სიახლეები   ›  სტატიების ავტორები kids.ge-ზე

სტატიების ავტორები kids.ge-ზე

ფავორიტებში დამატება

სტატიების ავტორები kids.ge-ზე

ამიერიდან შესაძლებლობა გეძლევათ ყველა დარგის სპეციალისტს, პედაგოგს, ფსიქოლოგს, ბავშვთა უფლებების სფეროში მომუშავე პირებს, თქვენთვითონვე შექმნათ და დაამატოთ თქვენი სტატიები ჩვენს საიტზე. გაუზიაროთ ცოდნდა და გამოცდილება მშობლებსა და სხვა სპეციალისტებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი ექნება თუნდაც ერთი სტატია დაწეროს ჩვენს საიტზე, შეუძლია შექმნას სტატიის ავტორის ანგარიში, როგორც საკუთარი ასევე მისი ორგანიზაციის სახელით. ამისათვის საჭიროა ჩვენი საიტის მომხმარებელი იყოს საიტზე რეგისტრირებული, იყოს 18 წელს გადაცილებული და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომლის ნახვაც აღნიშნულ მისამართზეა შესაძლებელი.

ამიერიდან ყველა 18 წელს გადაცილებული, რეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს ზედა მარჯვენა მენიუზე, ახალი ელემენტის ნახვას „ჩემი სტატიები“ საიდანაც შესაძლებელია როგორც სტატიის ავტორების შექმნა და რედაქტირება, ასევე ახალი სტატიების დამატება, მათი რედაქტირება, მათზე სტატისტიკის ნახვა და ა.შ.

რასაკვირველია, ყველა მსურველი და მითუმეტეს უბრალოდ ყველა, ვინც თუნდაც გასართობად მოისურვებს სტატიის ავტორობას, ავტომატურად სტატიის ავტორი ვერ გახდება. პირველ რიგში, მსურველებს მოუწევთ აპლიკაციის ფორმის შევსება, რომლის შემდეგაც საიტის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ „სტატიის ავტორს“ ავტორობის სრულფასოვანი უფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ახლად შექმნილი ავტორის ანგარიში, გადაიხედება და დაელოდება საბოლოო აქტივაციას. ამ პროცესში, შეიძლება საჭირო გახდეს მოთხოვნის გამომგზავნთან ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით დაკავშირება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს ანგარიშში საკონტაქტო ინფორმაცია სრულყოფილად გქონდეთ და ხელმისაწვდომი იყოთ საიტის ადმინისტრაციის მიერ, დაკავშირების აუცილებლობის შემთხვევაში.

იმედი გვაქვს, აღნიშნული სიახლე სასარგებლო იქნება მშობლებისათვის და საინტერესო სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია