kids.ge logo

საშაბათო შემეცნებით-განმავითარებელი პროგრამა

საშაბათო შემეცნებით-განმავითარებელი პროგრამა

რა ისწავლება საშაბათო შემეცნებით-განმავითარებელ პროგრამაზე?

Kids.ge-ს საშაბათო შემეცნებით-განმავითარებელი პროგრამა (3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის), ეს არის საუკეთესო საშუალება ბავშვებს განუვითარდეთ და ჩამოუყალიბდეთ კოგნიტური უნარები, აქტიურად ჩაერთონ თანამედროვე ცხოვრების რიტმში, გაუმკლავდნენ სირთულეებს და შეძლონ საკუთარი თავის დამკვიდრება სოციალურ გარემოში.

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შედგენილი სპეციალური აქტივობებით, ბავშვები შეძლებენ:

- აიმაღლონ თვითშეფასება და იყვნენ თავდაჯერებულები
- ისწავლონ ინიციატივის გამოჩენა
- განავითარონ მეტყველება და სოციალური უნარები
- იყვნენ ყურადღებიანი და კონცენტრირებულები
- განავითარონ მეხსიერებისა და აღქმის უნარები
 

 

 

საშაბათო შემეცნებით-განმავითარებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება შაბათ დღეს, 11:00 საათზე:

3-4  წლიანების ჯგუფი:

  1. მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება
  2. შემეცნებითი უნარების განვითარება
  3. ხატვა და აპლიკაცია

4-5 წლიანების ჯგუფი:

  1. შემეცნებითი უნარების განვითარება
  2. ხატვა და აპლიკაცია
  3. მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება

5-6  წლიანების ჯგუფი:

  1. ხატვა და აპლიკაცია
  2. მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება
  3. შემეცნებითი უნარების განვითარება

6-დან 12-წლამდე მოსწავლეებისთვის (საშაბათო შემეცნებითი პროგრამა), მეცადინეობებს ვიწყებთ 2020 წლის 15 ოქტომბრიდან.

გარდა იმ საგნებისა, რასაც ჩვენი საკვირაო სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან ჩვენთან, მათ სხვადასხვა აქტივობებში მოუწევთ ასევე მონაწილეობა. ასეთი აქტივობები ისევ და ისევ მათ წასახალისებლად, მოტივაციის გასაზრდელად და სწავლის პროცესის გასახალისებლადაა მიმართული. 

ჩვენი მიზანია სწავლის პროცესი მაქსიმალურად სახალისო, საინტერესო, აღმოჩენებითა და თავგადასავლებით სავსე გავხადოთ. 

 

ბავშვების ასაკი

საშაბათო შემეცნებით-განმავითარებელი პროგრამა განკუთვნილია 3-დან 6 წლამდე ბავშვებს. ასაკობრივი საჭიროებების გათვალისწინებით შედგენილი პროგრამის მიხედვით, ჯგუფები დაყოფილია შემდგომ კატეგორიებად: 3-4 წლიანების; 4-5 წლიანების; 5-6 წლიანების (წინასასკოლო ასაკი);

 

რეგისტრაცია საშაბათო პროგრამაზე

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით:

მობილურზე: 599 93-25-14;

 

სწავლის საფასური

საშაბათო შემეცნებით-განმავითარებელ პროგრამაზე სწავლის საფასურია 120 ლარი თვეში. ფასში შედის ყველა საჭირო მასალისა და ინვენტარი. საფასურის გადახდა ხდება ყოველი თვის დასაწყისში (მაქსიმუმ 10 რიცხვამდე). გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.

დედმამიშვილების შემთხვევაში სწავლის საფასური თითო ბავშვზე 110 ლარია.

 

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2020