სიახლეები   ›  დაიმახსოვრე რიცხვები - მეხსიერების ახალი თამაში-სავარჯიშო

დაიმახსოვრე რიცხვები - მეხსიერების ახალი თამაში-სავარჯიშო

ფავორიტებში დამატება

დაიმახსოვრე რიცხვები - მეხსიერების ახალი თამაში-სავარჯიშო

სიახლე ჩვენს საიტზე! სწავლა და გართობაში დაემატა მეხსიერების ახალი თამაში-სავარჯიშო, დაიმახსოვრე რიცხვები.

მეხსიერების ეს სავარჯიშო, საინტერესო და სახალისოა როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვისაც, რადგან ასეთი სავარჯიშოები უფროსებშიც საგრძნობლად აუმჯობესებს დამახსოვრების უნარს.

თამაში ისეა აგებული, რომ დამახსოვრების რამდენიმე მექანიზმის ვარჯიში ხდება ერთდროულად. პირველ რიგში, თამაში გახმოვანებულია პატარა გოგონას მიერ, რაც პატარა ბავშვებისთვის სახალისოს და საინტერესოს გახდის ამ თამაშს. რიცხვების თანმიმდევრობის დამახსოვრება შესაძლებელია როგორს ჟღერადობის მიხედვით, ასევე ვიზუალურად, რიცხვის წარმოთქმის დროს ანთებული ღილაკების თანმიმდევრობით. ანუ თამაში განავითარებს როგორც ვიზუალური მეხსიერების უნარებს, ასევე სმენითს. აქ რასაკვირველია მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ინდივიდუალურობა, რადგან ყველას თავისებური მექანიზმი, თავისებური მოდელი აქვს რაღაცეების დასამახსოვრებლად.

თამაშის პრინციპი და წესები მარტივია, უნდა მოისმინოთ წარმოთქმული რიცხვები და შემდეგ გაიმეოროთ ისინი. ყოველი სწორი პასუხის შემდეგ რიცხვების ჯერს დაემატება კიდევ ერთი რიცხვი და ა.შ. რიცხვები დაემატება მანამ არ დაუშვებთ შეცდომას. შემდეგ კი დაიწყება ისევ ერთი რიცხვიდან.

რიცხვებზე დაჭერა შესაძლებელია როგორც მაუსით, ასევე კლავიატურის მეშვეობით და პლანშეტურ მოწყობილობებზე უბრალოდ თითის მეშვეობით.

სახალისო თამაშს გისურვებთ :)

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია