სტატიები   ›  ფსიქოლოგია   ›   ბავშვების დაბადების რიგი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

ბავშვების დაბადების რიგი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

ფავორიტებში დამატება
სალომე მაჩიტიძე
სალომე მაჩიტიძე
ფსიქოლოგი
გამოქვეყნების თარიღი: 22 დეკემბერი, 2014

ბავშვების დაბადების რიგიდაბადების რიგი წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრების სტილზე, რომელიც თავისთავად გავლენას ახდენს ამ ინდივიდის ცხოვრებაში მეგობრობაზე, სიყვარულზე და სამსახურზე.

 

პირველი შვილი

პირველი ბავშვები როგორც წესი არიან სერიოზულები, კეთილსინდისიერები, მიზანმიმართულები, წესების მიმდევრები, მომთხოვნები, კონსერვატიულები, ორგანიზებულები, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონეები, ეჭვიანები მაღალი მიღწევების მქონეები, კონკურენტუნარიანები, მაღალი თვითშეფასების მქონენი, შფოთვიანები და დანარჩენ და-ძმებზე აგრესიულები.

მათ ადრეულ წლებშივე ისწავლეს რას ნიშნავს იყო სხვაზე ძლიერი და თავიანთი უმცროსი და-ძმების გავლენით შესაძლოა ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად, რომელთაც გამოხატული სურვილი აქვთ სხვების დახმარების, დაცვის, ლიდერობის და წინ წაძღოლის.

 

მეორე და მომდევნო ბავშვები

მეორე ბავშვიმეორე და მომდევნო ბავშვების დაბადების შემდეგ, როგორც წესი, პირველ ბავშვებს უჩნდებათ სურვილი დაიბრუნონ ძველი დიდება, რომელიც დედისერთობის დროს ჰქონდათ. პირველმა შვილმა შესაძლოა სიყვარულის დანაკლისი განიცადოს დედისგან, რომელსაც უკვე მეორე პატარა ჰყავს. ავსტრიელი ფსიქოთერაპევტი, ალფრედ ადლერი ამას უწოდებდა უფროსის „ტახტიდან გადმოგდებას“ უმცროსი დედმამიშვილისგან. ამის გავლენით პირველი შვილი შესაძლოა ავტორიტარულ და მკაცრ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

მეორე ბავშვის დაბადებით გამოწვეულმა კონკურენციამ და იმის შიშმა, რომ მისთვის ჩამორთმეული იქნება რიგი პრიორიტეტები, შესაძლოა პირველი ბავშვი ჩამოაყალიბოს როგორც ნაკლებად რისკიან და უინიციატივო პიროვნებად.

არსებობს ოჯახის სტრუქტურის რამდენიმე ასპექტი, რომელიც პირველ შვილს ეხება. პირველ ბავშვზე მშობლები როგორც წესი სულ შეშფოთებულები არიან და ყველანაირ დეტალზე ოფლად იღვრებიან. ისინი ინიშნავენ ყოველ ახალ მიღწევას ბავშვის ცხოვრებაში, აღნიშნავენ ყველა პატარა წარმატებას და ნერვიულობენ თუკი ეს მიღწევა დროზე ცოტა გვიან მოხდება.

მშობლებს პირველი ბავშვის მიმართ განსაკუთრებით დიდი მოლოდინები აქვთ და ბავშვი ექცევა ერთგვარი ზეწოლის ქვეშ, რომ წარმატებას მიაღწიოს. პირველი ბავშვი შოკირებული რჩება როცა ეს მოლოდინი და ზეწოლა სუსტდება მეორე ბავშვის გაჩენასთან ერთად. ამან შეიძლება გამოიწვიოს და-ძმებს შორის კონკურენტულობა.

მეორეს მხრივ პატარები ხშირად აიდეალებენ პირველ ბავშვებს და მას აღიქვამენ ოჯახში მყოფი ბავშვების ლიდერად.

 

შუათანა ბავშვი 

შუათანა ბავშვიშუათანა ბავშვისგან შესაძლოა პიროვნების ძალიან მრავალფეროვანი სპექტრი განვითარდეს. ჩვევები, რომლებიც შუა ბავშვებს უყალიბდებათ მოტივირებულია იმ ფაქტით, რომ ისინი სინამდვილეში არასოდეს ყოფილან სრული ყურადღების ცენტრში.

პირველი ბავშვები როგორც წესი პირველები აღწევენ დასახულ მიზნებს, მაშინ როცა უმცროსები ოჯახის გამრთობების როლშიც კარგად გრძნობენ თავს.
მეორე ან შუათანა ბავშვებს როგორც წესი ახასიათებთ არამიკუთვნებულობის გრძნობის განცდა. ისინი მუდმივად იბრძვიან მშობლების ყურადღებისთვის და რჩებიან უგულებელყოფილები ან აღიქმებიან როგორც პირველი ან მის წინ მყოფი ბავშვის განმეორება (დუბლირება).

პირველ ბავშვებთან შედარებით მომდევნო ბავშვების ძალიან ცოტა ფოტოა ფოტოალბომში სადაც მარტო იმყოფებიან სურათზე. შუა ბავშვები როგორც წესი თავს დაუცველად გრძნობენ, რაც გავლენას ახდენს მათ მთელს შემდგომ ცხოვრებაზე. ეს თავის მხრივ გავლენას იქონიებს მათ ურთიერთობებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ზოგიერთ შემთხვევაში შუა ბავშვი ცხოვრებას ძალიან უიმედოდ უყურებს, ესეთი ბავშვები უფრო მეტად დეპრესიისკენ და მარტოობისკენ არიან მიდრეკილები.
როგორც წესი შუა ბავშვს აქვთ ბიძგის და სტიმულის დანაკლისი და ცდილობენ, რომ პირველი ბავშვების ცხოვრების გზას გაჰყვნენ. ზოგჯერ შუა ბავშვები პირიქით მოხარულები არიან, რომ თვითონ არ არიან პირველი მიმღწევები და უფროსი ბავშვის მიერ გაკვალულ გზას მიჰყვებიან.

მიჩნეულია, რომ შუა ბავშვები არიან ბუნებრივი მედიატორები. ისინი თავს არიდებენ კონფლიქტებს, არიან ძალიან მეგობრულები თანატოლებთან და ჰყავთ ბევრი მეგობრები.

შუათანა ბავშვებს კარგად აქვთ განვითარებული სოციალური უნარები და უადვილდებათ სხვისი თვალსაზრისის გაზიარება. ისინი თავს გამოდევნილად გრძნობენ პრივილეგირებულობისა და მნიშვნელოვნობისგან. შუათანა ბავშვი მუდმივად ცდილობს ოჯახში თავის დამკვიდრებას და თუ ასე არ ხდება უსამართლობის გავლენით შესაძლოა ჩამოყალიბდეს მებრძოლად და მეამბოხედ.

 

ნაბოლარა  

დებინაბოლარა ბავშვები ხშირად წვეულებების მეფეები არიან. ისინი არიან ერთგვარი გამრთობები, რომლებსაც არ ეშინიათ ახალი გამოცდილებების და რისკების. ისინი არიან ოჯახისთვის პატარები, ნაბოლარები, კომუნიკაბელურები და მომხიბვლელები. ნაბოლარები როგორც წესი არიან სასიამოვნო და ლაღი მეგობრები.

ნაბოლარებს ხშირად ექცევიან, როგორც ბავშვებს, რის გამოც არიან უფრო განებივრებულები, ვიდრე დანარჩენი დედმამიშვილები ეს განებივრება ადლერის აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საქციელი რომელიც მშობელმა შეიძლება შვილს გაუკეთოს. განებივრება ხელს უშლის ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და ხელს უწყობს ეგოიზმის და უპასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას მაშინაც, როცა ისინი მოზრდილობაში შედიან. ასეთ ნაბოლარებს შეუძლიათ იყვნენ მანიპულატორები, როცა სხვა დაძმები ან მშობლები მისგან რაიმეს მოითხოვენ.

 

დედისერთა ბავშვი

დედისერთადედისერთა ბავშვის დაბადება მშობლებისთვის სასწაულის ტოლფასია. მშობლებს არა აქვთ სხვა გამოცდილება და მათი მთელი ყურადღება ბავშვისკენ. დედისერთა შვილი შესაძლოა ერთ-ერთი მშობლის კონკურენტადაც კი გადაიქცეს.

დედისერთა ბავშვებს მოსწონთ უფროსების ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათთვის პრობლემას წარმოადგენს თანატოლებთან რამის გაყოფა და ყოველთვის ამჯობინებენ თავისზე უფროსებთან ყოფნას.

დედისერთა ბავშვის ხასიათი შესაძლოა ანალოგიური იყოს როგორც უფროსი შვილის, ასევე ნაბოლარასი. რადგანაც მათ არა ჰყავთ კონკურენტები მშობლების სიყვარულში, ასეთი ბავშვები შეიძლება იყვნენ გათამამებულები მშობლების მხრიდან, განსაკუთრებით კი დედისგან.

ეს შესაძლოა მომავალში პრობლემად გადაიქცეს დედისერთა ბავშვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვერ იმსახურებენ საყოველთაო მოწონებას და აღფრთოვანებას. დედისერთა ბავშვები სწავლობენ, როგორ იყვნენ თავიანთ თავთან მარტო, ისინი სწავლობენ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება დაეყრდნონ და როგორც წესი, მათ მარტო ყოფნის პრობლემა არა აქვთ.

დედისერთა ბავშვები როგორც წესი ინტროვერტული მიდრეკილებების არიან, თუმცა მათ შეიძლება გამოავლინონ ექსტრავერტის უნარებიც, თუკი ეს
მეგობრების შესაძენად სჭირდებათ. მეორეს მხრივ დედისერთა ექსტრავერტი ბავშვები სწავლობენ თუ როგორ მოახდინონ საკუთარ აზრებზე ფოკუსირება მაშინ, როცა მათ ირგვლივ არცერთი ადამიანი არაა ურთიერთობისთვის ხელმისაწვდომი.

 

ტყუპები

ტყუპები

ტყუპებში არის ტენდენცია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყოს დომინანტი, რომელიც ისე იქცევა როგორც უფროსი ბავშვი, თუმცა საქმე შეიძლება ამაში არც იყოს. ტყუპები თავიანთი სიახლოვის გამო უფრო თავდაჯერებულები არიან. მათ ძალიან უჭირთ მარტო ყოფნა და ადვილად გრძნობენ თავს მარტოსულად. როდესაც ერთ-ერთი მათგანი ქორწინდება, მათი განშორება ორივესთვის რთული გადასატანი ხდება და როგორც წესი ორივე მიჰყავს დეპრესიამდე. ტყუპები და განსაკუთრებით კი იდენტური ტყუპები გაცილებით ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ჩვეულებრივი და-ძმები. ტყუპებს როგორც წესი აქვთ იდენტობის პრობლემა და მათ შორის უფრო ძლიერი ყალიბდება ლიდერად.

 

აჩრდილი ბავშვი

„აჩრდილი ბავშვი“ - ეს არის ბავშვი, რომელიც პირველი ბავშვის გარდაცვალების შემდეგ იბადება და მის წინ მუდმივად პირველი ბავშვის აჩრდილია. დედა ასეთი ბავშვის მიმართ ყოველთვის ზემზრუნველია. ზოგი ბავშვი დედის ზემზრუნველობას საკუთარი სარგებლობისთვის იყენებს, ზოგი კი წინააღმდეგობას უწევს და აპროტესტებს იმას, რომ პირველ ბავშვს ადარებენ და მისი მოგონებით ზრდიან.

 

აყვანილი ბავშვი

აყვანილი ბავშვი: მშობლები შეიძლება იმდენად ბედნიერები და მადლიერები იყვნენ იმით, რომ ბოლო-ბოლო შვილი ჰყავს, რომ ბავშვი გაათავხედონ. მშობლები შესაძლოა ცდილობდნენ, რომ ბავშვის ბიოლოგიური მშობლების კომპენსაცია შეძლონ, რის გამოც ბავშვი შესაძლოა გახდეს ზედმეტად მომთხოვნი ყველას მიმართ. საბოლოოდ კი ბავშვი მაინც უკმაყოფილოა ყველაფრით და თავისი ბიოლოგიური მშობლებს აიდეალებს.

 

ერთი ბიჭი გოგოებში

ერთი ბიჭი გოგოებში: როგორც წესი მუდმივად ქალებთან უწევს ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მამა წასულია. ასეთი ბიჭი შეიძლება ცდილობდეს, რომ თვითონ იყოს კაცი ოჯახში ან სხვა შემთხვევაში ჩამოყალიბდეს უფრო ფემინურად.

 

 

ერთი გოგო ბიჭებში

ერთი გოგო ბიჭებში: უფროსი ძმები, როგორც წესი იქცევიან როგორც მისი დამცველები. შესაძლოა ბიჭებისგან განებივრებული, ჩამოყალიბდეს ძალიან ფემინურად ან გახდეს „ქალაბიჭა“ და კონკურენცია გაუწიოს ძმებს. ასეთი გოგოები, როგორც წესი ცდილობენ მამების სიყვარულის დამსახურებას.

 

ყველა ბიჭი

ყველა ბიჭი: თუ დედას ძალიან უნდოდა, რომ გოგო ჰყოლოდა, შესაძლოა ასეთი ბიჭი ხშირად ნახოთ გოგოსავით ჩაცმული. ბიჭმა შეიძლება პროტესტი გამოუცხადოს დედის ასეთ დამოკიდებულებას ან მეორეს მხრივ მოირგოს ფემინური როლი.

 

ყველა გოგო

ყველა გოგო: შესაძლოა ჩაცმული იყოს, როგორც ბიჭი. გოგომაც შესაძლოა გააპროტესტოს თავისი მდგომარეობა ან შეეგუოს სიტუაციას.

 

სხვა ფაქტორები

სხვა დაბადების რიგის ფაქტორები რომელიც გასათვალისწინებელია არის: და-ძმებს შორის წლების სხვაობა, რამდენი ბავშვია სულ, თუ რა ცვლილებებს განიცდიან მშობლები და მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში.

სტატიები ამავე თემიდან

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

სტატიაში აღწერილ, ბავშვთან ერთად გატარებული ერთი დღის მაგალითზე, თქვენ გაეცნობით საინტერესო აქტივობებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური რუტინა ვაქციოთ ბავშვისთვის სხვადასხვა უნარების განმავითარებელ და სახალისო პროცესად.

მორცხვობის პრობლემა სკოლაში და მისი გადაჭრის გზები

უნდა ვინერვიულოთ თუ არა ბავშვის მორცხვობაზე? როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? რჩევები, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ბავშვი, რომ დასძლიოს სიმორცხვე სკოლაში.

ბავშვის მიერ მედიამოხმარების პოზიტიური და ნეგატიური გამოვლინებები

რა უარყოფით თუ დადებით შედეგს აძლევს მოზარდს ისეთი კომპეტენციების ადრეულ ასაკში დაუფლება, როგორებიცაა: მობილური, კომპიუტერი და ტელევიზორი?

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი ბავშვს?

მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

გაიგეთ რომელია ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული შიშები, როგორი ტიპის შიშები არსებობს. რა არის შიშის გამომწვევი მიზეზები

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლოგია, მათი დამახასიათებელი თვისებები. ასევე, მოცემულია რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ინტროვერტებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

ხშირად გავახაროთ ბავშვები

რამდენად ხშირად იღიმიან და უხარიათ ბავშვებს? როგორია მშობლების წვლილი ბავშვის დადებითი ემოციების განვითარებაზე და რა გავლენას ახდენს სიხარულისა და ბედნიერების განცდა ბავშვებზე?

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესში ჩაბმა, რატომ უჭირს ახალი მასალის დამახსოვრება? რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას? რა ხერხები დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია