გრიგოლ აბაშიძე

ფავორიტებში დამატება
გრიგოლ დავითის ძე აბაშიძე (დ. 1866, სოფ. დილიკაური, ზესტაფონის რაიონი — გ. 1903, პეტერბურგი), ქართველი პოეტი.
სამწერლო ასპარეზზე XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოვიდა. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, სალიტერატურო საღამოებში. აბაშიძის პოეზია ქართველ „სამოციანელთა“ ლიტერატურულ ტრადიციებს მიჰყვება. მისი ლექსი ლირიზმითა და განწყობილების სიმძაფრით გამოირჩევა („სიმღერა სასოწარკვეთილისა“, 1900 და სხვ.). წერდა პოემებს („ცრემლთა წყარო“, 1901; „დედა“, 1900), თარგმნიდა (მიხეილ ლერმონტოვის „მწირი“, 1893; ფრანსუა კოპეს „ბუდას მერცხალი“, 1900; მეთიუ არნოლდის „მნათობი აზიისა“, 1900). პოეტის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარში („ოხ, მარგალიტავ!“, 1896; რომანსი — „ოდესაც გიცქერ…“, 1899).
„ჯენი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გრიგოლ აბაშიძის ლექსები. თუ შენც გაქვს გადაღებული ლექსები, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ისინი სხვებსაც!

ნახატი ლექსები

გრიგოლ აბაშიძის ლექსების თემებზე, ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ლექსების თემაზე რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2019