სტატიები   ›   რა არის ლოგოპედია

რა არის ლოგოპედია

ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი
გამოქვეყნების თარიღი: 23 მარტი, 2013

ლოგოპედიაბავშვის მეტყველების განვითარებას ყველაზე კარგად მშობლები აფასებენ. საკუთარი შვილის პირველი ტირილი, ღუღუნი, ტიტინი, სიტყვები თუ წინადადებები  მათთვის  დიდი შინაგანი ზეიმია. ბუნებრივია უჩნდებათ კითხვები: როდის და როგორ უნდა დაიწყოს პატარამ ლაპარაკი? რა ასაკშია ბავშვის თავისებური მეტყველება "საკალელი" და რა ასაკში უკვე ყურადღება მისაქცევი? როდის უნდა ავნერვიულდეთ და როდის უბრალოდ დაველოდოთ? როგორ არ გაგვეპაროს მომენტი, როდესაც ბავშვს სჭირდება თქვენი ან მეტყველების თერაპევტის (ლოგოპედის) დახმარება? სწორად როგორ შევაფასოთ ჩვენი შვილების მეტყველების განვითარება? ამ და მსგავს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად გაიხსნა აღნიშნული თემა. რომელშიც ვისაუბრებთ მეტყველების განვითარების ნორმებზე, მათ დარღვევებზე, გამოსწორების გზებსა და მეთოდებზე. განვიხილავთ იმ საინტერესო თამაშ-ვარჯიშებს, ენის გასატეხებსა თუ მეტყველების სავარჯიშოებს,რომელთა შესრულებას მარტივად შეძლებთ.თემაში ბევრ საინტეტრესოსა და სასარგებლოს იპოვიან - მშობლები, ბებია-ბაბუები, საბავშვო–ბაღის აღმზრდელები, ძიძები თუ დაწყებითი კლასის პედაგოგები.

ლოგოპედია არის მეცნიერება მეტყველების ნაკლოვანებათა შესახებ. სიტყვა ლოგოპედია წარმოიშვა ბერძნულიდან “ლოგოს” – სიტყვა და “პაიდეია” – აღზრდა, სწავლება ანუ „სწორმეტყველების სწავლება“. მეტყველების დარღვევებს სწავლობენ ფსიქოლოგები, ლინგვისტები, ფიზიოლოგები, ნევროპათოლოგები და ა.შ. მაგრამ ყოველი მათგანი ამ პრობლემას საკუთარი ჭრილიდან უყურებს. ლოგოპედების მიზანია სპეციალური მეთოდების გამოყენებით გამოავლინოს და გამოასწოროს მეტყველების ნაკლოვანებები. ლოგოპედია წარმოადგენს კორექციული პედაგოგიკის (დეფექტოლოგიის) ერთ–ერთ დარგს.

ლოგოპედიური მუშაობის დროს

  • ხდება - სამეტყველო მოტორიკის დამუშავება, სწორი ბგერათწარმოთქმისათვის.
  • ფონემატური სმენის მოწესრიგება.
  • ხდება სამეტყველო და ფიზიოლოგიური (დიაფრაგმული) სუნთქვის მოწესრიგება;
  • ნორმალიზდება მეტყველების ტემპი და რიტმი;
  • მუშავდება ხმა, ტემბრი, წარმოთქმის მკაფიობა, ინტონაცია. გამომხატველობითი მეტყველება.
  • ხდება საერთო და წვრილი მოტორიკის დამუშავება-მოტორიკა, მიმიკა, პანტომიმიკა.
  • ხდება-აზროვნების, მეხსიერების სხვადასხვა ფორმის, ყურადრების, წარმოსახვის, დანახულის აღქმის, დამახსოვრებისა და მათი თანმიმდევრულ მეტყველებაში გადმოტანის თვისების ჩამოყალიბება.
  • ხდება პასიური და აქტიური მარაგის გამდიდრება. მათი გრამატიკულად სწორი წყობით დალაგება და თანმიმდევრულ მეტყველებაში გამოყენების უნრის ჩამოყალიბება.

სტატიები ამავე თემიდან

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია