გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია, ხოლო 1980 წლიდან კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში. 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი სოფელი", თევზის წერილები", შემინახე,დედაო მიწავ!", სულეთის კიდობანი", არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი", და მღდვლის ცოდვა". გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ნამეხარი მუხა", ადგილის დედა", 1982 წელს გერმანიაში ქ.ობერჰაუზენში,მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
ფავორიტებში დამატება
„ჯენი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration
„ჯენი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის ლექსები. თუ შენც გაქვს გადაღებული ლექსები, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ისინი სხვებსაც!

ნახატი ლექსები

გოდერძი ჩოხელის ლექსების თემებზე, ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ლექსების თემაზე რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2019