სტატიები   ›  ლოგოპედია   ›   განვითარების სფერო-მეტყველება

განვითარების სფერო-მეტყველება

ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი
გამოქვეყნების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2013

მეტყველება ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი და რთული სფეროა-რას მოიცავს ის საკუთარ თავში?
მეტყველება გულისხმობს ზეპირ მეტყველებას, ბავშვის უნარს, ერთი მხრივ, გამოთქვას თავისი შეხედულებები, ფიქრები, მეორე მხრივ, მოისმინოს და აღიქვას გარშემომყოფების ნათქვამი. ზეპირ მეტყველება მოცავს: რეცეპციულ მეტყველებას (რა ესმის), ექსპრესიულ მეტყველებას (რისი თქმა შეუძლია) და პრაგმატულ განვითარებას (რა სიტუაციაში და როგორ იყენებს ენის ცოდნას). გამოიყოფა მეტყველების სხვადასხვა ტიპები:

რეცეპციული მეტყველება გულისხმობს მოსმენასა და მოსმენილის გაგების უნარს. ბავშვი მიუთითებს დასახელებულ საგანზე ან ასრულებს დასახელებულ მოქმედებას (უთითებს სად არის თოჯინა, სადა აქვს ცხვირი; თხოვნაზე, დაუკრას ტაში, უკრავს ტაშს), ასე იწყება რეცეპციული მეტყველების უნარის განვითარება. შემდგომში ბავშვის ლექსიკური მარაგი იზრდება, ესმის მეტი სიტყვის მნიშვნელობა, უნვითარდება რთული გრამატიკული სტრუქტურისა და ვრცელი ტექსტის გაგების უნარი.

პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება მოიცავს ბავშვის უნარს სიტყვიერად გამოხატოს სხვადასხვა შინაარსი. ბავშვი იწყებს ღუღუნს, ტიტინს, სიტყვების, ფრაზების წარმოთქმას. თანდათან ბავშვი სულ უფრო მეტ სიტყვას იყენებს საუბრის დროს, აგებს რთულ გრამტიკულ და სინტაქსურ კონსტრუქციებს, ეუფლება გაბმულ მეტყველებას.

პრაგმატული განვითარება გულისხმობს დიალოგის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას, გასაგები კომუნიკაციისა და თხრობის უნარის გამომუშავებას. რა მიზნით და რა სიტუაციაში იყენებს ენას ბავშვი? პრაგმატული განვითარება იწყება მოთხოვნილებისა და სურვილის გამოხატვით და სრულდება წარმატებული კომუნიკაციით. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ვერბალური და არავერბალური, ვერბალური კომუნიკაცია მოიცავს შინაარსის სიტყვიერ გამოხატულებას, ხოლო არავერბალური კი - ჟესტიკულაციას - სახის გამომეტყველებას, სხეულის მოძრაობას, ინტონაციასა და სხვა არასიტყვიერ მახასიათებლებს. წარმატებული ურთიერთობის დროს მოსაუბრე სათქმელის ჩამოყალიბებისას ითვალისწინებს მსმენელის ინტერესებს და იმ სიტუაციას, რომელშიც მიმდინარეობს მათი ურთიერთობა. თავის მხრივ, მსმენელი ცდილობს ჩასწვდეს არა მარტო სიტყვების მნიშვნელობას, საუბრის თემას, არამედ მოსაუბის მიზანიც ამოიცნოს.

წიგნიერება გულისხმობს წერითი მეტყველების დაუფლებისათვის მომზადებას, წერა-კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბავშვის გათვითცნობიერებას იმ საკითხებში, თუ როგორ და რა მიზნით გამოიყენება ნაბეჭდი მასალა. აღნიშნული ქვესფერო აერთიანებს წერისა და კითხვის მიმართულებას:

კითხვის მიმართულება ემსახურება იმ საბაზისო უნარების განვითარებას, რომლებიც ხელს უწყობს შემდგომში კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას (მაგ.: მეტყველების ნაკადში ბგერებისა და სიტყვების გამორჩევის (ფონოლოგიური) უნარები, ნაბეჭდ მასალასთან მოპყრობის ჩვევა). კითხვის დროს ადამიანი იღებს ინფორმაციას სხვადასხვა დანიშნულების ტექსტებიდან. როდესაც ბავშვს მხატვრულ ლიტერატურას უკითხავენ, უნდა შეეძლოს ესთეტიკური სიამოვნების განცდა; როდესაც საგანმანათლებლო ტექსტებს აცნობენ, შემეცნებითი ინფორმაციის მიღება უნდა შეძლოს, ხოლო, თუ წერილობით ინსტრუქციას გააცნობენ, ამ უკანასკნელის შესაბამისად მოქმედება უნდა შეძლოს.

წერის მიმართულება ემსახურება წინაწერითი (გრაფიკული) უნარების განვითარებას: ხელით ზუსტი მოძრაობების შესრულებას, იმის გათავისებას, რომ ნაწერი სიტყვებისაგან შედგება და რაღაცას აუცილებლად აღნიშნავს.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ბავშვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი ახასიათებს. ყველა ბავშვი საჭიროებს სიყვარულს, მზრუნველობასა და განვითარების ხელშეწყობას. 2 წლიდან ბავშვის მეტყველების მარაგი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება.ეს პერიოდი ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც ”ენობრივი აფეთქების” პერიოდი. ამიტომ აუცილებელია პროცესში ჩართული იყოს - დედიკო, მამიკო, ბებიკო, ბაბუა და ყველა ადამიანი ვისაც შეხება აქვს პატარა საოცრებასთან 

აუცილებელია.
ბავშვის საუბრისა და ურთიერთობის წახალისება.
ხშირი საუბარი და ურთიერთობა ბავშვთან. 
საუბრისას სახის გამომეტყველების, ჟესტების, ინტონაციის გამოყენება 
მარტივი და გამართული ენით საუბარი;
ნატიფი მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა სპეციალურ გასაფერადებელთა გაფერადებით, ხატვით, ძერწვით, მოზაიკის აწყობით და სხვ.;

წიგნიერების (კითხვის, წერის) დადებითი მაგალითის მიცემა. დასურათებული წიგნების დათვალიერება, წიგნების წაკითხვა, ბავშვთან თამაში დასურათებული კუბურებით, რომლებზეც ნახატთან ერთად შესაბამისი ასოა გამოხატული;

უზრუნველყოფა იმ მასალითა და სათამაშოებით (სახატავი საშუალებებით, პლასტილინით, წიგნებით, გასაფერადებლებით, ასაწყობებითა და სხვ.), რომლებიც ხელს უწყობს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას;

სტატიები ამავე თემიდან

მზად არის პატარა გახდეს სკოლის მოსწავლე?

პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში სკოლისთვის მზაობას განმარტავენ, როგორც ბავშვის პიროვნების მრავალგვარ განვითარებას, ანუ ბავშვის მზაობა სასკოლო სწავლისთვის გულისხმობს მისი სოციალურ-ემოციური მომწიფების, სწავლისადმი მოტივაციის, მეტყველებისა და საკომუნიკაციო უნარების, ზოგადი ცოდნისა და შემეცნებითი განვითარების ასპექტებს.

სამეტყველო სუნთქვის განვითარება

კარგად ჩამოყალიბებული სამეტყველო სუთქვა სწორი და ლამაზი თანმიმდევრული მეტყველების განვითარების წინაპირობა.

მეტყველების განვითარების ეტაპები

მეტყველების განვითარება დაბადებიდან იწყება და საბოლოო ჩამოყალიბებამდე საკმაოდ რთულ ეტაპებს გადის. ბავშვები, რომლებიც ჩამორჩებიან განვითარებაში,ერთი ასაკობრივი პერიოდით მაინც,გარკვეულ რისკის ჯგუფს მიეკუთნებიან და აუცილებელია ფსიქოლოგისა და ლოგოპედის კონსულტაცია. ამიტომ სასურველია მშობლებს თავადაც ჰქონდეთ გარკვეული წარმოდგენა მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ, რომლებიც მათი შვილის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ემოცია, მისი გამოხატვის და მართვის სწავლების აუცილებლობა

როდესაც ადამინი სხვადასხვა ხასიათზეა მისი ემოცია სხვადასხვანაირია. თუ პატარას შეუძლია როგორც საკუთარი , ისე გარშემომყოფების ემოციის აღქმა,ეს მას ეხმარება სიტუაციის ადეკვატურად გააზრებაში , კონტაქტის დამყარებაში გარშემომყოფებთან .

სიგმატიზმი

სიგმატიზმი ანუ სისინა (ს,ზ,ც,ძ,წ) და შიშინა (შ,ჯ,ჩ,ჟ,ჭ) გერების წარმოთქმის ნაკლოვანება ნაკლოვანებათა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. მათი სწორი წარმოთქმა მოითხოვს ზუსტ დიფერენცირებულ მოძრაობას, სწორი არტიკულაციური მოწყობიდან მცირედი გადახრაც კი იწვევს ამ ბგერების არასწორ, უსუფთაო წარმოთქმას!

ფონემატური სმენა

ფონემატური სმენა მნიშვნელოვანია სამეტყველო განვითარებისათვის, თუ გსურთ პატარამ ადვილად ისწავლოს და წარმატებებს მიაღწიოს, იყოს კომუნიკაბელური, არ ეშინოდეს ხმის ამოღების, საკუთარი აზრის გამოთქმის, მაშინ ფონემატური სმენის სისუსტის არსებობის შემთხვევში აუცილებლად მიიღეთ ზომები.

სამეტყველო წრე

მეტყველება წარმოადგენს შეკრულ წრეს ინფრომაციის გადაცემისას ტვინში არსებულ 3 ცენტრს შორის.გამართული და თანმიმდევრული მეტყველებისათვის აუცილებელია წესრიგში მოყვანილი „სამეტყველო წრე“.

რა არის ბგერათწარმოთქმის დარღვევა

რა არის ბგერათწარმოთქმის პრობლემა, როგორია მისი გამოსწორების მოდელი. 3 წლიდან ზევით ასაკის პატარებისათვის.

დავგეგმოთ მხიარული, შინაარსიანი და ბედნიერი ზაფხული

პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ყველაზე მეტი დრო გავატაროთ საკუთარ შვილებთან- როგორ გავხადოთ ეს დრო სასიამოვნო, საინტერესო და მაქსიმალურად სასარგებლო?ძალიან ხშირად დედიკოებისაგან მესმის, დაიწყო არადადეგები და ჩემი ნევრების შლა, ვერაფრით ვერ ვაცილებ კომპიუტერს, ტელევიზორს, მთელი დღე ზის, გარეთ არ გადის. რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას?

სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირება

სამეტყველო ორგანოები და მათი სწორი ფუნქციონირების მნიშვნელობა სწორად და ლამაზად მეტყველებისათვის.

მეტყველების დარღვევის სახეები: დისლალია.

დისლალია მეტყველების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მისი რაობა და გამომწვევი მიზეზები.

როგორ შევარჩოთ სათამაშოები ჩვენი პატარა საოცრებისათვის

ბავშვებისათვის სათამაშოები სამყაროს შეცნობის მთავარი საშუალებაა, მაგრამ მინდა გითხრათ აქაც გაკვეული ცოდნაა საჭირო, როდის რით და როგორ ვითამაშოთ

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია