს, გასწავლით მათ დამონტაჟებას, შეამოწმებს, როგორ გყავთ ბავშვი დამაგრებული, მოგაწოდებთ უსაფრთხო მგზავრობის ინსტრუქციას და გაგაცნობთ საერთაშორისო პრაქტიკას.

 

უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

სტატიები ამავე თემიდან

მოძრაობა წესების დარღვევის გარეშე!

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილებისათვის.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია