სტატიები   ›  კვება, ძუძუთი კვება   ›   როდის უნდა დაიწყოს დამატებითი კვება

როდის უნდა დაიწყოს დამატებითი კვება

ფავორიტებში დამატება
NCDC
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნების თარიღი: 21 სექტემბერი, 2014

დამატებითი კვებაპირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე  მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას, ხოლო 6 თვიდან ბავშვს ესაჭიროება ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველი ნახევრადმყარი საკვების დამატება. გასათვალისწინებელია, რომ ადრე დაწყებული დამატებითი კვება ამცირებს რძის წარმოქმნას და ხშირ შემთხვევაში იწვევს მონელების პრობლემებს. დამატებითი კვების დაგვიანებული დაწყება ისევე საზიანოა, როგორც ნაადრევი, ვინაიდან შეიძლება ბავშვს საჭირო ნივთიერებები (მიკრონუტრიენტები) დააკლდეს, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება. იშვიათ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვების შედარებით ადრე დაწყება (4-5 თვე). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით თუ 4-5 თვის ბავშვის წონა ჩამორჩება ასაკს და იგი ავლენს ინტერესს დამატებითი საკვებისადმი, შესაძლებელია დაენიშნოს დამატებითი კვება.

დამატებითი კვებისთვის გამოიყენება საკვები პროდუქტები, რომლებიც განსხვავდებიან რძისგან და ავსებენ ბავშვის კვების რაციონს სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ბავშვის რაციონის გამდიდრების აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ენერგიის და საკვები ნივთიერებების (ცილა, რკინა, კალციუმი, თუთია და სხვ.) დეფიციტი, რაც ბავშვის ზრდის პროცესში ვლინდება, როდესაც ქალის რძის და ხელოვნური ნარევის შემადგენლობა ვეღარ აკმაყოფილებს მის გაზრდილ მოთხოვნილებას (6 თვე); შედარებით მკვრივი კონსისტენციის საკვების მიწოდება, რაც ხელს უწყობს სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საღეჭი მუსკულატურის, ფერმენტული პროცესებისა და ნაწლავის მოტორიკის გააქტივება და სტიმულაცია.

თავდაპირველად  ბავშვის კვების რაციონში შეაქვთ ხილის წვენი და პიურე, შემდეგ ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხორცი, ორცხობილა და სხვ. 1 წლამდე ასაკში არ არის მიზანშეწონილი კვერცხის ცილის, ციტრუსების, კონსერვირებული თაფლის გამოყენება.

ყოველი ახალი საკვები ინიშნება თანდათან, მზარდი დოზით. არ შეიძლება ერთდროულად ორი ახალი საკვების დანიშვნა. ყოველ ახალ საკვებს ბავშვს უნიშნავენ მას შემდეგ, რაც ის უკვე მიეჩვია პირველ დამატებით საკვებს;

საკვების მიცემა საჭიროა კოვზით და არა საწოვარით. სახლში საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ, ყველა ჰიგიენური წესის დაცვით.

კონსისტენციის მიხედვით საკვები უნდა იყოს ჰომოგენური, რომ არ იწვევდეს ყლაპვის გაძნელებას. ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად, აწვდიან უფრო სქელ, მოგვიანებით კი მკვრივ საკვებს, რათა თანდათან შეაჩვიონ ღეჭვას.

სიცოცხლის პირველ წელს ყურადღება უნდა მიექცეს რკინით მდიდარი საკვების მიღებას, როგორიცაა ხორცი, კვერცხის გული, თევზი, მუხუდო, შვრია, წიწიბურა, ვაშლი და სხვ. რკინით მდიდარი საკვების დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება სისხლნაკლებობა – ანემია, რაც ბავშვის ხშირი ავადმყოფობის მიზეზია. რკინის უკმარისობა აისახება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე.

სტატიები ამავე თემიდან

მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში

გაიგეთ რა ზიანი მოაქვს ჭარბი მარილის მოხმარებას პატარებში. გაიგეთ რა არის ბავშვთა ასაკში მარილის რეკომენდირებული დოზები.

10 ფაქტი ძუძუთი კვების უპირატესობის შესახებ

გაიგეთ მეტი ძუძუთი კვების უპირატესობების შესახებ. გაიგეთ თუ რა სარგებელი მოაქვს მას როგორც პატარისთვის, ასევე დედისთვის.

არაჯანსაღი კვება და მისი ნეგატიური გავლენა ბავშვზე

რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასწორი კვების რეჟიმმა, რამდენად მოქმედებს უმოძრაობა ბავშვის ჯანმრთელობაზე და რა გარემო პირობებმა შეუწყო ხელი ბავშვების ასეთ უმოძრაობას და წონაში მატებას

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზოგჯერ უარს ამბობენ ჭამაზე, პრეტენზიულები არიან საკვების არჩევისას.ეს კი ხშირად ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის მიზეზი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები, რა უნდა გააკეთონ, რომ ჭამის პროცესი მათთვისაც და ბავშვისთვისაც სასიმოვნო გახდეს?

ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება.

ძუძუთი კვება და ბავშვის გონებრივი განვითარება

ძუძუთი კვება ეხმარება ბავშვს უკეთ განვითარებაში, მისი გონება უფრო კარგად ვითარდება, ის უფრო ჭკვიანია, სწრაფად და უკეთესად კითხულობს და წერს, ერთი სიტყვით, ადვილად ითვისებს სასკოლო პროგრამას, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი.

რამოდენიმე მითი ძუძუთი კვების შესახებ

გაიგეთ სიმართლე საზოგადოებაში გავრცელებულ ზოგიერთი მითის შესახებ, ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით.

ზოგადი ინფორმაცია ძუძუთი კვების შესახებ

ძუძუთი კვების ნაკლებობა, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილს იწვევს.

ძუძუთი კვება და დამატებითი კვების საჭიროება

რა მნიშვენელობა აქვს ძუძუთი კვებას და როდის არის საჭირო დამატებითი კვების დაწყება. როგორ უნდა მოხდეს დამატებითი საკვების მიწოდება.

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს სასარგებლო საკვები?

რა ხერხებს შეიძლეა მივმართოთ, რომ ჩვენს პატარებს სასარგებლო საკვები შევაყვაროთ? საინტერესო და სასარგებლო რჩევები მშობლებისათვის.

ძუძუთი კვების უკუჩვენებები

სამედიცინო პრობლემები, რომლის დროსაც ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია, საკმაოდ მცირეა.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია