სიახლეები   ›  მარტივი ფორმები პატარებისათვის

მარტივი ფორმები პატარებისათვის

ფავორიტებში დამატება

მარტივი ფორმები პატარებისათვის

მარტივი, ფორმების შესასწავლი თამაში ყველაზე პატარებისათვის.  ეს იმ ასაკის ბავშვებზეა გათვლილი, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში და სწავლის პროცესში, გული და ვარსკვლავი აქტიურად ფიგურირებს. სწორედ ამიტომ აქ სხვა, უფრო რთული გეომეტრიული ფორმები არ არის.

თამაშის პრინციპი ძალიან მარტივია, პირველ ეტაპზე ბავშვმა მაუსით უნდა დააჭიროს თითოეულ ფორმაზე, რომ მოისმინოს მისი სახელი და შემდეგ დასმულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. მოუწევს მოძებნოს ესა თუ ის ფორმა და ასევე მაუსით აჩვენოს, დააჭიროს მას. ამიტომ ამ თამაშის თამაში გარდა ფორმების შესწავლისა, განავითარებს ხელის კოორდინაციის უნარებს.

იმისათვის რომ არ დაიმახსოვროს პატარამ რომელიმე ფორმაზე მხოლოდ ერთი რომელიმე ფერი, ან ფორმის ადგილმდებარეობა, თამაშის მსვლელობისას ფორმები შეიცვლიან ხოლმე ადგილს.

თამაშის სათამაშოდ, მიჰყევით ლინკს.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია