ავტორები  ›   დავით მაჩაბელი

დავით მაჩაბელი

ლექსები

დავით მაჩაბელი დაიბადა 1814 წელს. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. დავითი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან და მიხეილ თუმანიშვილთან. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ,,თბილისის გიმნაზიის ყვავილის" და ხელნაწერი ანთოლოგიის გამოცემისა. დავით მაჩაბელი მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში. გიმნაზიის დასრულების (1835) შემდეგ უბრალო მოხელედ მსახურობდა თბილისის მთავარმმართველობაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო 1839 წლამდე. მისი პირველი ლექსი "თოვლი" გამოქვეყნდა 1832 წ. ჟურნალში ,,სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათენი". მისი შემოქმედების მთავარი თემები იყო სიყვარული და პატრიოტიზმი. იგი ავტორია ისტორიული პოემისა "მთიული", რომელშიც აღწერილია რუსეთის ჯარების მიერ ადლერის აღება. აღსანიშნავია დაუმთავრებელი თხზულება " ქართველო ზნეობა"(1864წ.), რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს. გარდაიცვალა 1873 წელს.

decoration

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია