მზია გოგნიაშვილი

ფავორიტებში დამატება

მზია (თეონა) გოგნიაშვილი, ტელე-რადიო და პრესის ჟურნალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა განსხვავებული თემატიკის ტელე და რადიო გადაცემებზე. 2003-2006 წლებში ტელეკომპანია ,,იმედის” სატელევიზიო გადაცემა ,,არ იდარდოს” სცენარისტი და სიუჟეტების ავტორი. (გადაცემის წამყვანი -გივი ბერიკაშვილი) გადაცემათა ციკლი: ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ებრაულ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე, რეპრესირებულებზე, ქართულ ენასა და სკოლასა და კლასელებზე. ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის 121- ე საბავშვო ბაგა-ბაღში ფსიქოლოგად. მისი საბავშვო ლექსები დაიბეჭდა გამომცემლობა „პალიტრის“ ჟურნალში „საბავშვო კარუსელი“. არის სცენარისტი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმებისა: ,,თეთრიდან თეთრამდე ანუ სამონეტო ლეგენდები“- ქართული ფულის ისტორიაზე, ,,შავფაროსანთა საიდუმლო”- ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე, ,,გენებში გადარჩენილი სიმდიდრე,” -ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლზე „საგალობელი“. 2010 წელს სტუდენტური ფესტივალის სცენარის ავტორი, მარჯანიშვილის თეატრში მოზარდთა მუსიკალური სტუდიის მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიების ,,კინოს 100 წლისთავი" სცენარის ავტორი, საგანმანათლებლო ცენტრის „ლანგეითი“ მიერ გამოშვებული „ქართული ზღაპრები ინგლისურ ენაზე“ რედაქტორი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი: უნიკალური საქართველო და მსოფლიო” დამფუძნებელი. 2015 წელს რადიო ,,News Georgia”-ს პროდიუსერი.

„თეთრი დათვი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration

ლექსები

„ბობი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration

გამოცანები

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მზია გოგნიაშვილის ლექსები. თუ შენც გაქვს გადაღებული ლექსები, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ისინი სხვებსაც!

ნახატი ლექსები

მზია გოგნიაშვილის ლექსების თემებზე, ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ლექსების თემაზე რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2019