ნიკო ლორთქიფანიძე

ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე

ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში. მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში მათ ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას. „ფიცის კაცები“ სასახლის გვარდიის როლს ასრულებდნენ. ამ „ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა მწერლის პაპა – გიორგი ლორთქიფანიძე – ბავშვობიდანვე დაახლოებული იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან. თავის დროზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო მწერლის მამა – მერაბ ლორთქიფანიძეც. მას ერთ-ერთ პირველს, ჯერ კიდევ საგლეხო რეფორმის გატარებამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. მწერლის დედა წულუკიძეთა ოჯახის ასული იყო.

ფავორიტებში დამატება
ავტორი: ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration
„კაკტუსი“
ავტორი: ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი ნახატიც
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნიკო ლორთქიფანიძის ლექსები. თუ შენც გაქვს გადაღებული ლექსები, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ისინი სხვებსაც!

ნახატი ლექსები

ნიკო ლორთქიფანიძის ლექსების თემებზე, ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ლექსების თემაზე რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2019