სტატიები   ›  ლოგოპედია   ›   დავგეგმოთ მხიარული, შინაარსიანი და ბედნიერი ზაფხული

დავგეგმოთ მხიარული, შინაარსიანი და ბედნიერი ზაფხული

ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი
გამოქვეყნების თარიღი: 19 ივნისი, 2016

    ვაშაააა არდადეგებიიიიი! ვაშააააააა ნანატრი შვებულებაააააა!!!!

   პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ყველაზე მეტი დრო გავატაროთ საკუთარ შვილებთან- როგორ გავხადოთ ეს დრო სასიამოვნო, საინტერესო და მაქსიმალურად სასარგებლო?ძალიან ხშირად დედიკოებისაგან მესმის, დაიწყო არადადეგები და ჩემი ნევრების შლა, ვერაფრით ვერ ვაცილებ კომპიუტერს, ტელევიზორს, მთელი დღე  ზის, გარეთ არ გადის. რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას? 

პირველი და მთავარი, მიეცით პირადი მაგალითი, ბავშვის თანდასწრებით მაქსიმალურად შეზღუდეთ თქვენი კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომის დრო. 

მეორე- ბავშვთან ერთად გაატარეთ თქვენი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი. ერთად დაგეგმეთ მხიარული დღე- ბავშვის ინტერესებისა და თქვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

1. ქუჩაში - (ვიმუშავებთ დაკვირვებულობას, დანახულის აღქმისა და მეტყველებაში გადმოტანის უნარს, სივრცეში ორიენტაციის უნარს)

• ,,რა რის შემდეგ არის?” მოდი დავიმახსოვროთ რომელი მაღაზიის შემდეგ, რომელი მაღაზიაა? ახლა დავხუჭოთ თვალები და ჯერ შენ მითხარი- შემდეგ მე გეტყვი,- აბა მოვიხედოთ უკან შევამოწმოთ ასეა?

• ,,მე ვხედავ, შენ?”ააქვე ახლოს მე ვხედავ წითელ ყვავილს, მოძებნე- შენც… დაინახეე? ყოჩაღ, აბა მითხარი რასთან არის ახლოს? და უფრო შორს? როგორია ეს ყვავილი? (ხე, ბალახი, ჯიხური და ა.შ.) მაგ:მაღალი, ლამაზი, მწვანე ღეროიანი, ამაყი , სურნელოვანი რომლ სიტყვასაც თვითონ ვერ მოიფიქრებს, მიაშველეთ თქვენ.

• “ფერი, რაოდენობა”-  რა ფერის მანქანები დგას ამ ავტოსადგომზე? რამდენი წითელი მანქანა დგას, შავი? რომელია მეტი?

• აუცილებლად ისარგებლეთ ზებრა გადასასვლელით, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს უსაფრთხოა  თქვენს სიცოცხლეზე ძვირფასი ვინმე გყავთ გვერდით… და მეორე, ასე, ბავშვს აჩვევთ სამოქალაქო წესრიგს! სამოქალაქო კაკნონმორჩილება კი წარმატებული სახელწიფოს წინაპირობაა. რა ფერის შუქნიშანი აინთო? რა გავაკეთოთ ახლა?

2. მაღაზიაში - (ვუნვითარებთ დაკვრვებულობას, კლასიფიკაციის, არჩევანის გაკეთებისა და ანგარიშის უნარებს)

• ნინი მე მინდა ვიყიდო- ვაშლი, ალუჩა, მარწყვი, ალუბალი? რომელ განყოფილებაში იქნება ნეტა?- ხილის? მართალია, როგორ დამეხმარე… წავედით.. ახლა მე მინდა ვიყიდო- საპონი, სარეცხი ფხვნილი, კბილის ჯაგრისი , რომელ განყოფილებაში მოვძებნო?- აჰაა, მართალია,…ჰიგიენის. როგორ ვუთხრა გამყიდველს რომ დავაზუსტო ამ ნივთის ფასი? აააა- ესეც გცოდნია, რა კარგია ერთად რომ წამოვედით, მადლობა დახმარებისთვის…და ა.შ. მოკლედ,ვარიანტები ბევრია- ჩართეთ ფანტაზია, და საქმე აკეთეთ საინტერესოდ და ორივესთვის შედეგიანად 

3. “სამზარეულოში“   ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ მიბაძვა, მშობლებთან ერთად ფუსფუსი- გამოიყენეთ ეს თვისება და ერთად მოამზადეთ წვნიანი- თან მუდმივად ისაუბრეთ- მომაწოდე კარტოფილი- ხილია თუ ბოსტბნეული? როგორია? ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი დავდგათ ქურაზე…- ნეტა მამიკო თუ მიხვდება, ერთად რომ გავუმზადეთ წვნიანი და სალათი? ( ამ მეთოდით ბავშვს შეაჭმევთ ყველანაირ სალათს, და წვნაინს, იმიტომ, რომ რასაც თავისი ხელით ამზადებენ უკეთესად მიირთმევენ და მეორეც წინასწარ გააფრთხილეთ მამიკო “აღფრთოვანდეს” როგორ ეტყობა ამ წვნიანს რომ ნინი მიმზადებდა სიყვარულით, როგორი გემრიელია?!… მადლობა ნინის და დედიკოს) 

ან თუ შეიძლება მომაწოდე ჩაქუჩი, ლურსმანი, მოდი მე დავიჭერ და შენ ჩაამაგრე აი ასე.. დედიკოს როგორ გაეხარდება როცა ნახავს როგორ კარგად შევაკეთეთ მისი საყვარელი ყვავილების თარო

4.ზაფხული ემოციური, ფიზიკური და ინტელექტუალური სფეროების განვითარების დროა—ამიტომ იკითხეთ ასაკის შესაბამისი მოთხრობები, ისტორიული თავგადასავლები, მითები თუ ზღაპრები, შემდეგ შეეკითხეთ რა იყო მოსაწონი, რა არა? სად ხდებოდა ეს ამბავი? როგორი იყო ეს ადგილი? შენ როგორ მოიქცეოდი ამ დათუნიას ადგილას? შენ რომ ამ მოთხრობის მხატვარი ყოფილიყავი რას დახატავდი? როგორ? მოდი აბა დახატე და მიჩვენე.

5.მიეცით ფერადი საღებავები, ფანქრები ან ფლომასტერი და დახატოს რამე, საკუთარი სურვილისამებრ.…შემდეგ შეაქეთ- ვაუ, რა საინტერესო ნახატია?! იცი ეს რომ მწერალს ენახა მოთხრობას დაწერდა- მოდი წარმოვიდგინოთ ვითომ მწერლები ვართ ერთად დავწეროთ მოთხრობა ამ ნახატის მიხედვით. მიეცით საშუალება იფანტაზიოროს, თქვენ კი ჩაიწერეთ, მოაწერინეთ ხელი და ახლობლებს წარუდგინეთ აივანზე გამართულ  ზაფხულის საღამოებზე თქვენი პატარა საოცრებების შემოქმედებითი შედევრები, მიეცით მას საშუალებ თავად მოახდინოს საკუთარი შემოქმედების პრეზენტირება.  

6. თუკი კომპიუტერთან დასვამთ -დრო აქაც შედეგიანად გაატარეთ http://kids.ge/medias

7. თუ უკვე დასასვენებლად გადიხართ? მაშინ ეს გამოგადგებათ

www.facebook.com/logopediaa/photos/a.221223424674467.52751.221040651359411/341158376014304/?type=3&theater 

ასე გატარებული ზაფხულის შემდეგ ,  მერწმუნეთ,თქვენ  ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო რამ გექნებათ მოსაგონარი, თქვენი პატარა საოცრება კი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ინტელექტუალურ- ემოციური შენაძენით შეხვდება...

მხიარულ, ბედნიერ, წარმატებულ ზაფხულს გისურვებთ!!!

 

 

სტატიები ამავე თემიდან

განვითარების სფერო-მეტყველება

მეტყველება ბავშვის განვითარების რთული და მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც გულისხმობს, ადამინის უნარს-ერთის მხრივ გამოთქვას საკუთარი შეხედულებები, მეორეს მხრივ მოისმინოს და აღიქვას გარშემომყოფების ნათქვამი.

ემოცია, მისი გამოხატვის და მართვის სწავლების აუცილებლობა

როდესაც ადამინი სხვადასხვა ხასიათზეა მისი ემოცია სხვადასხვანაირია. თუ პატარას შეუძლია როგორც საკუთარი , ისე გარშემომყოფების ემოციის აღქმა,ეს მას ეხმარება სიტუაციის ადეკვატურად გააზრებაში , კონტაქტის დამყარებაში გარშემომყოფებთან .

სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირება

სამეტყველო ორგანოები და მათი სწორი ფუნქციონირების მნიშვნელობა სწორად და ლამაზად მეტყველებისათვის.

სამეტყველო სუნთქვის განვითარება

კარგად ჩამოყალიბებული სამეტყველო სუთქვა სწორი და ლამაზი თანმიმდევრული მეტყველების განვითარების წინაპირობა.

რა არის ბგერათწარმოთქმის დარღვევა

რა არის ბგერათწარმოთქმის პრობლემა, როგორია მისი გამოსწორების მოდელი. 3 წლიდან ზევით ასაკის პატარებისათვის.

ენის ბორძიკი (ლოგონევროზი)

ეს არის სამეტყველო ტემპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა. ენა ბორძიკის მქონეს დარღვეული აქვს მწყობრი და რიტმული თანმიმდევრობა.ხდება წარმოთქმის უნებლიე შეჩერება–შეფერხება.მეტყველების ამგვარ გართულებას იწვევს სამეტყველო აპარატის კუნთში წარმოქმნილი კრუნჩხვები.

სიგმატიზმი

სიგმატიზმი ანუ სისინა (ს,ზ,ც,ძ,წ) და შიშინა (შ,ჯ,ჩ,ჟ,ჭ) გერების წარმოთქმის ნაკლოვანება ნაკლოვანებათა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. მათი სწორი წარმოთქმა მოითხოვს ზუსტ დიფერენცირებულ მოძრაობას, სწორი არტიკულაციური მოწყობიდან მცირედი გადახრაც კი იწვევს ამ ბგერების არასწორ, უსუფთაო წარმოთქმას!

როგორ შევარჩოთ სათამაშოები ჩვენი პატარა საოცრებისათვის

ბავშვებისათვის სათამაშოები სამყაროს შეცნობის მთავარი საშუალებაა, მაგრამ მინდა გითხრათ აქაც გაკვეული ცოდნაა საჭირო, როდის რით და როგორ ვითამაშოთ

წერითი მეტყველება

წერითი მეტყველების ცნებაში შედის წერაც და კითხვაც, წერა და კითხვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც თავისი განვთარებით, ასევე მუდმივი გამოყენებით.მათი დარღვევა იწვევს ბავშვის ჩამორჩენილობას,მნიშვნელოვან შეფერხებას სწავლის პროცესში.

სამეტყველო წრე

მეტყველება წარმოადგენს შეკრულ წრეს ინფრომაციის გადაცემისას ტვინში არსებულ 3 ცენტრს შორის.გამართული და თანმიმდევრული მეტყველებისათვის აუცილებელია წესრიგში მოყვანილი „სამეტყველო წრე“.

ალალია

ალალია- ( ტერმინიდან а-უარყოფა; lalio-მეტყველება) უმეტყველობა ან მეტყველობის განუვითარებლობა ნორმალური სმენისა და პირველადი ინტელექტის შემთხვევაში. ასეთ ბავშვებს უპირველეს ყოვლისა უმოწმებენ სმენას, რადგან შთაბეჭდილებას ტოვებენ , რომ ყურში არ ესმით ან არასრულფასოვნად ესმით. თუმცა შემოწმების შედეგად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ სრულფასოვანი ფიზიკური სმენა აქვთ და საწყის ეტაპზე კარგი ინტელექტიც, რაც დროებითია, რადგან რაც მეტად გვიანდება რეაბილიტაცია მეტყველების შეფერხება მით მეტად იწვევს ინტელექტის ჩამორჩენილობას.....

მეტყველების დარღვევის სახეები: დისლალია.

დისლალია მეტყველების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მისი რაობა და გამომწვევი მიზეზები.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია