თამარ ფხაკაძე

თამრი ფხაკაძე დაიბადა თბილისში 1957 წელს. დაამთავრა 24-ე საშუალო სკოლა, სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, ასპირანტურა.

2006 წლამდე მუშაობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც 1987 წელს დაიცვა დისერტაცია ძველი ქართული ლიტერატურის განხრით.

2002 წლიდან სისტემატურად იბეჭდება სალიტერატურო გამოცემებში. გამოცემული აქვს რომანები:"(შ)ორი მე", "ჩვენ სამნი და ანგელოზი", "CV". პროზაული კრებულები:"სანამ დაგვიძახებენ", "ვნებანი", "სამნი მზის ქვეშ". პიესა "გაფრენა". ვრცელი მოთხრობა "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში". საბავშვო წიგნები: "ლექსემი და პოემები", "ხაჭაპური", "გიო აფრიკში"."მხიარული მატარებელი", "საყმაწვილო ანბანთქება", "გლობუსას და ლუკას თავგადასავალი", "ლაზარე ანბანის ქვეყანაში", "სამი საახალწლო ზღაპარი","მხიარული ციფრები", "ზღაპრული კალენდარი"და სხვა.

2005-თოჯინების სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა დადგა თ.ფხკაძის პიესა "ხავსისქუდას ოინები". 2012 წელს მოზარდმაყურებლის თეატრში დაიდგა თ. ფხაკაძის მიერ გადასცენარებული "მაკნატუნა". 2009-პიესა "გაფრენა" დაიდგა ხულოს, ხოლო 2010 წელს კი ბოლნისის თეატრში. მოთხრობა "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" 2010 წელს დაიდგა ზესტაფონის დრამატული თეატრის, 2011 წელს - თავისუფალი თეატრი, 2012 წელს კი მესხეთის თეატრის სცენაზე. თამრი ფხაკაძეს მიღებული აქვს არაერთი სალიტერატურო პრემია, მათ შორის "საბა" და "ოქროს ბუმბული".

2013 წელს რუსთავის დრამატულმა თეატრმა დადგა ორი სპექტაკლი : მაკნატუნა" და "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში"

ფავორიტებში დამატება

წიგნები

ზღაპრული კალენდარი
გიო აფრიკაში
მოძრავი ციფრები
ხაჭაპური - ლექსების კრებული
ხაჭაპური
მხიარული მატარებელი
ანბანთქება
ლაზარე ანბანის ქვეყანაში
სამი საახალწლო ზღაპარი
გლობუსას და ლუკას თავგადასავალი
მხიარული ციფრები
20 მხიარული ზღაპარი
„ფუტკარი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration
ავტორი: ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration

გამოცანები

„ჯენი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული თამარ ფხაკაძის ლექსები. თუ შენც გაქვს გადაღებული ლექსები, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ისინი სხვებსაც!

ნახატი ლექსები

თამარ ფხაკაძის ლექსების თემებზე, ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ლექსების თემაზე რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2019