სტატიები   ›  კვება   ›   არაჯანსაღი კვება და მისი ნეგატიური გავლენა ბავშვზე

არაჯანსაღი კვება და მისი ნეგატიური გავლენა ბავშვზე

ფავორიტებში დამატება
ლიკა ბიწაძე
ლიკა ბიწაძე
გამოქვეყნების თარიღი: 02 მარტი, 2015

არაჯანსაღი საკვებისასკოლო ასაკის ბავშვი გაცილებით ნაკლებს მოძრაობს. ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერულმა თამაშებმა იგი „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. ტელევიზიის, ინტერნეტის, კომპიუტერული თამაშების გამო დღევანდელი ბავშვები, სამწუხაროდ, საჭიროზე ნაკლებს მოძრაობენ.რა ძნელიც უნდა იყოს საამისოდ დროის, სახსრების, ადგილის გამონახვა – ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. ურიგო არ იქნება, ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაში ჩავაბათ. უპირატესობა დასვენების აქტიურ ფორმებს უნდა მივანიჭოთ.

გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, ბავშვებს კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. ხშირად შეექცევიან საკონდიტრო ნაწარმს, ცომეულს, სწრაფი კვების მზა კერძებს – ჰამბურგერს, ჩიფსებს, შაურმას, სვამენ უალკოჰოლო გაზიან სასმელებს. დარღვეულია კვების ჯერადობა და რეჟიმი.დღე-ღამეში ბავშვმა სამჯერ-ოთხჯერ მაინც უნდა ჭამოს. ასეთ რეჟიმს მოსდევს სიმსუქნე, ჭარბი წონა და რაც ყველაზე სამწუხაროა, დიაბეტი. სწორედ სიმსუქნე მიიჩნევა ბავშვებში დიაბეტის რისკფაქტორად. ჭარბი წონის შემთხვევაში საკვები დაბალკალორიული უნდა იყოს – ცხიმებისა და ნახშირწყლების მინიმალურ ოდენობას შეიცავდეს. წონაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის – მემკვიდრეობა, ტემპერამენტი, მადა, სულიერი წონასწორობა. მშვიდ, დინჯ, ნაკლებად მოძრავ ბავშვს უამრავი დაუხარჯავი კალორია რჩება, რომელიც ორგანიზმში ცხიმის სახით გროვდება. სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი სულიერი დისკომფორტია. როდესაც ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს, უჭირს ირგვლივ მყოფებთან კონტაქტში შესვლა, მშობლებს შორის უთანხმოებაა, ოჯახში არაჯანსაღი ატმოსფერო სუფევს, ის შვებას ჭამაში ეძებს.ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ კვების კულტურა. როცა ნელა და მშვიდად ჭამს, პატარა დროულად შეიგრძნობს სიმაძღრეს, სწრაფი ჭამის დროს კი დანაყრებას ვერ გრძნობს და საჭიროზე მეტს მიირთმევს. გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების ასაკი ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზეზით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა ზრდის პროცესზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან ამ პერიოდში ორგანიზმი გაძლიერებულად ითხოვს მინერალებს, ვიტამინებს, ენერგიას. 

დღეს ბევრს საუბრობენ საკვებ დანამატებზე, რომელსაც თითქმის ყველა ინდუსტრიულ პროდუქტში ვხვდებით. როგორ მოქმედებს ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე და რამდენად საშიშია ?

დანამატებისაკვები პროდუქტების უმეტესობა, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, ამ დანამატებს შეიცავს. ეს ნივთიერება, ჩვეულებრივ პირობებში, არ გამოიყენება საკვებად ან პროდუქტის ინგრედიენტად. ის პროდუქტს მომზადების პროცესში ემატება დამუშავების, გადამუშავების, წარმოების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთიერება ან მისი გვერდითი პროდუქტები ხდება საკვები პროდუქტის ინგრედიენტი.

პროდუქტის ეტიკეტზე მას E სიმბოლოთი გამოსახავენ. წარმოებაში გამოყენებამდე, დანამატები სხვადასხვა ტექნოლოგიურ ტესტებს გადის, რის შედეგადაც მისი დღიური დოზა განისაზღვრება. მაგრამ ასეთი სიფრთხილის მიუხედავად, ზოგიერთმა დანამატმა შეიძლება მაინც გამოიწვიოს ალერგია, მუცლის ტკივილი ან კიბოც კი.

E250 სოდიუმის ნიტრატია. ეს კონსერვანტი ყველაზე ხშირად ძეხვეულში გვხვდება. შეუძლია გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების პრობლემები. აფერხებს განვითარებას.

E 407 ალერგიას იწვევს და იმუნურ სისტემას ასუსტებს. ხელს უშლის მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ. მისი გამოყენება აკრძალულია საბავშვო რძეში ბრიტანეთში. ყველაზე ხშირად სწორედ რძიან დესერტებში - ნაყინში და შოკოლადში შედის. 

E621 ნატრიუმის გლუტამატი : გემოს გამაძლიერებელია. მას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია ( გულისრევა, თავის ტკივილი), რომელსაც "ჩინური რესტორნის სინდრომის" სახელქვეშ აერთიანებენ. ზოგიერთ ადამიანში მას ძლიერი ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია, მით უფრო, რომ ხშირად არ არის მითითებული პროდუქტზე. მისი მოლეკულები ნერვული უჯრედების ძლიერ აღგზნებას იწვევს და თანდათან ანადგურებს. ამ დანამატს იყენებენ კრაბის ჩხირების, სხვადასხვა მარილიანი თუ ტკბილი ბისკვიტების, კრეკერების წარმოებისას.

სწორი კვებისა და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვისას ყველა ბავშვს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა შეუძლია დაიბრუნოს და შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა.

სტატიები ამავე თემიდან

როდის უნდა დაიწყოს დამატებითი კვება

დამატებითი კვებისთვის გამოიყენება საკვები პროდუქტები, რომლებიც განსხვავდებიან რძისგან და ავსებენ ბავშვის კვების რაციონს სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.

რამოდენიმე მითი ძუძუთი კვების შესახებ

გაიგეთ სიმართლე საზოგადოებაში გავრცელებულ ზოგიერთი მითის შესახებ, ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით.

10 ფაქტი ძუძუთი კვების უპირატესობის შესახებ

გაიგეთ მეტი ძუძუთი კვების უპირატესობების შესახებ. გაიგეთ თუ რა სარგებელი მოაქვს მას როგორც პატარისთვის, ასევე დედისთვის.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება.

ძუძუთი კვება და დამატებითი კვების საჭიროება

რა მნიშვენელობა აქვს ძუძუთი კვებას და როდის არის საჭირო დამატებითი კვების დაწყება. როგორ უნდა მოხდეს დამატებითი საკვების მიწოდება.

ძუძუთი კვება და ბავშვის გონებრივი განვითარება

ძუძუთი კვება ეხმარება ბავშვს უკეთ განვითარებაში, მისი გონება უფრო კარგად ვითარდება, ის უფრო ჭკვიანია, სწრაფად და უკეთესად კითხულობს და წერს, ერთი სიტყვით, ადვილად ითვისებს სასკოლო პროგრამას, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი.

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს სასარგებლო საკვები?

რა ხერხებს შეიძლეა მივმართოთ, რომ ჩვენს პატარებს სასარგებლო საკვები შევაყვაროთ? საინტერესო და სასარგებლო რჩევები მშობლებისათვის.

მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში

გაიგეთ რა ზიანი მოაქვს ჭარბი მარილის მოხმარებას პატარებში. გაიგეთ რა არის ბავშვთა ასაკში მარილის რეკომენდირებული დოზები.

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზოგჯერ უარს ამბობენ ჭამაზე, პრეტენზიულები არიან საკვების არჩევისას.ეს კი ხშირად ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის მიზეზი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები, რა უნდა გააკეთონ, რომ ჭამის პროცესი მათთვისაც და ბავშვისთვისაც სასიმოვნო გახდეს?

ძუძუთი კვების უკუჩვენებები

სამედიცინო პრობლემები, რომლის დროსაც ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია, საკმაოდ მცირეა.

ზოგადი ინფორმაცია ძუძუთი კვების შესახებ

ძუძუთი კვების ნაკლებობა, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილს იწვევს.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია