ლექსები

დავით მაჩაბელი

დავით მაჩაბელი დაიბადა 1814 წელს. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. დავითი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან და მიხეილ თუმანიშვილთან. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ,,თბილისის გიმნაზიის ყვავილის" და ხელნაწერი ანთოლოგიის გამოცემისა. დავით მაჩაბელი მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში. გიმნაზიის დასრულების (1835) შემდეგ უბრალო მოხელედ მსახურობდა თბილისის მთავარმმართველობაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო 1839 წლამდე. მისი პირველი ლექსი "თოვლი" გამოქვეყნდა 1832 წ. ჟურნალში ,,სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათენი". მისი შემოქმედების მთავარი თემები იყო სიყვარული და პატრიოტიზმი. იგი ავტორია ისტორიული პოემისა "მთიული", რომელშიც აღწერილია რუსეთის ჯარების მიერ ადლერის აღება. აღსანიშნავია დაუმთავრებელი თხზულება " ქართველო ზნეობა"(1864წ.), რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს. გარდაიცვალა 1873 წელს.

ფავორიტებში დამატება
„ფუტკარი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული დავით მაჩაბელის ლექსები. თუ შენც გაქვს გადაღებული ლექსები, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ისინი სხვებსაც!

ნახატი ლექსები

დავით მაჩაბელის ლექსების თემებზე, ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ლექსების თემაზე რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2019