სტატიები   ›  ფსიქოლოგია   ›   მორცხვობის პრობლემა სკოლაში და მისი გადაჭრის გზები

მორცხვობის პრობლემა სკოლაში და მისი გადაჭრის გზები

ფავორიტებში დამატება
სალომე მაჩიტიძე
სალომე მაჩიტიძე
ფსიქოლოგი
გამოქვეყნების თარიღი: 15 ნოემბერი, 2014

მორცვი ბავშვი სკოლაშირეკომენდაციები:
სკოლის პირველი პერიოდი ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია, მაშინ როცა ზოგიერთი მათგანი აღტაცებულია ახალი გარემოთი და ცდილობს მასწავლებლის ყველა კითხვას გასცეს პასუხი, დანარჩენები ნაკლებად არიან მოტივირებულები. უფრო მორცხვი ბავშვები თავს იკავებენ კლასში ხმამაღლა ლაპარაკისგან, ზურგს აქცევენ სხვა ბავშვებისგან შემდგარ ჯგუფებს და ამჯობინებენ, რომ თავისთვის, წყნარად ითამაშონ ან იმეცადინონ.

უნდა ვინერვიულოთ თუ არა ბავშვის მორცხვობაზე?

რა თქმა უნდა ყველას უნდა, რომ მისი შვილი სკოლით მოტივირებული იყოს, მაგრამ თუ ასე არ ხდება არც ესაა საგანგაშო. საწყის ეტაპზე ბავშვები უბრალოდ ცდილობენ ისწავლონ თუ როგორ იურთიერთონ თავიანთ ტოლებთან და როგორ ჩაერთონ ჯგუფურ სამუშაოებში. სკოლამდელ ასაკში ბავშვები ჯერ კიდევ ცალ-ცალკე თამაშობენ, ისინი დგანან ერთმანეთის გვერდით და აკვირდებიან ერთმანეთის თამაშს, მაგრამ ეს ერთად თამაში არ არის. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება უკვე იმის სწავლა თუ როგორ უნდა მოხდეს წყვილებში ჯგუფურად თამაში, მეცადინეობა ან სხვა სამუშაოს შესრულება. სკოლაში ბავშვები ჯერ კიდევ აკვირდებიან, ამოწმებენ ახალ ადგილს და სწავლობენ ქცევის ახალ წესებს. ამ პროცესის დასრულებას დრო სჭირდება.

დედას ჩახუტებული მორცხვი გოგონაამ ასაკის ბავშვისთვის მშვიდად ყოფნა და მორცხვობა ნორმალური მოვლენაა და ამაზე არ უნდა ვიდარდოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შეგვიძლია ცოტა მაინც დავეხმაროთ მათ თავიანთი შიშების და დისკომფორტის დაძლევაში რაც სკოლასთან მიმართებაში აქვთ. ამ გზით ჩვენ სკოლას გადავაქცევთ უფრო სასიამოვნო და დადებითი გამოცდილებების მიღების ადგილად და მეტ მოტივაციას მივცემთ უკეთ სწავლისთვის.

 

როგორ წავახალისოთ ბავშვი

დაელაპარაკეთ მასწავლებელს.
ჩაინიშნეთ და შეადარეთ ერთმანეთს ბავშვის ქცევა სკოლასა და სახლში. რომელია ის აქტივობები რომელიც ბავშვს სახლში მოსწონს და ის სკოლაში არა აქვთ? რომელია ის აქტივობები, რომელიც ბავშვს არ მოსწონს და მოლოდინი აქვს, რომ სკოლაში დახვდება? გაუზიარეთ თქვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია მასწავლებელს და იმსჯელეთ მასთან ერთად, რომ საკლასო ოთახი მისთვის უფრო სასიამოვნმო ადგილად გადაიქცეს.

წაიღეთ მისი ინტერესები სკოლაში.
მაგალითად თუ თქვენი შვილი დაინტერესებულია ხოჭოებით, ნიჟარებით ან რაიმე მსგავსით რაზეც სკოლაში არ ლაპარაკობენ, უფლება მიეცით წაიღოს სკოლაში თავისი კოლექცია, აჩვენოს სხვებს და გაუზიაროს თუ რატომ მოსწონს. სასურველია მასწავლებელმა რამდენიმე წუთი გამოყოს პრეზენტაციისთვის, თუ რატომ მოსწონს ბავშვს თავისი კოლექცია ან რაიმე თავისი ნივთი. ამ გზით ბავშვი ცდილობს საკუთარი თავის გამოხატვას, საკუთარი გემოვნებების და აზრების გაზიარებას, კითხვების მოსმენას და მასზე პასუხების გაცემას.

მაშინაც კი, თუკი ბავშვი არც ისე ბევრს ლაპარაკობს, თავისი საყვარელი ნივთის ქონა კლასში მას აძლევს მეტ თავდაჯერებულობას, რომ დაძლიოს მორცხვობა. ამ ეტაპზე იწყება იმის განცდა, რომ ის ეკუთვნის რაღაც საზოგადოებას, მასაც აქვს ინტერესები და ერთვება სასკოლო ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა რამდენად ვერბალურად გამოხატავს ამას, მიკუთვნილობის განცდის გაჩენა მაინც პირველი ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ მორცხვობის დაძლევაში.

თქვენც წადით სკოლაში.
თქვენი იქ ყოფნა შესაძლოა დაეხმაროს თქვენს მორცხვ შვილს, რომ თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. შესაძლოა თქვენი დღის გეგმები არ გაძლევდეთ საშუალებას,რომ მთელი დღე სკოლაში გაატაროთ, მაგრამ სკოლაში ცოტაოდენი ზედმეტად გატარებული დროც კი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მეტი დაკვირვება მოახდინოთ ბავშვზე.

შეეცადეთ წაახალისოთ (უბიძგოთ) წარმატებისკენ.

თქვენმა შვილმა შესაძლოა თავიდან აირიდოს სხვა და სხვა აქტივობებში მონაწილეობა, პროექტების გაკეთება და წარდგენა. ამის მიზეზი კი შესაძლოა იყოს ის,რომ ბავშვი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი არ გამოუვა. თუკი თვლით, რომ კლასის აქტივობები მართლა უფრო რთულია ვიდრე ბავშვს შეუძლია, სთხოვეთ მასწავლებელს, რომ საწყის ეტაპზე მისთვის დავალება გაამარტივოს ან სხვა სახით მიაწოდოს.

მაგალითად თუ თქვენს შვილს უჭირს თავიდან ბოლომდე უშეცდომოდ ჩამოთვალოს მთელი ანბანი და ამის გამო თავს იკავებს, სთხოვეთ მასწავლებელს, რომ საწყის ეტაპზე დავალება დაუნაწევროს.

თუკი ბავშვი კარგად ვერ მუშაობს მაკრატლით და წებოთი, ამ შემთხვევაში შევცვალოთ მისთვის დავალება და თავდაპირველად ვაკეთებინოთ ის, რაც კარგად გამოსდის, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ხატვა.

უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი გაკვეთილების შემდეგ არ რჩება ფრუსტრირებული და წახალისების ფონზე მისი მოტივაცია უფრო და უფრო იზრდება.

დარწმუნდით, რომ სკოლისგან საკმაო გამოწვევა აქვს მიღებული.

შესაძლოა ის აქტივობები, რომელიც სკოლაშია მისთვის ძალიან მარტივი და მოსაწყენია. თუ ეს ასეა, იმუშავეთ მასწავლებელთან ერთად, რომ მისი დავალებები უფრო რთული და საინტერესო გახდეს. 

დაეხმარეთ მას სახლში.
ზოგიერთ ბავშვს ურჩევნია ახალი უნარების დაუფლებაში ცალკე, მშვიდ გარემოში იმუშაოს. ამიტომ შეეცადეთ მას სახლში მიეხმაროთ იმ დავალებების თუ პროექტების გაკეთებაში, რომელიც მერე სკოლაში უნდა წარადგინოს.

მიეცით საშუალება ივარჯიშოს სახლში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ სახლში მეცადინეობა გადააქციოთ მძიმე შრომად. მისთვის ეს უნდა იყოს სახალისო და სასიამოვნო. მთავარი იდეა, რის გარშემოც ვტრიალებთ არის თავდაჯერებულობა.

ყურადღება გაამახვილეთ მის მიღწევებზე.
მხოლოდ იმაზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას რაც არ გამოსდის. სახალისო და მარტივი დავალებების შესრულებაც შესანიშნავი გზაა იმისთვის,რომ მის შიშებს მოვერიოთ. ყველა კლასს აქვს თავისი საყვარელი ჯგუფური სიმღერა, გაიგეთ რომელია მისთვის ყველაზე საყვარელი და გადააქციეთ ის თქვენს ყოველდღიურ რუტინადაც.

გახდით მისი „მოსწავლე“.
შეეცადეთ სახლში მოაწყოთ როლური თამაშები. აიღეთ მისი საყვარელი სათამაშოები (დათუნიები,კაცუნები) და მოაწყვეთ სკოლის სიტუაცია. ზოგი სათამაშო შეიძლება იყოს მისი მეგობარი,ზოგი უბრალოდ კლასელი,ზოგი მასწავლებელი. დაეხმარეთ გაითამაშოს სიტუაციები და შესაძლოა ამ გზით გაიგოთ რა არ მოსწონს მას სკოლაში, რომელი ბავშვია მისთვის შემაწუხებელი, რა სიტუაციის შეცვლა უნდა. რა მოსწონს ან არ მოსწონს მასწავლებელში ან სწავლების მეთოდებში. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ უკეთ ითანამშრომლოთ მასწავლებელთან და ერთად იმუშაოთ ბავშვის თვითშეფასების გაზრდასა და საკლასო ცხოვრების უფრო სასიამოვნო მოვლენად გადაქცევისთვის.

 

როდის უნდა ვიდარდოთ, რომ ბავშვის ქცევა გასცდა ნორმის ფარგლებს.

თუკი თქვენი შვილი მუდმივად ტირის სკოლაში წასვლამდე ან სკოლაში, თვალშისაცემად ამოვარდნილია სასკოლო ცხოვრებიდან, ერიდება თვალით კონტაქტის დამყარებას, ძალადობს სხვებზე, ურტყამს სხვა ბავშვებს ან მასწავლებელს, ამ შემთხვევაში ბავშვს სჭირდება პროფესიონალის დახმარება, ამიტომ საწყის ეტაპზე დაუკავშირდით თქვენს პედიატრს და სკოლის ფსიქოლოგს.

სტატიები ამავე თემიდან

სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვობაში

ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება უმნიშვნელოვანესია მისი ადეკვატურობის განვითარებისთვის, ცხოვრების გაგებისთვის და ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლისთვის.

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლოგია, მათი დამახასიათებელი თვისებები. ასევე, მოცემულია რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ინტროვერტებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი ბავშვს?

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზოგჯერ უარს ამბობენ ჭამაზე, პრეტენზიულები არიან საკვების არჩევისას.ეს კი ხშირად ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის მიზეზი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები, რა უნდა გააკეთონ, რომ ჭამის პროცესი მათთვისაც და ბავშვისთვისაც სასიმოვნო გახდეს?

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის სწორად განვითარდეს

ბავშვების დაბადების რიგი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე

დაბადების რიგი წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრების სტილზე, რომელიც თავისთავად გავლენას ახდენს ამ ინდივიდის ცხოვრებაში მეგობრობაზე, სიყვარულზე და სამსახურზე.

ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები

რა არის ძალადობის მიზეზი და რა შედეგები მოყვება მას. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით.

ქცევის კონტროლის მექანიზმები

როგორ გამოიყენება ქცევის კონტროლის მექანიზმები? რა არის დასჯა და წახალისება და რა შედეგებს გვაძლევს ბავშვთან ურთიერთობაში.

ხშირად გავახაროთ ბავშვები

რამდენად ხშირად იღიმიან და უხარიათ ბავშვებს? როგორია მშობლების წვლილი ბავშვის დადებითი ემოციების განვითარებაზე და რა გავლენას ახდენს სიხარულისა და ბედნიერების განცდა ბავშვებზე?

მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება, ე.ი. მას სამსახურში საქმეები ცუდად მისდის, ხოლო როცა ასეთივე უბრალო მიზეზით თანამშრომლებთან ჩხუბობს - მაშინ ოჯახში აქვს პრობლემა.

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია