სტატიები   ›  განვითარება, სწავლა, ხატვა   ›   რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

ფავორიტებში დამატება
ქეთევან ოდიშარია
ქეთევან ოდიშარია
გამოქვეყნების თარიღი: 04 მაისი, 2015

ბავშვი საღებავშვი დასვრილი ხელებით

ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო ქმნიან ხელოვნებას: პირადი გრძნობების გამოხატვის, გამოფენების ან შემოსავლის გამო. მაგრამ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა, განსაკუთრებით მაშინ როცა ბევრი მასწავლებლის ყურადრება მიმართულია ძირითადად წერა-კითხვისა და მათემატიკისკენ? ცხადია, რომ ხელოვნების  სწავლა  ეხმარება ბავშვებს დამალული უნარებისა და ნიჭის განვითარებაში. გარდა ამისა, არსებობს სხვა მიზეზები იმისათვის, თუ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა:

  • ხელოვნება ეხმარება ბავშვს, აღმოაჩინოს და შექმნას ბედნიერება, სიხარული.
  • ხატვა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას : მოითხოვს პრაქტიკულ და სტრატეგიულ აზროვნებას.ვითარდება ხელისა და თვალის კოორდინაცია.
  • ამზადებს ბავშვს მომავლისთვის:  შემოქმედებითობა და გონებაგახსნილობა საჭიროა ნებისმიერი კარიერული წინსვლისთვის. შემოქმედებითობა არის ხანგრძლივი უნარი და შეიძლება გამოვიყენოთ ყოველღიურ სიტუაციებში;
  • ასწავლის ბავშვს პრობლემის გადაჭრას, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები.
  • ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს კომუნიკაციას და აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას გარემოსთან.
  • ხატვა ეხმარება ბავშვს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. წარმოვიდგინოთ რა შესანიშნავი გრძნობაა ბავშვისთის, როცა ის ამბობს: ,,შეხედეთ, რა დავხატე!’’ ან ,,მე შევძელი ამის დახატვა.’’ აგრეთვე, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ბავშვები სოციალურ ურთიერთობებს ამყარებენ სხვა ადამიანებთან, როცა ისინი აჩვენებენ ნახატებს მათ.
  • ხელოვნება აღვიძებს შეგრძნებებს, ბავშვს აძლევს ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას.

ფანტაზია კი ასრულებს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ბავშვის განვითარებაში:

1. შემეცნებით-ინტელექტუალურს, დაკავშირებულია გარემოზე ახალი  ინფორმაციის მიღებასა და პრაქტიკული ჩვევების ფორმირებასთან;

2. დაცვითს, ეს ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახულ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს დაძაბულობის მოხსნა და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა, რომელიც ბავშვს ჯერ არ შეუძლია გადაწყვიტოს რეალურ ცხოვრებაში.

ფანტაზიის განვითარების მაღალი დონე, როგორც წესი დამახასიათებელია კარგად განვითარებული ბავშვებისთვის.

ბავშვის განვითარებას თავისი კანონები აქვს. ბევრი რამ ამ კანონებიდან ჯერ კიდევ შეუცნობელია. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხატვა. საგულისხმოა, რომ ხატვა ხელს უწყობს შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვა ბავშვის ქცევის ისეთი ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობას გულისხმობს.

 

როდესაც ბავშვი ხატავს:

ბავშვი ხატავს

თუ დავაკვირდებით ხატვის პროცესს, მივხვდებით თუ როგორ უვითარებს ბავშვს ხატვა ფიზიკურ, კოგნიტურ და ემოციურ უნარებს. ადრეული ბავშვობიდან დაწყებული ბავშები ხატავენ და უყვართ ხატვა, რადგან სხვა არც ერთი აქტივობა არ აძლევს მათ საშუალებას გამოხატონ საკუთარი ემოციები და გახდნენ თვითდაჯერებულნი, ისე როგორც ხატვა.

სტატიები ამავე თემიდან

კომპიუტერული თამაშების ნეგატიური და პოზიტიური გავლენა ბავშვებზე

რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვებზე კომპიუტერულმა თამაშებმა. გაიგეთ თუ რომელი თამაში როგორ გავლენას მოახდენს ბავშვებზე.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი ბავშვს?

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე.შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. სტატიაში გთავაზობთ რამოდენიმე რამოდენიმე შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები.

რა გავლენას ახდენს მიჯაჭვულობა ბავშვის განითარებაზე

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში თითოეული ტიპი და რა რეკომენდაციებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის სწორად განვითარდეს

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

მხედველობის განვითარება ბავშვობაში

როგორ მიმდინარეობს მხედველობის განვითარება ბავშვებში,როგორ ხედაენ და რა ფორმებსა და ფერებს ანიჭებენ უპირატესობა ახალშობილები.

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

სტატიაში აღწერილ, ბავშვთან ერთად გატარებული ერთი დღის მაგალითზე, თქვენ გაეცნობით საინტერესო აქტივობებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური რუტინა ვაქციოთ ბავშვისთვის სხვადასხვა უნარების განმავითარებელ და სახალისო პროცესად.

3-4 წლის ბავშვის განვითარების ნორმები

3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებითვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის რას ელაპარაკებით.

მუსიკა და ტვინის განვითარება

რა გავლენას ახდენს მუსიკის სწავლა ტვინის სტრუქტურის განვითარებაზე, ნერვული კავშირების ჩამოყალიბებაზე და ტვინის ზომაზე.

როგორ ვმართოთ დედმამიშვილების ჩხუბი

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც დედმამიშვილები კამათობენ? ბავშვთა ფქისოლოგის რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიყუაციებში.

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? რომელია ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში.

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესში ჩაბმა, რატომ უჭირს ახალი მასალის დამახსოვრება? რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას? რა ხერხები დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია