სტატიები   ›  ფსიქოლოგია, სწავლა, დარღვევები   ›   სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

ფავორიტებში დამატება
მარიამ ტატიშვილი
მარიამ ტატიშვილი
გამოქვეყნების თარიღი: 07 აპრილი, 2015

ბავშვი წიგნთანმასწავლებლებისგან და მშობლებისგან ხშირად გვსმენია, რომ  ზოგიერთი ბავშვი არის ზარმაცი, არ უყვარს სწავლა, არის უყურადღებო, გაკვეთილზე არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება და საბოლოოდ მიდიან დასკვნამდე, რომ  ამ ბავშვებს არ სურთ სწავლა, მაგრამ ამგვარი ქცევა შეიძლება სულ არ იყოს სიზარმაცით გამოწვეული და ამ ყველაფერს სულ სხვა მიზეზი  ჰქონდეს და ეს მიზეზი შეიძლება იყოს სწავლის უნარის სპეციფიკური დაქვეითება. ეს არის ნევროლოგიური შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს აღქმაზე, მეხსიერებაზე და სხვა კოგნიტურ უნარებზე. ეს არ არის გონებრივი ჩამორჩენა ან სიზარმაცე  და სამწუხაროდ არ არსებობს წამალი, რომელიც დაგვეხმარება ამ სიტუაციაში თუმცა ამ მოვლენის შემსუბუქება შესაძლებელია.

 

რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას?

არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე თუ რა იწვევს სწავლის უნარის დაქვეითებას, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობა, პრობლემები მუცლადყოფნისა და მშობიარობისას, დაბადების შემდგომი ტრამვები.

რა სიმპტომებზე დაკვირვებით  არის შესაძლებელი სწავლის უნარის დაქვეითების  გამოვლენა?

სწავლის უნარის დაქვეითების გამოვლენა შესაძლებელია სხვადასხვა სიმპტომებზე დაკვირვებით:

აკადემიური სიმპტომები - ბავშვი დაბალ შედეგებს იღებს ტესტებში, უჭირს კითხვა, წერა, დავალებების შესრულების თანამიმდევრული საფეხურების დაცვა და სამუშაოს დასრულება.

შემეცნებითი სიმპტომები - ბავშვს სირთულეები აქვს ზომის, ფორმის, ფერისა და დროის აღქმაში. მისთვის დამახასიათებელია სუსტი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, უჭირს აბსტრაქტული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.

ფიზიკური სიმპტომები - ბავშვებისთვის დამახასიათებელია ზოგადი მოუქნელობა, სუსტი ვიზუალურ-მოტორული კოორდინაცია, ჰიპერაქტიურობა, ზედმეტი აღგზნებადობა.

ქცევითი-სოციალური სიმპტომები - ხშირად აქვს ადგილი იმპულსურ ქცევას, გაუაზრებელ მოქმედებებს, მოუსვენარია ძილის დროს, ზედმეტად აღგზნებულია ჯგუფური თამაშის დროს, ხშირად უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა.

 

მსგავსი დაქვეითების მქონე ბავშვებში ვლინდება ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა და ხშირად ამ ბავშვებს უჭირთ სწავლის პროცესში ჩართვა, თუმცა არსებობს ისეთი ხერხები რომლებიც დაგვეხმარება მსგავსი ბავშვების სწავლით დაინტერესებაში. სწავლის პროცესში უნდა გამოვიყენოთ ისეთი თვალსაჩინო მასალა, რომელიც მათ ინტერესს გამოიწვევს, ბავშვები უნდა დავსვათ ფანჯრისგან მოშორებით რათა არ გაეფანტოთ ყურადღება, დავალებაზე მუშაობის დროს შევუქმნათ წყნარი და მყუდრო გარემო, მივცეთ საშუალება რომ დავალებები შეასრულოს კომპიუტერის გამოყენებით, ჩავიბაროთ დაგვიანებით და სანახევროდ შესრულებული დავალებაც, მივცეთ დრო საშინაო დავალებების ჩასანიშნად, გავამეორებინოთ ახალ გაკვეთილთან კავშირში მყოფი წინა მასალა, რაც უფრო მარტივი ენით მივაწვდით ინსტრუქციას მით სწრაფად შეასრულებენ დავალებას, მივცეთ დამატებითი დრო დავალების შესასრულებლად, არ მოვთხოვოთ რთული დავალებების შესრულება კლასის წინაშე, უმნიშვნელო წარმატებების დროსაც კი შევაქოთ და ავუხსნათ მიზეზი თუ რა გააკეთა კარგად, როდესაც გვინდა შენიშვნის მიცემა ჯობია ეს ინდივიდუალურად ვუთხრათ და არა კლასის წინაშე. ყველა ბავშვი განსხვავებულია და ამიტომ არ არსებობს ერთი კონკრეტული სტრატეგია, რომელიც დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.

 

ამ პრობლემების მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ამგვარი დაქვეითების მქონე ბავშვებს შემდგომში ხშირად აქვთ ემოციური პრობლემები, გაუცხოება, სიბრაზე.

 

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება ბავშვების დაყოფა ნიჭიერებად და უნიჭოებად, ბეჯითებად და ზარმაცებად, ყველა ბავშვი ნიჭიერია უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ მივუდგეთ მათ და როგორ დავეხმაროთ ამ ნიჭის გამოვლენაში.

სტატიები ამავე თემიდან

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს თავდაჯერებული

რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი თვითშფასება? ის რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. თვითშეფასების ჩამოყალიბება ჩვილობიდან იწყება. როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი ბავშვს?

ერთი დღე გართობისა და განვითარებისთვის

სტატიაში აღწერილ, ბავშვთან ერთად გატარებული ერთი დღის მაგალითზე, თქვენ გაეცნობით საინტერესო აქტივობებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური რუტინა ვაქციოთ ბავშვისთვის სხვადასხვა უნარების განმავითარებელ და სახალისო პროცესად.

ქცევის კონტროლის მექანიზმები

როგორ გამოიყენება ქცევის კონტროლის მექანიზმები? რა არის დასჯა და წახალისება და რა შედეგებს გვაძლევს ბავშვთან ურთიერთობაში.

მხედველობის განვითარება ბავშვობაში

როგორ მიმდინარეობს მხედველობის განვითარება ბავშვებში,როგორ ხედაენ და რა ფორმებსა და ფერებს ანიჭებენ უპირატესობა ახალშობილები.

წარმოსახვითი მეგობარი ანუ კარლსონის სინდრომი

ნორმალურია თუ არა, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმოსახვითი მეგობარი და ცხოვრობდეს მის მიერ გამოგონილ სამყაროში?

ADHD - როგორ ამოვიცნოთ ჰიპერაქტიური ბავშვი

თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს - შესაძლოა მას ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

ყურადღება და მისი როლი სასკოლო პროცესში

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

ბავშვებზე ძალადობა: ძალადობის მიზეზები და შედეგები

რა არის ძალადობის მიზეზი და რა შედეგები მოყვება მას. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით.

მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება, ე.ი. მას სამსახურში საქმეები ცუდად მისდის, ხოლო როცა ასეთივე უბრალო მიზეზით თანამშრომლებთან ჩხუბობს - მაშინ ოჯახში აქვს პრობლემა.

სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვობაში

ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება უმნიშვნელოვანესია მისი ადეკვატურობის განვითარებისთვის, ცხოვრების გაგებისთვის და ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლისთვის.

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

ჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშით სწავლა ამ ასაკის ბავშვებისთვის წამყვანია.

მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

გაიგეთ რომელია ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული შიშები, როგორი ტიპის შიშები არსებობს. რა არის შიშის გამომწვევი მიზეზები

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა. რა როლს ასრულებს ფანტაზია ფავშვის განვითარებაში.

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე.შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. სტატიაში გთავაზობთ რამოდენიმე რამოდენიმე შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები.

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? რომელია ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში.

როდესაც ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე

სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან კვებასათან დაკავშირებულ სირთულეებს. ბავშვები ზოგჯერ უარს ამბობენ ჭამაზე, პრეტენზიულები არიან საკვების არჩევისას.ეს კი ხშირად ხდება ბავშვსა და უფროსებს შორის კამათის მიზეზი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები, რა უნდა გააკეთონ, რომ ჭამის პროცესი მათთვისაც და ბავშვისთვისაც სასიმოვნო გახდეს?

დაუნის სინდრომი

რა არის დაუნის სინდრომი? რა იწვევს დაუნის სინდრომს და როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს?

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია