სტატიები   ›  ბავშვის ოთახი   ›   მოაწყვეთ ბავშვის ოთახი ბავშვთან ერთად

მოაწყვეთ ბავშვის ოთახი ბავშვთან ერთად

ფავორიტებში დამატება
ეკატერინე ბარათაშვილი
ეკატერინე ბარათაშვილი
არქიტექტორი
გამოქვეყნების თარიღი: 09 ოქტომბერი, 2013

თუ გადაწყვიტეთ ბავშვისთვის მოაწყოთ ოთახი, არ დაგავიწყდეთ თავად ბავშვის ჩართვაც ამ პროცესში. მიეცით მას საშუალება აირჩიოს სასურველი ფერი, დეკორი, თემა. თუ გსურთ გაუკეთოთ სიურპრიზი, ერთპიროვნულად გადაწყვიტოთ მომავალი ოთახის იერსახე, შეიძლება განიცადოთ იმედგაცრუება, როდესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული ვარდისფერი, თოჯინების და პრინცესების თემა ბავშვისთვის აღარ არის საყვარელი. ამის თავიდან ასაცილებლად ერთად იმსჯელეთ მომავალ დიზაინზე, შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები რამოდენიმე ვარიანტი და მიეცით ბავშვს საშუალება თავად ამოირჩიოს მისთვის ყველაზე საინტერესო. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პატარა იმ ასაკისაა, როდესაც უკვე შეუძლია ჩაერთოს დისკუსიაში და მიიღოს გადაწყვეტილება.

ავეჯის საკუთარი ხელით აწყობა ფულის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ძველი ავეჯისა და ნივთების გამოყენებაც. შეაკეთეთ, გადაღებეთ და გაალამაზეთ. აქაც გამოიყენეთ ბავშვის წარმოსახვა და აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი სურვილები.

თუ გეგმავთ არა მარტო ავეჯის, არამედ მთელი ოთახის საკუთარი ხელით გაკეთებას, ჩართეთ თქვენი პატარა ასევე სარემონტო სამუშაოებშიც. ეს დაგმუხტავთ თქვენც და მასაც დადებითი ენერგიით. დაავალეთ მისთვის ადვილად შესასრულებელი საქმეები. მიეცით საშუალება მონაწილეობა მიიღოს კედლის შეღებვაში, მოხატვაში, დეკორის შექმნაში; ერთად აირჩიეთ კედელზე ჩამოსაკიდებელი ფოტოები, ერთად შექმენით ფოტო კოლაჟები, დაახატინეთ ნახატები, რომლებსაც შემდგომ ჩადებთ ჩარჩოში და ჩამოკიდებთ კედელზე. ამით პირველ რიგში პატარას შეაყვარებთ შრომას, განუვითარებთ შემოქმედებით უნარებს, გახდით ამ სივრცეს მისთვის უფრო ახლობელსა და მყუდროს. რაც მთავარია მშობლებსაც გექნებათ შესაძლებლობა მეტი დრო გაატაროთ თქვენს ბავშვთან საინტერესოდ და სასარგებლოდ.

სტატიები ამავე თემიდან

ფერთა პალიტრა ბავშვის ოთახისთვის

როგორი ფერთა პალიტრა უნდა გამოვიყენოთ თუ ოთახი საძინებელია, ან ოთახი განკუთვნილია სათამაშოდ, ან მეცადინეობისთვის. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ოთახი განკუთვნილია რამდენიმე ბავშვისთვის, ან განკუთვნილია სხვადასხვა აქტივობებისათვის.

როგორ შევარჩიოთ ფერი ბავშვის ოთახისათვის

რომელი ფერი იქნება პატარასთვის უკეთესი? რომელი ფერი მოახდენს მასზე დადებით გავლენას და უზრუნველყოფს მის კომფორტს? გაიგეთ მეტი ფერების შესახებ

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ოთახის მოწყობისას

მოეკიდეთ თქვენი ბავშვის ოთახის მოწყობას შემოქმედებითად და ამავე დროს პრაქტიკულად.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია