ავტორები  ›   თინათინ ჭეჟია

თინათინ ჭეჟია

მოთხრობები
დაიბადა 1950 წლის 23 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1971-72 წლებში სწავლობდა ამირან შალიკაშვილის პანტომიის სტუდიაში. იყო გორკის სახელობის კულტურის სახლის მოსწავლე-ახალგაზრდობის თეატრის დასის მსახიობი.
 
1972-74 წლებში კი იყო ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტის საკლუბო-სარეჯისორო ფაკულტეტზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტკის ფაკულტეტზე. მუშაობდა საქართველოს რადიოს პირველი არხის კორესპონდენტად, სოფელ ოირემეს 9-წლიანი სკოლის ხატვა-ხაზვის პედაგოგად. თბილისის მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის სახლის მასწავლებლად. მისი პირველი მოთხრობა დაიბეჭდა ზუგდიდის რაიონულ გაზეთში. 1983 წელს, ჟურნალ “დილაში” აქვეყნებს პირველ საბავშვო მოთხრობას. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე საბავშვო მოთხრობა. თარგმნილია რუსულ ენაზე და დაბეჭდილია ჯურნალ „კალაბოკში“. მისი სადიდო პროზაული ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ჯურნალ „ცისკარში“, „ლიტერატუირულ სქარველოში“. ცხოვრობს თბილისში. ჰყავს ორი ქალიშვილი.
decoration

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია