ავტორები  ›   მანანა წერეთელი

მანანა წერეთელი

წიგნები
მოთხრობები

მანანა წერეთელი დაიბადა თბილისში, 1960 წლის 27 მარტს. 1977 წელს დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა, ხოლო 1985 წელს – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, შემდეგ – რელიგიის ისტორიის ფაკულტეტი. 1985-1994 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში, 1994 წლიდან – ჟურნალ „საქართველოს სამედიცინო მოამბის” რედაქციაში კორესპონდენტად, 1996 წლიდან – გაზეთი „მედიცინის" კორესპონდენტად, 2000-2005 წლებში ამავე გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი - რედაქტორის მოადგილედ. ხელმძღვანელობდა რამდენიმე რუბრიკას, მათ შორის: „მართლმადიდებლის კუთხე“, „ჩვენი სტუმარი“, „მედიკოსები ხელოვნებაში“ და სხვა.

გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური, მხატვრული და შემეცნებითი წერილები პერიოდულ პრესაში.

გამოცემული აქვს წიგნი: „ცისა, ლექსო და ეს სამყარო". საბავშვო მოთხრობა „სიკეთის მზე“ დაიბეჭდა წიგნში სერიით „ქართული საუნჯე ბავშვებს“, ხოლო სამი მოთხრობა -  პერიოდულ ჟურნალ „დილაში“. მოთხრობა „წრიპისა და წრუპის უჩვეულოდ თბილი ზამთარი“ დაიბეჭდა საკონკურსო წიგნში „ბუკნაჭო“.

წიგნები

ცისა, ლექსო და ეს სამყარო
decoration

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია