საწყისი  ›   სიახლეები   ›  ხატვის კონკურსი „ეს ქვეყანა შენია!“

ხატვის კონკურსი „ეს ქვეყანა შენია!“

ფავორიტებში დამატება
ხატვის კონკურსი  „ეს ქვეყანა შენია!“

ხატვის კონკურსი  „ეს ქვეყანა შენია!“

  • კონკურსს ორგანიზებას უწევს, ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრი Kids.ge.
  • კონკურსი მიზნად ისახავს: ა) გავზარდოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა  ბავშვებში. ბ) გამოვავლინოთ ხატვის ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები და წავახალისოთ.
  • კონკურსში მონაწილეობას იღებენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, წინასწარ განსაზღვრული სკოლებიდან.
  • კონკურსის ყველა ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა.
  • სკოლებში ჩატარებული პირველი ტური ეხება თემატიკას „ეს ქვეყანა შენია“
  • პირველი ტურის შემდგომ გამოვლინდება სკოლის 20 საუკეთესო ნამუშევარი.
  • ნამუშევრებს შეარჩევს კომპეტენტური ჟიური.
  • კონკურსის მეორე ტური გაიმართება Kids.ge - ის სასწავლო ცენტრებში. მეორე ტურის ჩატარების თარიღი, მონაწილეებს ეცნობებათ წინასწარ.
  • მოერე ტურის თემატიკას არჩევს საორგანიზაციო ჯგუფი.
  • გამოვლინდება კონკურსში ჩართული თითო სკოლიდან 1 საუკეთესო ნამუშევარი, ორ  ასაკობრივ კატეგორიაში. (ჯამში სკოლიდან 2 გამარჯვებული: 6-8; 8-12)
  • გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოიფინება kids.ge - ის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე.
  • გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ kids.ge – ის სასწავლო ცენტრში 6 თვიანი სწავლის დაფინანსება.

 

საკონკურსო ნახატები შესრულდება საჯარო სკოლებში. ჩატარების თარიღი წინასწარ ეცნობებათ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციისაგან. ნამუშევრები უნდა იყოს თემაზე „ეს ქვეყანა შენია“.

დამხმარე თემები:

ჩამოთვლილი პუნქტებიდან მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი მიმართულება.

  1. საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
  2. ქვეყნის ყველაზე საჭირო პროფესიების წარმომადგენლები და მათი მნიშვნელოვნება. (ექიმი, მასწავლებელი, მეხანძრე, პოლიციელი)
  3. გარემოს დაცვა.
    • ბუნებრივი რესურსები ყოველდღიურ ცხოვრებაში;
    • ჰაერის დაბინძურება;
    • დანაგვიანება;
  4. ტოლერანტობა საზოგადოების ყველა წევრის მიმართ, განურჩევლად სქესისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობის და კანის ფერისა.
  5. ბულინგი და ძალადობა.
  6. საყვარელი საქმიანობა, რომელიც დაეხმარება ქვეყანას განვითარებაში.
  7. ჩემი ოცნების ქვეყანა / ქალაქი.
  8. სიახლეების დანერგვა ამა თუ იმ სფეროში (განათლება, ეკონომიკა და სხვა)
  9. საზოგადოებისათვის საჭირო აქტივობები: ქველმოქმედება, დახმარების გაწევა.. და სხვა.
  10. ბავშვთა უფლებები.

 

 


Kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საბურთალოს ფილიალი:
მის.: თბილისი, შ.ნუცუბიძის 183
ტელ: (+995 32) 230-60-09

ჩუღურეთის ფილიალი:
მის.: თბილისი, ბაქოს ქ.4
ტელ: (+995 32) 230-60-01

საბავშვო ტორტების შეკვეთა - ადგილზე მიტანით

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია