სტატიები   ›  განვითარება, მუსიკა   ›   მუსიკა და ტვინის განვითარება

მუსიკა და ტვინის განვითარება

ფავორიტებში დამატება
დავით ცვარიანი
დავით ცვარიანი
გამოქვეყნების თარიღი: 19 მაისი, 2015

გოგონა ყურსასმენებით

1993 წელს, როშერი (Frances Rauscher) ამტკიცებდა, რომ მოცარტის ერთერთი სონატის (სონატა ორი ფორტეპიანოსათვის K448) მხოლოდ 10 წუთის მოსმენის შემდეგ, საგრძნობლად იზრდებოდა ბავშვის გონივრული შესაძლებლობები. იმ დროისათვის ეს იყო „სენსაციური მიგნება“, რომელიც მაშინვე ყველამ აიტაცა (ეს ფენომენი ცნობილია როგორც „მოცარტის ეფექტი“). რათქმაუნდა სინამდვილეში, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცეს, რომ მუსიკის უბრალოდ მოსმენას არანაირი გავლენა არა აქვს ბავშვის გონივრულობის განვითარებასთან ან სწავლის შესაძლებლობების ზრდასთან!

თუმცა, მუსიკას შეუძლია ბავშვის ტვინის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, ოღონდ აქ ცოტა უფრო მეტი რამაა საჭირო, ვიდრე მუსიკის მხოლოდ მოსმენა...

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Neuroscience, აჩვენებდა, რომ 7 წლის ასაკამდე რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლება, ცვლის ტვინის გავნითარებას სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში ტვინის ეს ცვლილება ეხება სენსორული ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდას; სმენის გარდა ვითარდება მხედველობითი და შეხების მგრძნობელობაც.

 

ტვინის სტრუქტურის განვითარება

კორძიანი სხეული

კვლევებმა აჩვენეს, რომ იმ ბავშვებში, რომლებმაც ადრეულ ასაკში იწყებენ მუსიკის შესწავლას და რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრას, აქვთ უფრო ძლიერი კავშირები კორძიან სხეულში. კორძიანი სხეული ეს არის ნერვული ბოჭკოების ჭიმი, რომელიც აერთებს თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს; ახორციელებს მათ შორის ნერვული იმპულსების ცვლას და უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ მუშაობას. კორძიანი სხეული თეთრი ნივთიერების ყველაზე დიდი სტრუქტურაა თავის ტვინში.

თეთრი ნივთიერება? რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

თეთრი ნივთიერება შედგება ნერვული ბოჭკოებისაგან, რომლის მეშვეობითაც ტვინის სხვადასხვა უბნები უკავშირდება ერთმანეთს. კარგად განვითარებული თეთრი ნივთიერება ნიშნავს მეტ და სწრაფ კავშირებს ტვინის სხვადასხვა ნაწილებს შორის და შესაბამისად ტვინის მეტი რესურსის, უფრო სწრაფად და ეფექტურად გამოყენებას. სწორედ წრაფი კავშირების შედეგია ბავშვის კოგნიტურ შესაძლებლობების ზრდა.

 

ტვინის ზომა და ნერვული კავშირები

ბრაუნის უნივერსიტეტში (Brown University) ჩატარებული კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის შესწავლა გავლენას ახდენს ასევე რუხი ნივთიერების წარმოქმნაზერომელიც პასუხისმგებელია ახალი ინფორმაციის მიღებასა და მის დამუშავებაზე, ტვინში ახალი ნერვული კავშირების შექმნაზე და შესაბამისად ტვინის მოცულობის ზრდაზე. სწორედ ამ ახალმა ნერვულმა კვანძებმა შეიძლება გაზარდოს ბავშვის ინტელექტუალური და ემოციური შესაძლებლობები; მათ შორის მაგალითად წაკითხულის გააზრების, მოსმენის, მათემატიკური აზროვნების, მართლწერისა და სხვადასხვა მოტორული უნარები.

მეტი თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ვისკონსინისა (University of Wisconsin) და კალიფორნიის (University of California) უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევების მონაცემები, რომლებმაც აჩვენეს, რომ მოსწავლეების ზოგადი მოსწრება 34%-ით უკეთესი იყო იმ ბავშვებში, რომელთაც მხოლოდ 6 თვის მანძილზე უტარდებოდათ ფორტეპიანოს გაკვეთილები, განსხვავებით სხვა ბავშვებისაგან, რომელთაც მსგავსი გაკვეთილები არ ჰქონიათ, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მუსიკის გაკვეთილების ნაცვლად, კომპიუტერის გაკვეთილები უტარდებოდათ.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მუსიკის (დაკვრის, შესრულების) შესწავლა ანვითარებს ტვინის სწორედ იმ არეებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სივრცითი წარმოსახვის უნარებზე - ანუ შესაძლებლობაზე წარმოიდგინო სივრცითი, მოცულობითი სურათი; მაგალითად წარმოიდგინო თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მოცულობითი ფიგურები მოერგონ სივრცეში ერთმანეთს. ტვინის ასეთი შესაძლებლობები ზრდიან პრობლმის გადაჭრის უნარებს და ორგანიზებულობას.

 

თქვენი პატარა მუსიკოსი

გოგონა ფორტეპიანოსთანსპეციალისტები თანხმდებიან, რომ ტვინის განვითარებისათვის, ანუ ზევით ნახსენები შედეგების მისაღწევად კვირაში ორი, ორ-ორ საათიანი მეცადინეობაც საკმარისია. ასე რომ თუ თქვენს ბავშვს, ოდნავ მაინც აინტერესებს რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა - მიეცით საშუალება ისწავლოს ის, ამით ხომ ხელს შეუწყობთ მისი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას...

გარდა ამისა, ის ხომ ინსტრუმენტზე დაკვრას ისწავლის... უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი პატარა რომელიმე ინსტრუმენტთან, ეს ხომ ძალიან, ძალიან მაგარია!

სტატიები ამავე თემიდან

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლოგია, მათი დამახასიათებელი თვისებები. ასევე, მოცემულია რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ინტროვერტებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? რომელია ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში.

დაუნის სინდრომი

რა არის დაუნის სინდრომი? რა იწვევს დაუნის სინდრომს და როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს?

ბავშვები და კომპიუტერი

ბავშვობა ალბათ ის პერიოდია, რომელსაც მოზრდილ ადამიანთა უმრავლესობა მუდამ შენატრის და ხშირად დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებობს.

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი ბავშვს?

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე.შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. სტატიაში გთავაზობთ რამოდენიმე რამოდენიმე შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა. რა როლს ასრულებს ფანტაზია ფავშვის განვითარებაში.

კომპიუტერული თამაშების ნეგატიური და პოზიტიური გავლენა ბავშვებზე

რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვებზე კომპიუტერულმა თამაშებმა. გაიგეთ თუ რომელი თამაში როგორ გავლენას მოახდენს ბავშვებზე.

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს

ნებისმიერ კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც ხშირად ჩუმად არის და არ იჩენს ინიციატივას. როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვებს სოციალური უნარების განვითარებაში? როგორ შევუქმნათ უსაფრთხო და სანდო გარემო სკოლაში?

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია