სტატიები   ›  ფსიქოლოგია, წიგნი   ›   რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

ფავორიტებში დამატება
თამარ ისაკაძე
თამარ ისაკაძე
ბავშვთა ფსიქოლოგი
გამოქვეყნების თარიღი: 07 თებერვალი, 2016

წიგნის კითხვაჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშით სწავლა ამ ასაკის ბავშვებისთვის წამყვანია. მე თვითონ მიყვარს კითხვა, ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც წიგნის, გაზეთის თუ ჟურნალის ფორმა ჰქონდა, იქაური გმირები ჩემთვის ძალიან ცოცხალი და ახლობელი ადამიანები იყვნენ, მათგან ბევრი ვისწავლე, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ არც კი ვიცი რა მეშველებოდა, დავიკარგებოდი ალბათ დროსა და სივრცეში, არც წინ წასასვლელი მექნებოდა, არც - უკან მოსახედი, მათ ფანტაზია მასწავლეს და საკუთარი თავი და ცხოვრება შემაყვარეს. წიგნებთან ურთიერთობა ჩემთვის ბუნებრივი პროცესია.

მაინც რას ვაკეთებთ მე და ნიტა, რომ კითხვის სიყვარული არ დავკარგოთ, პირველ რიგში იმას, რომ ეგრევე წიგნებით არ ვიწყებ:

  1. ხშირად ვცდილობ ვესაუბრო სხვადასხვა თემებზე, რომ მისი ინტერესები გამოიკვეთოს, 4 წლის ბავშვს მკაფიო ინტერესები ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული, მანაც უნდა გააცნობიეროს საკუთარი ინტერესები, გაეცნოს სამყაროს, შეისწავლოს, შეაფასოს და შემდეგ არჩევანი გააკეთოს, იმაზე თუ რა აინტერესებს. ამისთვის, როცა დრო გვაქვს ძალიან ბევრს ვსეირნობთ, მიმყავს და ვუყვები, ეს რა ქუჩაა, ეს რა შენობა, აქ ადრე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება. როცა მისთვის საინტერესო საკითხს დავინახავ, ჩავეჭიდები და ფანტაზიებში ვამოგზაურებ, შემდეგ ამ ფანტაზიის შესახებ ხან ვუხატავ, ხან შესაბამის სურათებს მოვუძებნი ინტერნეტში, ან მულტფილმს ვნახავთ, აი მერე მივდივართ წიგნების მაღაზიებში;
  2. თუკი ვიცი ინტერესი, მაღაზიაში წიგნის არჩევა საინტერესო პროცესია, არასოდეს ვაკრიტიკებ არჩევანის გამო, არასოდეს ვეტყვი - ეს რატომ აირჩიე, ცუდია-მეთქი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილია, არ მინდა ინტერესები ერთნაირი გვქონდეს, მირჩევნია განსხვავებული ინტერესების აღიარება-დაფასება ვისწავლოთ;
  3. 4 წლის ბავშვისთვის, წიგნი მნიშვნელოვანია იყოს ძალიან ფერადი, შედარებით დიდი სურათებით და დიდი შრიფტით, ამიტომ წიგნების ასარჩევად ისეთ თაროსთან მივალთ, სადაც საბავშვო ლიტერატურა აწყვია;
  4. ვთანხმდებით, რომ წიგნის კითხვა ყველგან შეიძლება: სახლში, პარკში, იატაკზე, საწოლში...
  5. შეიძლება არტისტული უნარები დიდად არ მაქვს გამოხატული, მაგრამ მაინც ვცდილობ დიალოგები სხვადასხვა ტემბრით წავუკითხო, ასევე ვცვალო ინტონაციები სხვადასხვა სიუჟეტის წაკითხვისას, ეს ბავშვებში სასიამოვნო ემოციებს იწვევს;
  6. ერთხელ წაკითხულ მოთხრობას მეორეჯერაც მივუბრუნდებით და მესამეჯერაც, თუმცა მოსაწყენი რომ არ იყოს, კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება გვჭირდება, ამიტომ ზღაპრის გმირებს დავხატავთ, გამოვჭრით, გავაფერადებთ, ასე, რომ უკვე სპექტაკლის პერსონაჟებიც გვყავს;
  7. აბსტრაქტული აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებისთვის, ვფიქრობ კარგი იქნება ესა თუ ის გმირი სხვადასხვა წიგნებში და მულტფილმებში, ასევე გასაფერადებელ ალბომებში ამოვიცნოთ. მაგალითად, წავიკითხეთ მაუგლი, შემდეგ გასაფერადებელ ალბომში მაუგლი გავაფერადეთ, შემდეგ ინტერნეტში მოვძებნეთ ტორტები, მაუგლის გამოსახულებით, ამით პრაქტიკული უნარებიც ვითარდება და ცოტა პრაგმატიზმიც, ბავშვი უკვე ფიქრობს, რომ „მაუგლის“ წიგნის წაკითხვა სასარგებლო იყო, შეიძლება ამ ზღაპრის სხვა პერსონაჟებით ლოტოც ვითამაშოთ, ლოტო შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავამზადოთ;
  8. წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ მივდივართ ნაყინის ან შოკოლადის საჭმელად, ან მეგობართან ერთად სათამაშოდ, რადგან როცა ერთ აქტივობას მეორე მოსდევს, სწორედ ეს მეორე აქტივობა იწვევს წინა აქტივობის განმტკიცებას.

წიგნის კითხვაჩემი მიზანი მხოლოდ წიგნის კითხვა არ არის, წიგნები საშუალებაა, რომ ბავშვმა სამყარო შეიცნოს, წიგნების დახმარებით მიღებული ინფორმაციამ მას ყოველდღიურობა მინდა რომ გაუმრავალფეროვნოს. ხოლო ამ ყველაფერს მატარებლის ვაგონებივით მოყვება ლექსიკის გამდიდრება, მოსმენა, დამახსოვრება, გააზრება, გაანალიზება და სხვა უნარების განვითარება.

სტატიები ამავე თემიდან

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი

რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და რა შედეგები მოყვება არასწორი აღზრდის ფორმას

მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება, ე.ი. მას სამსახურში საქმეები ცუდად მისდის, ხოლო როცა ასეთივე უბრალო მიზეზით თანამშრომლებთან ჩხუბობს - მაშინ ოჯახში აქვს პრობლემა.

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე.შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. სტატიაში გთავაზობთ რამოდენიმე რამოდენიმე შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები.

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესში ჩაბმა, რატომ უჭირს ახალი მასალის დამახსოვრება? რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას? რა ხერხები დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს სკოლაში? - რჩევები მასწავლებლებს

ნებისმიერ კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც ხშირად ჩუმად არის და არ იჩენს ინიციატივას. როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვებს სოციალური უნარების განვითარებაში? როგორ შევუქმნათ უსაფრთხო და სანდო გარემო სკოლაში?

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზოგჯერ უარს ამბობენ ჭამაზე, პრეტენზიულები არიან საკვების არჩევისას.ეს კი ხშირად ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის მიზეზი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები, რა უნდა გააკეთონ, რომ ჭამის პროცესი მათთვისაც და ბავშვისთვისაც სასიმოვნო გახდეს?

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს სწორად

როგორ ვეთამაშოთ ბავშვს ისე, რომ გახდეს თავდაჯერებული, კრეატიული და წარმატებული?

სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვობაში

ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება უმნიშვნელოვანესია მისი ადეკვატურობის განვითარებისთვის, ცხოვრების გაგებისთვის და ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლისთვის.

ოჯახში ძალადობა - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის

რა შედეგი მოყვება ოჯახში ძალადობას ბავშვებსა და მოზარდებში. როგორია ოჯახში ძალადობის ნიშნები. როგორ დავეხმარო ბავშვს ან მოზარდს. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის.

ინტროვერტი ბავშვი: რჩევები და რეკომენდაციები

ვინ არიან ინტროვერტები? როგორია მათი სამყარო? სტატიაში მოკლედაა შეჯამებული ინტოვერტი ბავშვის ფსიქოლოგია, მათი დამახასიათებელი თვისებები. ასევე, მოცემულია რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ინტროვერტებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

გაიგეთ რომელია ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული შიშები, როგორი ტიპის შიშები არსებობს. რა არის შიშის გამომწვევი მიზეზები

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია