რუსული ენის წრე

რა ისწავლება რუსულის წრეზე

რუსული ენის წრეზე, მოსწავლეთა ჯგუფების მიხედვით, სასწავლო პროგრამა განსხვავებულია მისი შინაარსისა და სირთულის მიხედვით. მაგალითად:

4-5 წლიანების ჯგუფში, ძირითადად მუშაობა ხდება გამოთქმასა და სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე; ბავშვები შეისწავლიან ელემენტარულ, საყოველდღეო ცნებებს, ისეთებს, როგორიცაა ფერები, რიცხვები, წელიწადის დროები, თვეები და ა.შ. შეისწავლიან სინონიმებს. საფუძველს ჩაუყრიან სასაუბრო ენას და შეისწავლიან პატარა ფრაზებსა და დიალოგებს. ბავშვები სწავლობენ ლექსებსა და სიმღერებს. ჩვენი მოსწავლეები ამ ყველაფერს სწავლობენ სახალისო თამაშებით, მინისპექტაკლებისა და წარმოდგენების დადგმით. ასაკის მატებასთან ერთად, სასწავლო პროგრამას ემატება ახალი, საინტერესო დეტალები. მაგალითად:

6-8 წლიანები, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახალისო აქტივობასთან ერთად, იწყებენ ასოების ცნობას, შეძლებისდაგვარად წერასა და სიტყვების შედგენას. ავითარებენ ერთმანეთთან დიალოგის უნარებს. გარდა უშუალოდ ენის შესწავლისა, ისინი პრეზენტაციების სახით გაიცნობენ რუს მწერლებსა და პოეტებს, გაეცნობიან მათ შემოქმედებას. 

რეგისტრაცია 

გაიარეთ  ონლაინ რეგისტრაცია  ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე:

მობ: 599 93-25-14;
ტელ: (+995 32) 230-60-01, 230-60-09

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • ბავშვის 2 ფოტოსურათი
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
  • მშობლის პირადობის ასლი

*ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან ოფისში.

საფასური

რუსული ენის წრეზე სწავლის წლიური საფასურია 450 ლარი. (15 სექტემბრიდან - 15 ივნისის ჩათვლით, 9 თვე). შესაძლებელია ყოველთვიური გადახდაც (თვეში 50 ლარი; დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 40 ლარია).

*სწავლის საფასურის გადახდა ხდება თვის დასაწყისში. 
*გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.

 

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია