ავტორები  ›   აზა მდინარაძე

აზა მდინარაძე

დავიბადე თბილისში და დღემდე აქ ვცხოვრობ.

ვსწავლობდი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. 53–ე სკოლაში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიისა (წარჩინებით) და კინოხელოვნების (მეორეული, კინოსასცენარო სპეციალობით) ფაკულტეტები.

დავამთავრე შოთა რუსთველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. ვმუშაობ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

გახლდით ახალგაზრდობის საგანმანათლებლო ასოციაცია “მთენის” გამგეობის თავმჯდომარე, ორი რესპუბლიკური შემოქმედ ბავშვთა ფესტივალის დირექტორი, საბავშვო გაზეთი “მთენის”, საინფორმაციო სააგენტოსა და ჟურნალისტური სკოლის დირექტორი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო ჯგუფის პროექტის დირექტორი და ბავშვთა საზაფხულო ბანაკების ტრენერი და მენეჯერი.

გამოქვეყნებული მაქვს ლიტერატურული შრომები, პუბლიკაციები და საკუთარი ლექსები ქართულ სალიტერატურო პერიოდულ გამოცემებსა და კრებულებში: „ცისკარი“, კრიტიკა“, „ლიტერატურული საქართველო“, „ჩვენი მწერლობა“, „პირველი სხივი“, „კარს მიღმა“, „ცისარტყელა“ და სხვ.

გატაცებული ვიყავი ალპინიზმით – 30–ჯერ ავსულვარ კავკასიონის (სვანეთის, ხევის, ხევსურეთის მწვერვალებზე, მათ შორის საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარაზე), ფანების მთებისა (შუა აზია) და ტატრების (პოლონეთი–სლოვაკეთი) მწვერვალებზე.

ჩემი ჰობია ინტერიერის დიზაინი – გახლავართ ავტორი სხვადასხვა ბინის, ოფისის (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი), სილამაზის სალონის (33ა), ბარის (“ჯოილენდი”, ბაკურიანი) ინტერიერის დიზაინისა.

მიყვარს კითხვა, მოგზაურობა, მუსიკა, კინო და ცხოველები.
მყავს მეუღლე და 4 შვილი.

წიგნები

გამოცანები
decoration
decoration

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია