ანა კალანდაძე

ფავორიტებში დამატება

ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი.

ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.

წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

„ჯენი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration

ლექსები

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ანა კალანდაძის ლექსები. თუ შენც გაქვს გადაღებული ლექსები, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ისინი სხვებსაც!

ნახატი ლექსები

ანა კალანდაძის ლექსების თემებზე, ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ლექსების თემაზე რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2019