სიახლეები   ›  დამარცვლის შესაძლებლობა საბავშვო ლექსებში

დამარცვლის შესაძლებლობა საბავშვო ლექსებში

ფავორიტებში დამატება

დამარცვლის შესაძლებლობა საბავშვო ლექსებში

ამიერიდან, საბავშვო ლექსებში შესაძლებელია დამარცვლა და ლექსის ასეთი ფორმით ჩვენება. საბავშვო ლექსების გვერდს დაემატა პატარა ნიშანი (იკონი) - მაკრატელი, რომელიც სიტყვებს მარცვლებად დაყოფს.

ამ შესაძლებლობის გამოყენება მაშინ არის კარგი, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ სწავლობს კითხვას და უჭირს გრძელი და მისთვის რთული სიტყვების კითხვა.

სასურველი არ არის, რომ მან მუდმივად დამარცვლით დაწერილი იკითხოს. ამიტომ მისი ჩართვის შემთხვევაში, ის მუდმივად ჩართული არ რჩება და სხვა ლექსზე გადასვლის შემთხვევაში, ან იგივე ლექსზე სხვა დროს დაბრუნების შემთხვევაში, ის ჩართული არ დაგხვდებათ. საჭიროების დროს კი მხოლოდ უნდა დაკლიკოთ ამ პატარა ნიშანზე და საიტი ლექსს დამარცვლილს შემოგთავაზებთ.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია