სტატიები   ›  ბავშვის ოთახი   ›   რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ოთახის მოწყობისას

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ოთახის მოწყობისას

ფავორიტებში დამატება
ეკატერინე ბარათაშვილი
ეკატერინე ბარათაშვილი
არქიტექტორი
გამოქვეყნების თარიღი: 01 ოქტომბერი, 2013

როდესაც გადაწყვეტთ თქვენი შვილებისთვის მოაწყოთ ოთახი, მთავარია არ დაივიწყოთ მათი წარმოსახვის უნარი, ნიჭიერება. პატარები არიან მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები. მათი შემოქმედებითი ენერგია, არ აძლევთ გაჩერების საშუალებას, დილიდან საღამომდე, გაღვიძებიდან დაძინებამდე. ამიტომ ნუ დატოვებთ პატარებს არაფრის მთქმელ, უემოციო, უსახურ ოთახში. ისინი იმსახურებენ ისეთ სივრცეს, რომელიც შთააგონებს და დამუხტავს დადებითი ენერგიით. 

იყავით პრაქტიკულები. პატარები სწრაფად იზრდებიან, ყოველდღიურად იცვლება მათი ინტერესთა სფერო. საყვარელი მანქანები, თოჯინები, მულტფილმის გმირები დროთა განმავლობაში ხდება უინტერესო. ბავშვი იზრდება ფიზიკურადაც. თქვენს მიერ შერჩეული საწოლი, მაგიდა, სკამი შეიძლება მალე გახდეს უსარგებლო. იყავით მზად ამ ცვილებებისთვის. შეიძინეთ მხოლოდ რამოდენიმე ნივთი, დეკორის ელემენტი, კონკრეტული ასაკისთვის, მაგრამ იყავით პრაქტიკულები ძვირად ღირებული ნივთების ყიდვისას. აირჩიეთ ისეთი დეკორი და ავეჯი, რომელსაც შემდგომ განავითარებთ და შეცვლით თქვენი ბავშვის ასაკის შესაბამისად.

room

ყველა ბავშვს ოთახში სჭირდება საწოლი, ტანსაცმლის კარადა, წიგნების კარადა, მაგიდა და სკამი მეცადინეობისათვის (ხატვისთვის, ძერწვისთვის და სხვა). სასურველია შეიძინოთ მაღალი ხარისხის ავეჯი, რომელიც მოგემსახურებათ რამოდენიმე წელი, შესაძლოა სკოლის დამთავრებამდეც კი. თუ გსურთ, ზედმეტი ფულის დახარჯვა, ეს რა თქმა უნდა თქვენი ნებაა, მაგრამ გირჩევთ არ იყიდოთ საწოლი მხოლოდ ერთი - ორი წლისთვის. არ ჩააწვინოთ თქვენი 13 წლის შვილი მატარებლის ფორმის საწოლში, რომელიც უყიდეთ ხუთი წლის ასაკში. პირიქით, 5 წლის ბავშვს შეუძინეთ ავეჯი, რომელსაც გამოიყენებს 13 წლის ასაკშიც. ან ავეჯი, რომლის გადიდება სიგრძესა და სიგანეში შესაძლებელი იქნება.

შეიძინეთ წიგნების კარადა, მანამდე სანამ თქვენი პატარა დაიწყებს კითხვას. ცოტა ხანში ის აუცილებლად დაგჭირდებათ. ასევე მაგიდა მეცადინეობისთვის, რომელზეც ბავშვი შეძლებს ხატვას, ძერწვას, თამაშს მანამ, სანამ მიაღწევს სასკოლო ასაკს.

მოეკიდეთ თქვენი ბავშვის ოთახის მოწყობას შემოქმედებითად და ამავე დროს პრაქტიკულად. ჩააქსოვეთ ამ საქმეში თქვენი ბავშვისადმი სიყვარული, მისდამი მზრუნველობა და სურვილი გაალამაზოთ და საინტერესო გახადოთ მისი ცხოვრება.

სტატიები ამავე თემიდან

ფერთა პალიტრა ბავშვის ოთახისთვის

როგორი ფერთა პალიტრა უნდა გამოვიყენოთ თუ ოთახი საძინებელია, ან ოთახი განკუთვნილია სათამაშოდ, ან მეცადინეობისთვის. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ოთახი განკუთვნილია რამდენიმე ბავშვისთვის, ან განკუთვნილია სხვადასხვა აქტივობებისათვის.

მოაწყვეთ ბავშვის ოთახი ბავშვთან ერთად

თუ გადაწყვიტეთ ბავშვისთვის მოაწყოთ ოთახი, არ დაგავიწყდეთ თავად ბავშვის ჩართვაც ამ პროცესში. მიეცით მას საშუალება აირჩიოს სასურველი ფერი, დეკორი, თემა.

როგორ შევარჩიოთ ფერი ბავშვის ოთახისათვის

რომელი ფერი იქნება პატარასთვის უკეთესი? რომელი ფერი მოახდენს მასზე დადებით გავლენას და უზრუნველყოფს მის კომფორტს? გაიგეთ მეტი ფერების შესახებ

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია