სიახლეები   ›  kids.ge-ს საკვირაო სკოლაში დაიწყო ბავშვების რეგისტრაცია და ჯგუფების დაკომპლექტება

kids.ge-ს საკვირაო სკოლაში დაიწყო ბავშვების რეგისტრაცია და ჯგუფების დაკომპლექტება

ფავორიტებში დამატება

kids.ge-ს საკვირაო სკოლაში დაიწყო ბავშვების რეგისტრაცია და ჯგუფების დაკომპლექტება

kids.ge-ს საკვირაო სკოლამ დაიწყო ბავშვების რეგისტრაცია და ჯგუფების დაკომპლექტება. სწავლა დაიწყება 7 მარტს. სკოლა გთავაზობთ ორი სახის პაკეტს: პაკეტი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის (4-დან 6 წლამდე). ბავშვები შეისწავლიან ხატვას, ინგლისურს, მეტყველებას და ჩაუტარდებათ გაკვეთილები, ფსიქოლოგის დახმარებით, სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის მარია მონტესორის მეთოდებით, ბავშვის ზოგადი განვითარებისთვის და სკოლისთვის მოსამზადებლად. პაკეტი სკოლის მოსწავლეებისთვის (6-დან 12 წლამდე) ბავშვები შეისწავლიან ხატვას, ინგლისურს, ხელოვნების ისტორიას და საბუნებისმეტყველო საგნებს. სწავლის ღირებულება შეადგენს 130 ლარს თვეში. ღირებულებაში შედის ყველა საჭირო ინვენტარი და მასალა. მეცადინეობები ჩატარდება შაბათს და კვირას. ხანგრძლივობა- შაბათი 1საათი და 50 წუთი (ორი საგანი. თითო 50 წუთიანი, შუალედში 10 წუთი შესვენება). კვირა - 1 საათი და 50 წუთი. ჯგუფები დაიყოფა ასაკის მიხედვით შემდეგნაირად: 4-5, 5-6, 6-7, 7-8, 8-9, 9-10, 10-11,11-12. კურსის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გასვლითი მეცადინეობები მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებში. მსურველებს ვთხოვთ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:https://docs.google.com/forms/d/13GgJyEQraYwMcNIWZZjJu46RbGJWGxWND2sFwlQKio4/viewform დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 230-60-01, მობ: 599 93-25-14 ან ელ.ფოსტაზე info@kids.ge

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია