ავტორები  ›   იოსებ დავითაშვილი

იოსებ დავითაშვილი

ლექსები
იოსებ სიმონის ძე დავითაშვილი (დ. 1 ივლისი, 1850, სოფ. გარდატენი – გ. 13 მარტი, 1887, თელავი) — ქართველი პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში. მან ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში (1872-1887 წწ.) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. მისი მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკა „თერგდალეულთა“ ზეგავლენას განიცდის („წუთისოფელში ცხოვრება“, „ახალ მოლექსეს“ და სხვ.). პოეტის ზოგიერთი ლექსი სიმღერად იქცა („სამშობლო“; „მუშის სიმღერა“; „ბედის წყარო“ და სხვ.). ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად პოეტს ცოდნის შეძენა მიაჩნდა. ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა იოსებ დავითაშვილის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს.
decoration

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია