ავტორები  ›   გრიგოლ აბაშიძე

გრიგოლ აბაშიძე

გრიგოლ დავითის ძე აბაშიძე (დ. 1866, სოფ. დილიკაური, ზესტაფონის რაიონი — გ. 1903, პეტერბურგი), ქართველი პოეტი.
სამწერლო ასპარეზზე XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოვიდა. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, სალიტერატურო საღამოებში. აბაშიძის პოეზია ქართველ „სამოციანელთა“ ლიტერატურულ ტრადიციებს მიჰყვება. მისი ლექსი ლირიზმითა და განწყობილების სიმძაფრით გამოირჩევა („სიმღერა სასოწარკვეთილისა“, 1900 და სხვ.). წერდა პოემებს („ცრემლთა წყარო“, 1901; „დედა“, 1900), თარგმნიდა (მიხეილ ლერმონტოვის „მწირი“, 1893; ფრანსუა კოპეს „ბუდას მერცხალი“, 1900; მეთიუ არნოლდის „მნათობი აზიისა“, 1900). პოეტის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარში („ოხ, მარგალიტავ!“, 1896; რომანსი — „ოდესაც გიცქერ…“, 1899).
decoration
decoration

ვიდეო ლექსები

სანდრო თოდუა

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია