სტატიები   ›  ლოგოპედია   ›   ფონემატური სმენა

ფონემატური სმენა

ფავორიტებში დამატება
ქეთევან ლომიძე
ქეთევან ლომიძე
ლოგოპედი, პედაგოგი
გამოქვეყნების თარიღი: 13 სექტემბერი, 2014

მოდით გავერკვეთ რას წარმოადგენს  და რა საჭიროა ფონემატური სმენა.

ფონემა [ბერძ. phōnēma] – (ლინგვ.). სამეტყველო ბგერა, როგორც ამა თუ იმ ენის ფონეტიკური სისტემის შემადგენელი ბგერითი ერთეული. ყველა ენას აქვს ფონემათა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ერთმანეთისაგან აკუსტიკური ნიშნებით განსხვავდებიან და გამოიყენებიან  სიტყვათა გასარჩევად.

ფონემატური  აღქმა -  სპეციალური გონებრივი მოქმედებები, ფონემათა განსხვავებისათვის და  სიტყვათა სტრუქტურის დასადგენად.

ფონემატური სმენა -  ფონემათა ანუ სამეტყველო  ბგერათა სმენითი აღქმის უნარი.

მას დიდი მნიშვნელობა აქვს ენის ბგერითი მხარის გარკვევისა და ათვისებისათვის.

მეტყველების დაწყებისას პატარებს ჯერ კიდევ არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული ფონემატური სმენა, ამიტომ უჭირთ სწორი და არასწორი ფონემების გარკვევა სიტყვებში, ბავშვის მეტყველება არის  სახალისო მოსასმენი, „საკალელი“, მაგრამ პატარა იზრდება, ვითარდება და ყველაფერთან ერთად ხდება მისი ფონემატური სმენის განვითარებაც. ეს ხდება სასურველი სამეტყველო გარემოს არსებობის პირობებში - როდესაც უფროსები, რომელთა მიბაძვითაც პატარა ლაპარაკს სწავლობს ესაუბრებიან გამართულად, მარტივად, უკითხავენ მარტივ მოთხრობებს, ზღაპრებს, ასწავლიან ასაკის შესაბამის ლექსებს. თანდათანობით პატარა ეუფლება სწორ-გამართულ მეტყველებას.

4 წლის ასაკში ბავშვი უკვე უნდა გამოთქვამდეს ყველა ბგერას გამართულად, გამონაკლისია [რ]-[ლ] ბგერები.  5 წლიდან კი ყველა ბგერა უნდა იყოს აბსოლიტურად სუფთა და სწორი. დაუშვებელია  მსგავსი ფონემების არევა მაგ: ს-შ; ჟ-შ;გ-დ კ-ყ; ქ-თ და ა.შ.

ფონემატური სმენის დაქვეითება იწვევს ბგერათა წარმოთქმის სპეციფიკურ დარღვევებს. ლოგოპედიური მუშაობის დროს ბგერის მიღებისა და ჩამაგრების პროცესში აუცილებლად მიდის მუშაობა ფონემატური სმენის განვითარებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინა სასკოლო ასაკს, როდესაც ბავშვი ფონემატური სმენის დარღვევით მიდის სკოლაში ეს იწვევს სიძნელეებს წერა-კითხვის დაუფლების პროცესში, რაც გამოიხატება იმაში, რომ  სიტყვების კითხვის მომენტში ურევს ბგერების სახელებს,ტოვებს ასოებს ან აკლებს სიტყვის ბოლოებს და ვერ ამჩნევს ამას, რადგან მას არ შესწევს უნარი შეაფასოს  საკუთარი მეტყველება. ასეთი ბავშვები წერენ ისე, როგორც მეტყველებენ. წერა-კითხვის სწავლების პროცესი ხომ მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის  უნარზე გააანალიზოს ყოველი ბგერა სიტყვაში,განასხვაოს იგი სხვა ბგერებისაგან.

თუ  აღნიშნული ნაკლის აღმოჩენის მომენტშივე არ იქნა საჭირო ზომები მიღებული შესაძლებელია ლოგოპედიურ პრობლემებს დაემატოს ფსიქოლოგიური პრობლემები ( ხშირად მიღებული შენიშვნების ,მასწავლებლისაგან  ”ღიმილაკების” ვერ დამსახურების ან მეგობრების დაცინვის გამო) და რამდენიმე ხნის შემდეგ პატარამ უბრალოდ განაცხადოს  ”არ წავალ სკოლაში!” ამ პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია ლოგოპედთან დროული კონსულტაციის გავლით.

თქვენი შვილის ფონემატური სმენა შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენ თვითონვე. სთხოვეთ ბავშვს გაიმეოროს:

სა-ზა;  სო-ზო;  სუ-ზუ;

ცა-ძა;  ცე-ძე;  ცი ძი....

ბა-პა;  პა-ბა;  ბე-პე;  პე-ბე...

კა-გა ;  გა-კა;  გი-კი;  კუ--გუ;

სა_შა;  შა-სა;  შე-სე;  სო-შო;

და-ტა;  ტა-და;  დო-ტო  ტო-დო.......

ან უფრო რთული ვარიანტი

აჩვენეთ სურათები - რომელზეც არის საგნები, რომლთა სახელებიც მხოლოდ ერთი ბგერით განსხვავდებიან. მაგ:

   ნაწერი              ტორტის ნაჭერი

დოლი   დოლი       გოლი  გოლი

ანუ, ფონემატური სმენა მნიშვნელოვანია სამეტყველო განვითარებისათვის, თუ გსურთ პატარამ ადვილად ისწავლოს და წარმატებებს მიაღწიოს, იყოს კომუნიკაბელური, არ ეშინოდეს ხმის ამოღების, საკუთარი აზრის გამოთქმის, მაშინ ფონემატური სმენის სისუსტის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად  მიიღეთ ზომები-ეცადეთ ბავშვს სმენით გააცნობიერებინოთ ბგერების განსხვავება, შემდეგ აუხსენით რომ ამ სიტყვაში ამ ბგერის ადგილია: მაგ: „სველი“ სველია და არა - „შველი“; „შიშია“ და არა  „სისი“; „ქეთია“ და არა „თეთი“; „გულია“ და არა „დული“ და. ა.შ.

თუ ამის გაკეთება ვერ შეძელით და სასურველ  შედეგს ვერ მიაღწიეთ, მაშინ მიმართეთ ლოგოპედს, რათა გამოირიცხოს სხვა ლოგოპედიური პრობლემის არსებობა და ჩაატაროს მიზანმიმართული მუშაობა პრობლემის გადასაჭრელად.

გისურვებთ  წარმატებებს!

სტატიები ამავე თემიდან

სიგმატიზმი

სიგმატიზმი ანუ სისინა (ს,ზ,ც,ძ,წ) და შიშინა (შ,ჯ,ჩ,ჟ,ჭ) გერების წარმოთქმის ნაკლოვანება ნაკლოვანებათა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. მათი სწორი წარმოთქმა მოითხოვს ზუსტ დიფერენცირებულ მოძრაობას, სწორი არტიკულაციური მოწყობიდან მცირედი გადახრაც კი იწვევს ამ ბგერების არასწორ, უსუფთაო წარმოთქმას!

მეტყველების დარღვევის სახეები: დისლალია.

დისლალია მეტყველების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა. მისი რაობა და გამომწვევი მიზეზები.

სამეტყველო წრე

მეტყველება წარმოადგენს შეკრულ წრეს ინფრომაციის გადაცემისას ტვინში არსებულ 3 ცენტრს შორის.გამართული და თანმიმდევრული მეტყველებისათვის აუცილებელია წესრიგში მოყვანილი „სამეტყველო წრე“.

სამეტყველო ორგანოები და მათი ფუნქციონირება

სამეტყველო ორგანოები და მათი სწორი ფუნქციონირების მნიშვნელობა სწორად და ლამაზად მეტყველებისათვის.

წერითი მეტყველება

წერითი მეტყველების ცნებაში შედის წერაც და კითხვაც, წერა და კითხვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც თავისი განვთარებით, ასევე მუდმივი გამოყენებით.მათი დარღვევა იწვევს ბავშვის ჩამორჩენილობას,მნიშვნელოვან შეფერხებას სწავლის პროცესში.

რა არის ბგერათწარმოთქმის დარღვევა

რა არის ბგერათწარმოთქმის პრობლემა, როგორია მისი გამოსწორების მოდელი. 3 წლიდან ზევით ასაკის პატარებისათვის.

ალალია

ალალია- ( ტერმინიდან а-უარყოფა; lalio-მეტყველება) უმეტყველობა ან მეტყველობის განუვითარებლობა ნორმალური სმენისა და პირველადი ინტელექტის შემთხვევაში. ასეთ ბავშვებს უპირველეს ყოვლისა უმოწმებენ სმენას, რადგან შთაბეჭდილებას ტოვებენ , რომ ყურში არ ესმით ან არასრულფასოვნად ესმით. თუმცა შემოწმების შედეგად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ სრულფასოვანი ფიზიკური სმენა აქვთ და საწყის ეტაპზე კარგი ინტელექტიც, რაც დროებითია, რადგან რაც მეტად გვიანდება რეაბილიტაცია მეტყველების შეფერხება მით მეტად იწვევს ინტელექტის ჩამორჩენილობას.....

მზად არის პატარა გახდეს სკოლის მოსწავლე?

პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში სკოლისთვის მზაობას განმარტავენ, როგორც ბავშვის პიროვნების მრავალგვარ განვითარებას, ანუ ბავშვის მზაობა სასკოლო სწავლისთვის გულისხმობს მისი სოციალურ-ემოციური მომწიფების, სწავლისადმი მოტივაციის, მეტყველებისა და საკომუნიკაციო უნარების, ზოგადი ცოდნისა და შემეცნებითი განვითარების ასპექტებს.

გზა საბავშვო ბაღისაკენ - თემა „შემოდგომა“

მოძებნეთ დრო,ძალები და საშუალებები საკუთარ თავში და გადააქციეთ საბავშვო ბაღიასკენ მიმავალი გზა შემეცნებით, განმავითარებელ, საინტერესო და შემდგომი წარმატებისაკენ მიმავალ „ჯადოსნურ“ გზად!

ვსწავლობ აზროვნებას - ვსწავლობ მეტყველებას!

აზროვნება და მეტყველება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და მათი ურთიერთკავშირი ურთიერთგანვითარების აუცილებელი პირობაა.

მეტყველების განვითარების ეტაპები

მეტყველების განვითარება დაბადებიდან იწყება და საბოლოო ჩამოყალიბებამდე საკმაოდ რთულ ეტაპებს გადის. ბავშვები, რომლებიც ჩამორჩებიან განვითარებაში,ერთი ასაკობრივი პერიოდით მაინც,გარკვეულ რისკის ჯგუფს მიეკუთნებიან და აუცილებელია ფსიქოლოგისა და ლოგოპედის კონსულტაცია. ამიტომ სასურველია მშობლებს თავადაც ჰქონდეთ გარკვეული წარმოდგენა მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ, რომლებიც მათი შვილის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ემოცია, მისი გამოხატვის და მართვის სწავლების აუცილებლობა

როდესაც ადამინი სხვადასხვა ხასიათზეა მისი ემოცია სხვადასხვანაირია. თუ პატარას შეუძლია როგორც საკუთარი , ისე გარშემომყოფების ემოციის აღქმა,ეს მას ეხმარება სიტუაციის ადეკვატურად გააზრებაში , კონტაქტის დამყარებაში გარშემომყოფებთან .

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია