სიახლეები   ›  ფოტოკონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება

ფოტოკონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება

ფავორიტებში დამატება

ფოტოკონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება

გასულ კვირას, გაიმართა ჩვენი ფოტოკონკურსის „პირველი დღე ბაღში“, გამარჯვებულების, ანასტასია როყვასა და გაბრიელ კვაჩიძის დაჯილდოვება.

დაჯილდოვებები გაიმართა მათთან ბაღებში, მათი ბაღის ჯგუფელების გარემოცვაში და შევეცადეთ ეს დღე მათთვის გაგველამაზებინა, მხიარული და დასამახსოვრებელი გაგვეხადა.

დავასაჩუქრეთ ამ კონკურსის მხარდამჭერების მიერ მოწოდებული საჩუქრებით, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანია Grant.Ge-ს, რომელმაც სპეციალურად გამარჯვებულებისთვის დაამზადა ტორტი გამარჯვებული ფოტოს გამოსახულებით, და კომპანია Bel-Food-ს, რომელმაც ანასტასიასა და გაბრიელს დიდი შეკვრა, უგემრიელესი და ყველასათვის საყვარელი ხრამუნა გადასცა. რათქმაუნდა საჩუქრების გარეშე არც მათი ჯგუფელები დარჩენილან და თოთოეულ მათგანს kids.ge-ს სახალისო გასაფერადებლები და მათი საყვარელი ხრამუნები გადავეცით.

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ გამარჯვებულების ბაღებს, მათ კოლექტივს გაწეული დახმარებისთვის და გულთბილი მიღებისთვის. პირადად გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ 126-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ლაცაბიძეს, რუსთავის საბავშვო ბაღი „ჯეჯილის“ დირექტორს ქალბატონ ნანა ლეკვეიშვილს და ბაღის გამგეს, ქალბატონ მაია ჩუბინიძეს თანადგომისთვის და გულისხმიერებისათვის.

ეს მინი ფოტო კონკურსი, არ შედგებოდა, რომ არა თქვენი აქტიურობა ძვირფასო მშობლებო, და გვსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თითოეულ თქვენგანს ფოტოების გამოგზავნისთვის, აქტიურობისთვის და მთელი ეს პერიოდი, ჩვენთან ერთად ყოფნისთვის.

kids.ge მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა ტიპის, კონკურსების ჩატარებას. ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად, მიიღეთ ფეისბუქით ჩვენი სიახლეები და არ გამოტოვოთ სხვა მსგავსი კონკურსები.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია